რეკომენდაცია ცენტრში ვიზიტამდე

ჰიუნდაი აუტო ჯორჯია დაუბრუნდა ჩვეულ სამუშაო რეჟიმს და მომხმარებლებს მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს.  ცენტრში მაქსიმალურად არის დაცული უსაფრთხოების ნორმები,  თუმცა, მომსახურების  მისაღებად, აუცილებელია მომხმარებლების წინასწარ ჩაწერა, რაც დაგვეხმარება შევინარჩუნოთ დისტანცია და ხალხმრავლობას ავარიდოთ თავი.

მომსახურების მიღება კი  ხორციელდება შემდეგი პუნქტების დაცვით:

  • სატელეფონო კომუნიკაციისას დათქმულ დროსა და ადგილზე მომხმარებელი ავტომობილს გადააბარებს სათანადოდ აღჭურვილ ცენტრის მომსახურე პერსონალს.
     
  •  თავდაპირველად, ავტომობილიდან გადმოსვლამდე, მომხმარებელი გასაღებს ტოვებს სალონში. 
     
  •  ინდივიდუალური დაცვისა და სადეზინფექციო საშუალებებით აღჭურვილი თანამშრომელი ასუფთავებს საჭეს, გადაცემთა კოლოფს, გასაღებს და ავტომობილი გადაჰყავს ბოქსებში.
     
  • ავტომობილის შეკეთების შემდგომ პერსონალი უკავშირდება მფლობელს და განუსაზღვრავს ავტომობილის გადაცემის დროს.
     
  •  სერვისის დასრულების შემდეგ, ავტომობილს უტარდება დეზინფექცია და მისი გადაცემის დროს მოქმედებს იგივე წესი, რაც მიღებისას. 

ჩასაწერად დაგვიკავშირდით : 591 12 77 99, (032) 2 51 77 99