Hyundai Elantra N line

პირველად ისტორიაში  Hyundai Elantra N Line მოდიფიკაციით გამოვა, ამის შესახებ კომპანიამ 8 ივლისს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

„უახლესი
Elantra სპორტული ხასიათის საშუალო ზომის სედანია, რომელიც N Line-ის მოდიფიკაციით, კიდევ უფრო და მიმზიდველი გახდა“ - ტომას სკემერა (Hyundai  Motor Group-ის ვიცე პრეზიდენტი პროდუქტის განხრით)

N LineHyundai-ს მიმართულებაა, რომელიც მომხმარებელს Hyundai-ის ავტომობილების სპორტულ ვერსიებს სთავაზობს და მათ რიგს წელს ახალი Elantra-ც შეემატა.
Elantra-ში განახლებები ძირითადად ექსტერიერს შეეხო. ავტომობილი გახდა უფრო განიერი და აეროდინამიკური. სტანდარტული ბამპერი, ცხაური და გვერდითა პანელები შეიცვალა N Line-ის სპორტული ნაწილებით.  Elantra N Line-ში აგრეთვე განახლებულია სამუხრუჭე სისტემა, ინტეგრირებულია 18 დუიმიანი მსუბუქი ალუმინის დისკები და განსხვავებული სპორტული საჰაერო სისტემა (შემშვები/გამშვები).

N
Line-ის მოდიფიცირებული ავტომობილები დიდი პოპულარობით სარგებლობს და ამ დრომდე მხოლოდ  Hyundai Veloster N, i30 N, i30 Fastback N -ის შეძენა იყო შესაძლებელი,  თუმცა ამიერიდან მათ რიგებს მე-7 თაობის Elantra N -იც შეემატება.