Santa Fe-ს 20 წლის იუბილე

ორი სრული ათწლეული ავტომობილების თვალსაჩინო წარმომადგენელ, Hyundai Santa Fe-სთან ერთად

ზუსტად 20 წლის წინ, 2000 წელს ჰიუნდაიმ პირველი თაობის Santa Fe წარადგინა, რომელმაც SUV-ის ბაზარზე საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა. მას შემდეგ ორი ათწლეული გავიდა და Santa Fe ჰიუნდაის სანიმუშო ხაზად ჩამოყალიბდა. დროებით ვიმოგზაუროთ წარსულში და მიმოვიხილოთ თუ როგორ შეიქმნა ის. დღეისათვის ბაზარზე Santa Fe-ს მეოთხე თაობაა წარმოდგენილი. ამ პერიოდის განმავლობაში მან ძირეული ცვლილებები განიცადა, როგორც ვიზუალურ, ასევე ტექნოლოგიურ და უსაფრთხოების ასპექტში. ეს არის განვითარების 20 წლიანი ჯაჭვი, რომელმაც Santa Fe-ს ფლაგმანად ჩამოყალიბება განაპირობა. მსოფლის მასშტაბით  5 260 000-ზე მეტი Hyundai Santa Fe გაიყიდა.

„ჰიუნდაისთვის Santa Fe სანიმუშოა მოდელია, რომელიც განაგრძობს განვითარებას დიზაინის, ტექნოლოგიისა და კომფორტის მიმართულებით. ბოლო თაობის Santa Fe-ც სწორედ ამის ხილული მაგალითია და ამაყად იკავებს საკუთარ პოზიციებს ჰიუნდაის პორტფოლიოში“ - განაცხადა ჰიუნდაის მარკეტინგის ვიცე პრეზიდენტმა, ანდრეს კრისტოფ ჰოფმანმა.

პირველი თაობა(2000-2006): ნამდვილი ბესთსელერი

ევროპელი მაყურებლების წინაშე  Hyundai Santa Fe პირველად 2000 წელს ჟენევის ავტოშოუზე წარსდგა. პირველი თაობის Santa Fe გამოირჩეოდა პრაქტიკულობით, ფუნქციურობითა და საიმედოობით. ჯერ კიდევ 2001 წელს, როდესაც ავტომობილის გაყიდვები ახალი დაწყებული იყო  აშშ-ში ჭარბი მოთხოვნის გამო ჰიუნდაის წარმოების გაზრდა დასჭირდა.

მეორე თაობა (2006-2012): მეტი ძალა, მეტი სივრცე და გაუმჯობესებული უსაფრთხოების სისტემა

მეორე თაობის Santa Fe-ს პრეზენტაცია 2006 წლის იანვარში, ჩრდილოეთ ამერიკის საერთაშორისო ავტო შოუზე გაიმართა. ის აღჭურვილი იყო 2.2 ლიტრ მოცულობის დიზელის და 2.7 ლიტრ მოცულობის V6 ტიპის გაუმჯობესებული ბენზინის ძრავით. გაძლიერიებულ ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად დაიხვეწა ავტომობილის მართვა და შესაძლებლობები. 2000-იანების შუა პერიოდში მომხმარებლებისთვის დიზაინი ერთ-ერთ მთავარ ფასეულობად ჩამოყალიბდა. სწორედ ამიტომ, Hyundai-ში მეორე თაობის Santa Fe მაქსიმალურად თანამედროვე ავტომობილად აქციეს. პირველი და მეორე თაობების შედარებისას მიხვდებით თუ როგორ პროგრესირებდა ჰიუნდაი დიზაინის განვითარებისკენ. 

გარდა ექსტერიერში შეტანილი ცვლილებისა, მეორე თაობის Santa Fe-ს ინტერიერიც ძირეულად განახლდა. ავტომობილის სალონი იყო ნაზი, მაღალი ხარისხის მასალით დამზადებული, რაც მომხმარებლებისთვის დამატებით კომფორტს წარმოადგენდა და სასიამოვნოს ხდიდა შორ მანძილზე გადაადგილებას.

2006-2012 წლის Santa Fe უსაფრთხოების სისტემის განვითარების თვალსაჩინო მაგალითია. ის აღჭურვილი იყო ელექტონული სტაბილიზაციის კონტროლით (ESC), განბლოკვადი სამუხრუჭე სისტემით (ABS) და გვერდითა საჰაერო ბალიშებით ავტომობილის ყველა მგზავრის უსაფრთხოებისთვის. მოგვიანებით, პრემიუმ პაკეტის Santa Fe დამატებით აღიჭურვა უკუსვლის კამერით, კრუიზ კონტროლითა და ჩაშენებული სანავიგაციო სისტემით.

მესამე თაობა(2012-2018): მძლავრი უსაფრთხოების სისტემა და გაუმჯობესებული კავშირი

Მესამე საფეხურის Santa Fe ბრენდის და კონკრეტული ხაზის განვითარებისთვის წინ გადადგმულ უდიდეს ნაბჯს წარმოადგენს. ახალ Santa Fe-ში გაუმჯობესდა  კომფორტი, ხარისხი, ძრავი და რაც მთავარია, საწვავის მოხმარების ეფექტურობა და ეკოლოგიურობა. ამავე თაობაში გამოჩნდა ჰიუნდაის დიზაინის ახალი მიმართულება „Storm Edge“.

მესამე თაობის Santa Fe-ს ორი სახეობა იყო წარმოდგენილი: სტანდარტული 5 ადგილიანი ქროსოვერი და Long ვერსია, რომელიც 6 ან 7 მგზავრზე იყო გათვლილი. მესამე თაობის ორივე ვერსიას ერთნაირი ინტერიერი ჰქონდა კომფორტული,  თავისუფალი და ფუნქციური. 2010 წლის დასაწყისში, ტექნოლოგიურმა განვითარებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ავტომობილების განვითარებაშიც. გაუმჯობესდა კავშირი მგზავრებსა და ავტომობილს შორის, მეტად უსაფრთხო და ავტონომიური გახდა ავტომობილის მართვა, დაიხვეწა მულტიმედიაც. Santa Fe აღჭურვილი იყო მრავალფუნქციური 8 დიუმიანი სენსორული მონიტორით, ნავიგაციის გაუმჯობესებელი სისტემითა და ხმის ასისტენტით. უსაფრთხოების მხრივ, მესამე თაობის Santa Fe სრულად მოიცავდა წინა თაობების სისტემას, თუმცა, დაემატა სასწრაფო ელოქტრონული მუხრუჭი (EBD).

მეოთხე თაობა (2018-დან): Hyundai SmartSense და ახალი თამამი დიზაინი

თანამედროვე ტექნოლოგია, კლასში საუკეთესო უსაფრთხოების სისტემა და სივრცე, მე-4 თაობის Santa Fe-ს მთავარ ღირსებას წარმოადგენს.

ეს არის ელგანტური SUV, განიერი და ათლეტური ვიზუალით. ავტომობილის წინა მხარეს ჰიუნდაის საფირმო გრილი ამშვენებს, რომელიც საერთო ვიზუალს იდეალურად შეესაბამება და ავტომობილის სტატუსს კიდევ უფრო ამაღლებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უახლესი Santa Fe-ს ინტერიერი არის უფრო დიდი და თავისუფალი. მეოთხე თაობის Santa Fe აღჭურვილია უახლესი უსაფრთხოების სისტემით (Hyundai SmartSense), რომელიც საუკეთესოა თავის კლასში და უსაფრთხოების რეიტინგში ხუთ-ვარსკვლავიანი შეფასებაც დაიმსახურა(euro NCAP).