Hyundai Palisade Cars.com-ის მიერ სამ რიგიანი SUV-ების კონკურსის გამარჯვებულად დასახელდა.

2020 წლის Hyundai Palisade Cars.com-ის მიერ სამ რიგიანი SUV-ების კონკურსის გამარჯვებულად დასახელდა.  Cars.com ცნობილი ამერიკული ციფრული ავტობაზარია, რომელიც 1998 წელს ჩიკაგოში შეიქმნა და მას შემდეგ უდიდეს კომპანიად ჩამოყალიბდა.

Cars.com-ის შემუშავებულ კონკურსში ერთი კლასის შვიდი სამ რიგიანი SUV იღებდა მონაწილეობას. მათ შორის გამარჯვებული ჟიურის, კომფორტის, უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიური მახასიათებლების მიხედვით, უნდა გამოევლინა.
ახალი
Palisade, საოჯახო, რვა ადგილიანი, მაღალტექნოლოგიური SUV-ია, რომელიც შექმნილია იმისათვის, რომ თითოეული მგზავრი მაქსიმალურად კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობდეს ავტომობილში თავს. Palisade ტექნოლოგიურ მახასიათებლებთან ერთად გამორჩეულია მისი ვიზუალით. მან 2019 წელს Red Dot Design Award-ის პრესტიჟული ჯილდოც მოიპოვა კატეგორიაში - „გამორჩეული დიზაინი“.

 


„ერთი შეხედვაც კი საკმარისია, მიხვდეთ თუ რატომ დაიმსახურა 2020 წლის Hyundai Palisade-მა ეს ჯილდო. ავტომობილის მართვის შესაძლებლობებით, უმნიშვნელოვანესი უსაფრთხოების სისტემებით, პრემიუმ ხარისხის მასალით გაწყობილი ინტერიერ/ექსტერიერით, სივრცითა და ტევადობით ის ნებისმიერი ოჯახისთვის სასურველი ავტომობილია“ - ჯენი ნიუმანი  (Cars.com-ის რედაქტორი)
 


„Palisade თითოეული ოჯახისთვის სასურველ ავტომობილად იმ თანამედროვე სისტემების მეშვეობით იქცა, რომლებიც მაქსიმალურ უსაფრთხოებასა და კომფორტს უზრუნველყოფს. Cars.com-ის აღიარება ჩვენი გუნდისთვის დამატებითი მოტივაციაა შევქმნათ და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ავტომობილები.“  განაცხადა სკოტ მარგისონმა (Hyundai Motor America-ს საოპერაციო დირექტორი.