160,100 ლარიდან
160,100 e
ნებისმიერი მოგზაურობა შეიძლება გახდეს შესანიშნავი აღმოჩენების წინაპირობა. თქვენ, ვისაც თავგადასავლების და საკუთარი თავის აღმოჩენის სურვილი გაქვთ, ჰიუნდაი წარმოგიდგენთ ახალ Palisade-ს. Palisade, მისი გამორჩეული დიზაინით, შექმნილია მათთვის, ვისაც სურს იყოს გაბედული და განსხვავებული, ვისაც სურს გადალახოს ყოველდღიური რუტინა. ინოვაციური, ჭკვიანი უსაფრთხოების სისტემით, მისი კლასის შესაფერისი მახასიათებლებით, სასიამოვნო შეგრძნებებსა და სიურპრიზებს გიმზადებთ.
მიიღეთ ყველაფერი გამორჩეული დახვეწილობით წინ დატვირთული დღეა: სკოლაში ვიზიტი, ფიტნეს კლუბი, ლანჩი მეგობრების გარემოცვაში და შოპინგი. როდესაც თქვენს ირგვლივ ძალიან ბევრი საქმეა, თავისუფალი დრო კი მცირე, Hyundai Palisade დაგეხმარებათ შეასრულოთ თქვენი გეგმა. უსაფრთხოება, კომფორტი და მოსახერხებელი მახასიათებლები შეგიმცირებთ იმ სტრესს, რომელიც ავტომობილით მგზავრობის დროს შეიძლება მიიღოთ. Palisade გაძლევთ საშუალებას კონცენტრირდეთ მხოლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე და გაიმარტივოთ ცხოვრება.
მნიშვნელოვანი დღეც დადგა. შეკრიბეთ ძვირფასი ადამიანები, დატვირთეთ თქვენი Palisade და გაემგზავრეთ განსაკუთრებული ადგილების აღმოსაჩენად. დასამახსოვრებელი მომენტები სწორად ასე იქმნება და Palisade დაგეხმარებათ მათ შექმნაში. არ აქვს მნიშვნელობა მგზავრების რაოდენობას და ბარგს, Palisade მიზანია მოგიწყოთ კომფორტი თითოეულ კომპონენტში.
Palisade დატვირთულია შთამბეჭდავი, ჭკვიანი მახასიათებლებით. მათ შორის, საბარგულის ავტომატური გაღების მექანიზმით, რომელის გაღება/დაკეტვა შეგიძლიათ დაარეგულიროთ სასურველი სიჩქარით. აგრეთვე, თუ კი ავტომობილის დაყენების შემდეგ, შემთხვევით ბავშვი ან შინაური ცხოველი ავტომობილში დაგრჩებათ, ავტომობილი შეგახსენებთ მათ იქ ყოფნას.
Palisade აღჭურვილია „სუფთა ჰაერის ტექნოლოგიით,“ რომელიც არამხოლოდ მავნე აირებისგან ასუფთავებს სალონში შემოსულ ჰაერს, არამედ ამდიდრებს მას იონებით.
Palisade-ს აქვს გვირაბში შესვლამდე ფანჯრის ავტომატური დახურვის ფუნქცია . ორმაგი მინა კი იდეალურ სიჩუმეს უზრუნველყოფს ავტომობილში.
ექსტერიერი
პრემიუმ ხარისხის, ფლაგმანი SUV, Palisade-ის თამამი შტრიხები ექსტერიერში მის ელეგანტურობაზე მიუთითებს. ძლიერი და გამორჩეული წინა ნაწილი
უკანა ნაწილი
დიდი საბარგო სივრცე
არ აქვს მნიშვნელობა რას განათავსებთ ავტომობილში, Palisade მზად არის გაუმკლავდეს ნებისმიერ ტვირთს.
უკანა სავარძლების დაკეცვის დროს ავტომობილში 1297 ლიტრ მოცულობის საბარგო სივრცე იქმნება.
არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ტიპის თავგადასავალს ეძებ, Palisade მზად არის თანაბარი სიმარტივით გაუმკლავდეს, როგორც ქალაქის ასევე უხეში განსხვავებული გზის ზედაპირს, რაც მისი ინოვაციური H-TRAC -ის და Multi Terrain Control-ის დამსახურებაა.
კომფორტი - ყოველდღიური მართვისთვის.
Palisade გაძლევთ საშუალებას აირჩიოთ 8 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ვერსია, რომელიც გამოირჩევა ეკო-მეგობრულობით ან დიზელის მძლავრი ვერსია, რომელიც სრულად აკმაყოფილებს გამონაბოლქვთან დაკავშირებულ რეგულაციებს.
ძრავი
ერთიანობა ბედნიერებაა, როდესაც გაქვს შესაძლებლობა იყო მშვიდად. Palisade ჭკვიანი უსაფრთხოების სისტემა და 6 საჰაერო ბალიში, თქვენი და თქვენი ოჯახის სიმშვიდის ერთ-ერთი მთავარი გარანტია.
ექვსი საჰაერო ბალიში ავტომობილის წინა ნაწილში განთავსებული ოთხი საჰაერო ბალიში მძღოლისა და მის გვერდით მჯდომი მგზავრის უსაფრთხოებისთვის არისდამონტაჟებული და იცავს მათ სხვადასხვა დაზიანებების მიღებისგან, ხოლო გვერდითა გრძელი ბალიშები ყველა მგზავრის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
თუ ავტომობილის სიახლოვეს შეინიშნება მოძრაობა/საფრთხე ავტომატურად იკეტება კარი
თუ მძღოლი ავტომობილის უკანა ნაწილთან დგას 3 წამის განმავლობაში საბარგულის კარი ავტომატურად გაიხსნება. შესაძლებელია საბარგულის გაღების სისწრაფისა და სიმაღლის დარეგულირება.
ძილის რეჟიმი თუ ავტომობილში უკან მსხდომ მგზავრებს სძინავთ, ხმოვანი სისტემა ავტომატურად თიშავს მათთან არსებულ დინამიკებს
ფოტო და ვიდეო გალერეა
1/6