Tucson NX4 2021

78,900 ლარიდან

აირჩიეთ ფერი:
#8a8b89

Hyundai Tucson Urban

Hyundai Tucson Urban

78,900 e

Hyundai Tucson Comfort

Hyundai Tucson Comfort

88,800 e

Hyundai Tucson Trend

Hyundai Tucson Trend

95,400 e

Hyundai Tucson Prime

Hyundai Tucson Prime

104,000 e

Hyundai Tucson Urban H

Hyundai Tucson Urban H

94,100 e

Hyundai Tucson Select H

Hyundai Tucson Select H

100,700 e

Hyundai Tucson comfort H

Hyundai Tucson comfort H

105,300 e

Hyundai Tucson Trend H

Hyundai Tucson Trend H

110,600 e

Hyundai Tucson Style H

Hyundai Tucson Style H

117,200 e

Hyundai Tucson Prime H

Hyundai Tucson Prime H

120,500 e

Tucson NX4 Hyundai Tucson Urban

5 ადგილი
156 ცხ.ძ
0 / 0 / 0 100კმ ქალაქი/ქალაქგარეთ/შერეული

რევოლუციური დიზაინი

NX4 არ არის მხოლოდ წინა მოდელის ევოლუციური გაგრძელება, ეს ნამდვილი რევოლუციური ცვლილებებია. სრულად განახლებული, პროგრესული დიზაინი, ჭკვიანი  ტექნოლოგიები და სეგმენტში გამორჩეული ელექტრო შესაძლებლობები.


ელექტრიფიცირებული ძრავა

კომპაქტური SUV Tucson-ისთვის შექმნილი სხვადასხვა ძრავები, მათ შორის ჰიბრიდული ვერსიებიც. ახლა უკვე Tucson წარმოდგენილია დიზელის, ბენზინის, ჰიბრიდული ან დამუხტვადი ჰიბრიდული ძრავით.
დინამიური გეომეტრიული ფორმებით, მკვეთრად გამოხატული კუთხეებით, გამორჩეული ცხაურითა და უნიკალური ნათებით ახალი Tucson გამოირჩევა ყველგან.



კლასში საუკეთესო უსაფრთხოების სისტემა

უბრალოდ ისიამოვნეთ და დატკბით თქვენი მოგზაურობით, ახალი Tucson აღჭურვილია კლასში საუკეთესო მძღოლის ასისტენტი და უსაფრთოხების სისტემებით.

 

კავშირი

აღმოაჩინეთ ჭკვიანი და მაღალტექნოლოგიური 10.25 დუიმიანი ნავიგაციის მონიტორი, სრულად ციფრული, ასევე 10.25 დიუმიანი მაჩვენებლების დაფა და სრულად სენსორული ცენტრალური კონსოლი ახალ Tucson-ში.


Sensuous Sportiness უკვე SUV-ებში

Tucson იქცა ჰიუნდაის პირველ SUV-ად, რომელიც Sensuous Sportiness ფილოსოფიით შეიქმნა. უფრო დიდი და განიერი სხეულით, მკვეთრად გამოხატული ზოლებით შეიქმნა განსხვავებული და პროგრესული Tucson, რომელიც გამოირჩევა ყველა სხვა ავტომობილისგან.

 

მსოფლიოში პირველი  პარამეტრიული უხილავი ნათება


Tucson-ის ფარებს წინა ფარებს მხოლოდ მაშინ აღიქვამთ, როდესაც ავტომობილი მოქმედებაშია. რადიატორის ცხაურში  შერწყმული ფარები გამორთულ მდგომარეობაში აღიქმება, როგორც ცხაურის ნაწილი, ხოლო მოქმედების დროს ის ქმნის ნათების უნიკალურ სტილს.

 

ალუმინის დისკები

ავტომობილის დიზაინის განუყოფელი დეტალი დისკებია. ახალი Tucson წარმოდგენილია 18 და 19 დუიმიანი დისკებით, რომელიც ზუსტად ზის ავტომობილის საერთო  სტილში.


 

ინტერიერის სილამაზე

ახალი Tucson-ის ინტერიერის გამორჩეულობას პირველივე დანახვისას გრძნობთ. ის სასიამოვნო შეგრძნება, რომელიც მასზე შეხებისას გეუფლებათ მაღალი ხარისხის ქსოვილის, დახვეწილი სტილის, კომფორტისა და ჭკვიანი ტექნოლოგიის სინთეზის დამსახურებაა


Ambient lighting


ინტერიერის ნათება შეგიძლიათ შეუსაბამოთ თქვენს ხასიათს და შეარჩიოთ ის 64 ფერიდან, რომლიდანაც თითოეულს ნათების 10 სტილი აქვს.

 

აკონტროლეთ სვლა ღილაკებით

ჭკვიანი მოწყობილობები, კავშირი და ტექნოლოგია Tucson-ში უფრო მეტს ნიშნავს. ავტომობილში ყველაფერია იმისთვის რომ გაიმარტივოთ თითოეული დავალება და ისიამოვნოთ მისი შესაძლებლობებით. სავარძლების გათბობა  ყველა მგზავრისთვის, ღილაკით სავარძლების პოზიციის მართვა, მულტი ფუნქციონალური ვენტილაციის სისტემა თქვენი კომფორტისთვის შექმნილი მახასიათებლებია.

სვლის სტილის ღილაკებით არჩევის შესაძლებლობა ამარტივებს პროცესს და ამავდროულად ათავისუფლებს  სივრცეს, რომელიც ცენტრალურ კონსოლს მიჰქონდა.



გაზრდილი სივრცე


ახალ Tucson-ში იმაზე მეტი სივრცეა ვიდრე ოდესმე. ამავდროულად, ის პირველობას არც სეგმენტში თმობს და კლასში ყველაზე დიდ სივრცეს ჰქმნის. საბარგულის მოცულობა 620ლიტრი, ხოლო მეორე რიგის სავარძლების სივრცე 1050მმ.

 

მართვა საჭიდან


Tucson-ის სპორტული  ხასიათი დიზაინთან ერთად მის შესაძლებლობებსა და მახასიათებლებშიც გამოიხატება.  საჭესთან ინტეგრირებული  სიჩქარის გადამრთველები გაძლევთ შესაძლებლობას მექანიკურად მართოთ ავტომობილი და ისიამოვნოთ მისი შესაძლებლობებით.

 

პანორამული სახურავი

თუ მზის სხივები და ნიავი  მართვის დროს სასიამოვნო შეგრძნებებს აღგიძრავთ, ისიამოვნეთ პანორამული ჭერითა და ლუქით.

 დაამკვიდრე ახალი სტანდარტები


ახალი Tucson ნამდვილი რევოლუციონერია, რომელიც კლასში ახალ სტანდარტებს ამტკიცებს.  ისიამოვნეთ  გამორჩეული დიზაინით, კლასში საუკეთესო  უსაფრთხოების სისტემით, უახლესი კავშირის შესაძლებლობებითა და ტექნოლოგიით.

 


საბარგულის ჭკვიანი გაღების სისტემა


როდესაც თქვენ ორივე ხელი დაკავებული გაქვთ, დიდი დისკომფორტია საბარგულის გაღება, თუმცა არა Tucson-ის შემთხვევაში. თუ თქვენ უახლოვდებით საბარგულს  ავტომობილი აღიქვამს ჭკვიან გასაღებს და სამი წამის განმავლობაში გახსნის მას ავტომატურად.


გამოცდილება, რომელსაც ახალი კონდიცირების სისტემა გვაძლევს


ჰაერის მულტიფუნქციური კონდიცირების სისტემა იდეალური საშუალებაა შევქმნათ ყველა მგზავრისთვის სასურველი ტემპერატურა ავტომობილის სალონში, რომელსაც სამ ზონიანი კონდიცირება უზრუნველყოფს. მისი საშუალებით უკანა მგზავრებისთვის მძღოლისა და  წინა სავარძლის მგზავრისთვის ინდივიდუალური ტემპერატურა იქმნება.

სწრაფი უსადენო დამტენი

ისიამოვნეთ სწრაფი და უსადენო დამუხტვის შესაძლებლობით თქვენს ავტომობილში. დამტენში ინტეგრირებული გაგრილების სისტემა იცავს თქვენს სმარტფონს და დამტენ მოწყობილობას გაცხელებისგან.

USB პორტი


ახალ Tucson-ში 8 USB პორტია, რაც გაძლევთ საშუალებას იყოთ მუდმივად ხელმისაწვდომი და კომფორტულად დამუხტოთ თქვენი ციფრული მოწყობილობები.

Krell-ის პრემიუმ აუდიო სისტემა


Tucson აღჭურვილია Krell-ის გამორჩეული, პრემიუმ ხარისხის, 8 დინამიკით, რაც გამორჩეულ ჟღერადობას უზრუნველყოფს.

 

უსაფრთხოების 7 ბალიში
ახალ Tucson პირველია კლასში, რომელშიც ინტეგრირებულია წინა მგზავრებს შორის საჰაერო ბალიში. ის იცავს მძღოლსა და მგზავრს ერთმანეთთან შეჯახებისგან.

 

გალერეა

ფოტო და ვიდეო გალერეა

1/14