განახლებული Santa Fe

3 ივნისს Hyundai Motor Company-მ განახლებული Santa Fe წარადგინა. ქარიზმატული დიზაინით და მახასიათებლებით ავტომობილი სრულად  ერგება  ნებისმიერი ოჯახის საჭიროებებს.  ახალი დიზაინის საშუალებით განახლებული Santa Fe წინა მოდელთან შედარებით უფრო მეტ სივრცესა და კომფორტს გთავაზობთ.  ავტომობილის ინტერიერი მოწყობილია დახვეწილი, პრემიუმ ხარისხის ქსოვილით, რომელიც უფრო სასიამოვნოს ხდის  Santa Fe-ში თითოეულ დეტალზე შეხებას. მე-4 თაობის განახლებულ Santa Fe-ში მომხმარებლები პრემიუმ ხარისხს შეიგრძნობენ, როგორც ავტომობილის ვიზუალით, ასევე მისი მართვის დროს.

Santa Fe-ს მთელ სიგანეზე გაგრძელებული ცხაური  და მასში ინტეგრირებული ფარები ბრენდის ერთგვარი ხელწერაა, რომელსაც სხვა ჰიუნდაის ავტომობილებშიც შეხვდებით. მთავარი მაშუქების ჰორიზონტალური და ცხაურში ინტეგრირებული ვერტიკალური დღის რეჟიმის ნათება (DRL)  იდეალურად ერგება ავტომობილის მკაცრ ხასიათს. ავტომობილის ექსტერიერზე გავლებული თითოეული უხეში ხაზი მის სპორტულ ხასიათზე მიუთითებს. განიერი საბურავების თაღი 20 დიუმიანი დისკებით კი იმ სიუხეშეს და ხასიათს  გამოკვეთს, რომელსაც SUV უნდა  ფლობდეს.


მკაცრად გამოხატული ხაზები, რომლებიც იდეალურად ერწყმის საერთო დიზაინს, ავტომობილს აძლევს იმ დახვეწილ იერსახეს, რომელიც მომხმარებლებს სურთ მიიღონ  SUV-ის  ფლობისას “ სანგიეპ ლი - ჰიუნდაის გლობალური დიზაინის ცენტრის ხელმძღვანელი და ვიცე პრეზიდენტი.


რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს,  ახალი Santa Fe აღჭურვილია რელიეფური კონტროლის სისტემით,  რომელიც ცენტრალურ კონსოლთან იქნება დამონტაჟებული და საშუალებას მოგცემთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი  რეჟიმი.  სისტემა  HTRAC-ის  ბაზაზეა დაფუძნებული და მოიცავს შემდეგ რეჟიმებს: ქვიშა, თოვლი, ტალახი, ეკო, სპორტი, კომფორტისა და „ჭკვიანი რეჟიმი.

საბოლოო ჯამში, 2021 წლის Santa Fe -ზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეული განახლება ახალ მოდელს უფრო ძლიერ, ტექნოლოგიურ, კომფორტულ და უსაფრთხო ავტომობილად აქცევს.