Hyundai J.D. Power-ის კვლევის გამარჯვებულია.

„ჰიუნდაი მოტორ გრუპი“ 2020 წლის შედეგებით J.D. Power-ის კვლევის გამარჯვებულია.

J.D. Power მსოფლიოში ლიდერი ამერიკული ანალიტიკური კომპანიაა, რომელიც 1968 წელს დაარსდა და დამოუკიდებელ კვლევებს ატარებს პროდუქციის ხარისხისა და მომხმარებლების კმაყოფილების შესახებ. კომპანია იკვლევს ახალი ავტომობილების ხარისხსა და სანდოობას გრძელვადიან პერსპექტივაში.

გამოკითხვაში წელს აშშ-ის 87 282-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც ახალი ავტომობილები შეიძინეს. მათ 233 კითხვას გასცეს პასუხი. 9 კატეგორიად დაყოფილი კითხვარი ავტომობილებში ექსპლუატაციის პირველ 90 დღეში აღმოჩენილ პრობლემებს შეეხებოდა.

როგორც აღვნიშნეთ, 2020 წლის კვლევაში ყველაზე კარგი შედეგი „ჰიუნდაი მოტორ გრუპს“ აქვს. სამხრეთ კორეულმა ავტოცენტრმა ჯამში 7 ჯილდო დაიმსახურა.

კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ავტომობილის ელექტრო-სისტემებს, მულტიმედიას, ასისტენტ-სისტემების სანდოობასა და ფუნქციურობას. მეტი სიცხადისთვის რეიტინგები სეგმენტებადაც  არის დაყოფილი.

  • Hyundai Veloster კომპაქტური სპორტული ავტომობილების კლასში პირველ ადგილზე გავიდა
  • Hyundai Tucson -პირველი ადგილი დაიკავა კომპაქტური ქროსოვერების კლასში
  • Hyundai Santa Fe - საშუალო ზომის ქროსოვერების კლასში მესამე ადგილი დაიმსახურა, 2019 წელს კი ავტომობილი კლასის ლიდერი იყო

2020 წლის კვლევებით  გამოიკვეთა, რომ სამხრეთკორეული ბრენდებში ბოლო 10 წელიწადში მკვეთრად გაუმჯობესდა ხარისხისა და საიმედოობის მაჩვენებელი და ეს ტენდენცია 2020 წელსაც გრძელდება.

ზემოთ ჩამოთვლილ ავტომობილებთან ერთად კვლევაში მოწინავე პოზიციებს იკავს Hyundai-ს  პრემიუმ ბრენდი „Genesis”.
 Genesis-ის ავტომობილებს შორის საუკეთესო შედეგი მოდელმა G70-მა დააფიქსირა კატეგორიაში - საუკეთესო პრემიუმ კლასისი კომპაქტური ავტომობილი.