84,200 ლარიდან
88,800 e
84,200 e
100,700 e
Sonata-ს ელეგანტური დიზაინი უფრო მეტს ნიშნავს ვიდრე ის ემოცია, რომელსაც ის იწვევს. მისი დიზაინი გამდიდრებულია ისეთი ინოვაციური ტექნოლოგიებით, როგორიცაა "ფარული დღის ნათება". ახალი Sonata აღჭურვილია ლედ ტექნოლოგიის ფარებით, ხოლო უკეთესი პერფომანსისთვის Hyundai გთავაზობთ 18 დიუმიან ალუმინის დისკებს და Pirelli-ის პრემიუმ ხარისხის საბურავებს.
გამოსცადეთ ახალი Sonata და აღმოაჩინეთ მართვის შესაძლებლობების სრულყოფილება. sonata-ს მძღოლის დამხმარე თანამედროვე სისტემები წინასწარ აღმოაჩენენ პრობლემას და დაგეხმარებათ უკეთეს მძღოლად ჩამოყალიბებაში. დიახ, მისი თითოეული სისტემა სიახლეს წარმოადგენს, თუმცა, ის იმდენადაა მორგებული თქვენზე, რომ პირველივე შეხების შემდეგ ენდობით და ახლობლად თვლით მას.
Hyundai Sonata-ს პრემიუმ ხარისხის Bose-ს სისტემა შთამბეჭდავ, რეალისტურ და წმინდა ხმას გთავაზობთ. ეს ყველაფერი, სალონში გადანაწილებული, 12 აკუსტიკური დინამიკის დამსახურებაა. Bose-ს აუდიო სისტემით თავს ნამდვილ მუსიკალურ სტუდიაში იგრძნობთ. ახალ სონატაში Bluetooth ძირითად მახასიათებლად იქცა. მისი მეშვეობით შეძლებთ გააუმჯობესოთ კავშირი თქვენს სმარტფონსა და ავტომობილს შორის, დამატებითი აქსესუარების გარეშე.
დიდი, თამამი აგებულებისა და მკვეთრად გამოხატული ხაზების კომბინაცია
სპორტული სედანის წარმოსახვის რეალიზება
უახლესი ჭკვიანი ტექნოლოგია კავშირისა და მობილურობისათვის.
ახალი სონატა თანაბრად ზრუნავს ყველა მგზავრზე. სკამების მოყვანილობა ზუსტად ერგება ადამიანის აგებულებას, რაც მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.
შეიგრძენით Sonata-ს ინტერიერი სრულად. სალონის დახვეწილი, ელეგანტური და თბილი ვიზუალი იდეალურად ერწყმის მდიდრულ ტექსტილს. მაჩვენებლების დაფის SuperVision გამოსახულება უმაღლესი ხარისხით ასახავს ეკრანზე თითოეულ ბრძანებას. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ AVN სენსორული მონიტორი შეგიძლიათ დაუკავშიროთ თქვენს სმარტფონს.
ციფრული მაჩვენებლების დაფა სრულად ინტეგრირებულია ნავიგაციის ნაწილთან, რომელიც ინფორმაციას გვაწვდის გამორჩეული, მაღალი ხარისხის გამოსახულებითა და ფერებით. ავტომობილის მართვის დროს მაჩვენებლების დაფა ავტომატურად იცვლის ფერებს შერჩეული რეჟიმის მიხედვით.
ახალი Sonata-ს მანევრირება და ძალა გაძლევთ საშუალებას შეინარჩუნოთ თავდაჯერებულობა ნებისმიერ სიტუაციაში. მისი მანევრირების შესაძლებლობები ყოველთვის პოზიტიურად მოქმედებს მძღოლზე, იქნება ეს გზატკეცილზე თუ ქალაქის გადატვირთულ გზებზე გადაადგილება. Head-Up მონიტორი, SuperVision მაჩვენებლების დაფა უხილავი წერტილების ხედვის მონიტორთან ერთად კიდევ უფრო ამაღლებს კომფორტის შეგრძნებას და უსაფრთხოებას.
უახლესი სონატა გაძლევთ საშუალებას შეარჩიოთ ახალი და გაუმჯობესებული ძრავები ექვს სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად. სიჩქარეების რეჟიმი კონტროლდება ღილაკების მეშვეობით, რაც უფრო მეტი სიზუსტის, სიმარტივისა და უსაფრთხოების გარანტია. ამავდროულად ღილაკები ცენტრალურ კონსოლთან შედარებით ბევრად ნაკლებ სივრცეს მოითხოვს და სალონში მეტი თავისუფალ ადგილს ჰქმნის. პარკინგის რეჟიმი შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ელექტრონული სადგომი მუხრუჭად.
Sonata მიისწრაფვის კარკასის შემსუბუქებასა და გაძლიერებაზე მაღალი სპეციფიკაციის ფოლადის გამოყენებით. ახალი ფოლადის მეშვეობით გაძლიერდა და 24კგ-ით შემცირდა მთლიანი ძარა წინა თაობის მოდელთან შედარებით. Hyundai Sonata-მ უამრავ უსაფრთხოების ტესტში მიიღო მონაწილეობა და უმაღლესი ქულები დაიმსახურა. წინა პანელზე ინტეგრირებული საჰაერო ბალიშები საბაზისო მახასიათებელია, ხოლო ხერხემლისა და ქვედა ნაწილების დამცავი ბალიშები არჩევითია გვერდითა უსაფრთხოების ბალიშებთან ერთად.
Hyundai Sonata-ს ძრავის სივრცე დამზადებულია ცხელი დამუშავებული ფოლადით, რომელიც მაქსიმალურ სიმტკიცეს უზრუნველყოფს და ამცირებს დარტყმის ძალას სალონზე. ახალი აგებულების მეშვეობით მინიმუმამდეა დაყვანილი მეორადი შეჯახების დროს მიღებული ტრავმების რისკიც.
Sonata-ს საჰაერო ბალიშების ტექნოლოგია ისეა შექმნილი, რომ მინიმუმამდე ამცირებს მძღოლისა და წინა მგზავრის დაზიანების რისკებს ბალიშების გახსნის დროს.
შესაძლოა გარკევულ სიტუაციაში, საფრთხე ვერ აღიქვათ, თუმცა ჰიუნდაის უსაფრთხოების სისტემა Smartsense ყოველთვის მზადაა მათ აღმოსაჩენად. სხვადასხვა სისტემების ერთობლიობით (SEA,SVM,BVM) თქვენ მაქსიმალურად დაცულად გრძნობთ თავს ავტომობილში.
უსაფრთხოდ გადასვლის სისტემა (SEA)
უსაფრთხოების მიზნით ჩვენ შევიმუშავეთ დამატებითი სისტემა, რომელიც უკანა კარიდან გადასვლას შეუშლის ხელს მაშინ, როცა სხვა ავტომობილის მოძრაობა შეინიშნება უკანა მხარეს.
გარემოს აღქმის მონიტორი (SVM)
360 გრადუსიანი ხედვის მონიტორი გეხმარებათ გარემოს უკეთ აღქმაში ავტომობილის პარკირების დროს.
Sonata-ს აქვს შესაძლებლობა გახდეს თქვენი განუყოფელი ნაწილი. ავტომობილის თითოეული დეტალი შექმნილია იმისთვის, რომ იდეალურად მოერგოს ადამიანის სხეულს. 10.25 დიუმიანი HD ხარისხის მულტიმედიური მონიტორი გაძლევთ საშუალებას ერთდროულად შეასრულოთ და გამოსახოთ სამი განსხვავებული ფუნქცია მონიტორზე.
Bluetooth კავშირი რამდენიმე მოწყობილობასთან ახალი Hyundai Sonata bluetooth ტექნოლოგიის კავშირს აუმჯობესებს. მძღოლს ერთდროულად შეუძლია ისიამოვნოს დისტანციური ფუნქციებით (ხმის ამომცნობი სისტემის დახმარებით) და პარალელურად, მეორე მოწყობილება დაუკავშიროს mp3 ფაილის წამკითხველს.
პრემიუმ ხარისხის აუდიო სისტემა - BOSE ჰქმნის იდეალურ ჟღერადობას ავტომობილში.
უსადენო დამტენი თქვენი სმარტფონისთვის კაბელით დაკავშირებული მოწყობილებები წარსულია, დროა იასიამოვნოთ თანამედროვე ტექნოლოგიებით.
ფოტო და ვიდეო გალერეა
1/0