KONA Electric 2020

115,200 ლარიდან

აირჩიეთ ფერი:
#8d9300

KONA Electric H158

5 ადგილი
136 ცხ.ძ
139 / 139 / 139 100კმ ქალაქი/ქალაქგარეთ/შერეული

*ფასები წარმოდგენილია საორიენტაციო კურსით: 1 USD = 3.30 ₾. ანგარიშსწორება მოხდება გაყიდვის დღეს  არსებული ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

პირველი კომპაქტური ელექტრო SUV
წარმოგიდგენთ ახალ  Kona Electric-ს ,  უკომპრომისო ახალბედას გამორჩეული მახასიათებლებით და ელექტრო ბატარეების შთამბეჭდავი ენერგიით.

 

შთამბეჭდავი და ინდივიდუალური

Kona Electric - თავდაჯერებული უნიკალური დიზაინის მქონე ავტომობილია, რომელიც გამოირჩევა მთელი ავტო ინდუსტრიისგან. 

დახურული, გლუვი ცხაური სიამაყით გაცნობთ მისი ელექტრო ძრავის შესაძლებლობებს და წინა ორმაგი სრულად LED მაშუქებთან ერთად ინდივიდუალურ და განსხვავებულ ვიზუალს ჰქმნის.

 

კომფორტი და სივრცე

ახალ Kona Electric-ში თითოეული დეტალი თქვენთვის და თქვენი დატვირთული ცხოვრების ტემპზე მოსარგებად არის შექმნილი. უამრავი სივრცე, როგორც მგზავრებისთვის ასევე მათი ბარგისთვის. ავტომობილის ყოველ პატარა დეტალში იგრძნობა მისი გამორჩეული ხასიათი და ტექნოლოგია. აღმოაჩინეთ კომფორტის ახალი საფეხური უმაღლესი ხარისხის მატერიალის დეტალებთან შეხებისას. წინა სავარძლების რეგულირებადი გათბობისა და ვენტილაციის სისტემები საჭის გათბობის ფუნქციასთან ერთად კი დამატებით კომფორტს ჰქმნის თქვენთვის.

სიმძლავრე
ნუ იფიქრებთ რომ ელექტრო ავტომობილები  მოსაწყენი სამართავია.  სინათლის სიჩქარესავით სწრაფი  სისტემა, რომელიც 395 ნიუტონ მეტრს (ბრუნვის მომენტი) გამოიმუშავებს მუდმივად მზად არის დაუყოვნებლივ იმოქმედოს თქვენს ბრძანებაზე. 64kwh  ვერსიის Kona Electric-ს 100კმ-მდე აჩქარება 7.6 წამში შეუძლია და 482კმ-ს ფარავს  ერთი დამუხტვით, ხოლო 39.2kwh-ს Kona Electric კი 312კმ-ს.

 

ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია  უკავშირდება 64kwh-ს ვერსიას.

თითოეული მაჩვნებული დადასუტრებულია WLTP-ს   ფარგლებში, რომელიც ზომავს საწვავის ენერგიის მოხმარებას და გამონაბოლქვის კონტორლს ევროპაში.

NEDC (NEW Eurppean driving cycle) -ს მონაცემებზე დაყრდნობით კი   მართვის ხანგრძლივობა 546 კმ-ს შეადგენს.

 

სიჩქარეების ცვლა ღილაკებით

ყველაფერი რაც გჭირდებათ თქვენს  ხელთაა.   სიჩქარების ცვლა ახლა უკვე მარტივად ღიალკებზე დაჭერით შეგიძლიათ,  მათთან ერთად კი სადგომი ელექტრო მუხრუჭის ღილაკსაც იხილავთ ცენტრალური  კონსოლის შუაგულში.

ექსტერიერი

დახვეწილი სკულპტულური  ხაზები  მოდურ  გვერდებთან ერთად  ახალ Kona Electric ყოველი მხირდან  გამოხატულს ჰქმნის.

 

კომპოზიტური  ნათება

უნიკალური ორმაგი  მაშუქი  სრული LED  ტექნოლოგიით და დღის რეჟიმის ნათების შერწყმით საკუთარ სტილს ჰქმნის

 

აეროდინამიური დიზაინი

Kona Electric  დიზაინი შექმნილია იმისათვის რომ გამოიყურებოდეს განსხვავებულად და ამავდორულად ჰქონდეს უკეთესი მართვა.

აეროდინამიურობა გამოიხატება დახურულ ცხაურში,  სპეციალურად ოპტიმიზირებულ საბურავებში და თითოეულ სხვა დეტალში


.

ალუმინის დისკები

უნიკალური და ექსკლუზიური 17 ინჩიანი ალუმინის შენადნობის დისკები, რომელიც  გთავაზობთ ეფექტურობას და გამორჩეულობას.

 

მომხიბლავი და პრაქტიკული

მდგრადი და განიერი  სახურავი  გაძლევთ საშუალებას  გამოიყენოთ 80კგ-მდე დატვირთული სახურავის საბარგული,  რათა თქვენი საყვარელი აღჭურვილობა თქვენთან იყოს.

.

 

 

მომრგვალებული ფარები

აეროდინამიური  დიზაინის ელემენტების პოვნა  ავტომობილის უკანა   მხარესაც შეძლებთ. ბამპერის  თხელი  უკანა LED განათებასთან ერთად  უკუსვლის მაშუქების ვიზუალი კიდევ უფრო მეტად  უსვამს ხაზს  მის პროგრესულ დიზაინს.

 

 

საბარგულის ტევადობა

არ არის აუცილებელი ელექტრო ავტომობილს მცირე ზომის  სათავსო ჰქონდეს, Kona Electric-ს   332 ლიტრ მოცულობის  საბარგული გააჩნია, რომლის გაზრდაც შესაძლებელია უკანა  სავარძლების დაკეცვით. აღნიშნულ პოზიაში  საბარგულის ტევადობა იზრდება 1114 ლიტრამდე.

 

 

ინტერიერი

აღმოაჩინეთ   კომფორტი  ინტერიერის მოსაწყობად გამოყენებულ უმაღლესი ხარისხის მატერიალში.

 

ცენტალური კონსოლი

ტრადიციული სიჩქარის გადამრთველი ჩანაცვლდა ავტომატური ტრანსმისიის  ღილაკებით.  აღნიშნული ცვლილებით თქვენ გაქვთ საშუალება მეტი ადგილი  გქონდეთ პერსონალური ნივთებისთვის.  სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი განსხვავება  შიდა წვის ძრავიან კონასთან შედარებით.

 

ლუქი

 შემოუშვით მზის სხივები და ისიამოვნეთ   სამყაროთი, რომელიც თქვენს ირგვლივ იშლება.

 

ელექეტო მართვის ტექნოლოგია

ელექტრო ენერგიასთან იდეალურად შერწყმული კომპონენტები  უზრუნველყოფს  გამორჩეულ და სახასიათო  მართვას   ყოველდღიურ რეჯიმში.  ახალი პლატფორმის მეშვეობით ბატარეები მოთავსებულია ისე რომ დამატებით სივრცეს არ ითხოვს.

 

ბატარეა

ჰიუნდაიმ გადაწყვიტა გამოიყენოს ლითიუმ-იონური პოლიმერის და არა ნიკელისა და მეტალის ჰიბრიდული ბატარეები , რათა ჰქონდეს უკეთესი წარმადობა, ნაკლები  მგძნობელობა და  იდეალური  დამუხტვის შესაძლებლობა. თერმული  სისტემის საშუალებით შესაძლებელია ტემპერატურის შენარჩუნება და კონტროლი, რაც  უზრუნველყობს ბატარეების ხანგრძლივ მუშაობას და  ეფექტურობას.

 

ელექტრო ძრავი

თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ბატარიების ორი ვარიანტიდან რომელი შეესაბამება თქვენს მოთხოვნილებას.

ავტომობილი იწარმოება ორი  განსხვავებული ბატარიით: 64kwh ვერსიის Kona Electric 482კმ-ს ფარავს  ერთი დამუხტვით, ხოლო 39.2kwh-ს Kona Electric კი 312კმ-ს.

 

ბატარიის სტატუსი

მონიტორზე ნათლად არის წარმოდგენილი ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელიც  დამუხტვისას გჭირდებათ  სხვადასხვა რეჟიმის გამოყენების დროს.

დამუხტვის დროის კონტროლი

დღეს თითოეული რესურსი უნდა დავზოგოთ,  აღნიშნული მეთოდით  კი თქვენ გაქვთ შესაძლებლობა აირჩიოთ თუ როდის დაიწყოს ავტომობილის დატენვის როგორც საწყისი ასევე დასრულების დრო.

 

დამუხტვის ლიმიტი

თქვენ შეგიძლიათ დააწესოთ ლიმიტი, რომლის ზევითაც მოცემულ დროს ავტომობილი აღარ დაიმუხტება.  ამ მეთოდის საშუალებით შეგიძლიათ  აკონტროლოთ   რესურსი, რომელსაც მოიხმართ.

 

უსაფრთხოება

მაღალი ნათების მაშუქის დამხმარე ( HBA)

ჰალოგენურ ნათებასთან შედარებთ LED ტექნოლოგია  უფრო მეტად განვითარებულია, მოიხმარს ნაკლებ ენერგიას და   წარმადობითაც აღემატება მას.    მაღალი ნათების დახმარების სისტემა კი უზრუნველყოს  აკონტროლოს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი  ავტომობილების მიმართულება და   ავტომატურად არეგულიროს განთება, რათა  არ შეუქმნას დისკომფორტი მათ.

 

მძღოლის ყურადღების გამაფრთხილებელი (DAW)

 სისტემა მუდმივად აკონტროლებს  და ანალიზს უკეთებს მძღოლის  მართვის სტილს,  როდესაც  მართვის სტილში  იქნება   ცვლილებები ავტომობილი გამოსცემს გამაფრთხილებელ ხმას, რომელიც   მოგიწოდებთ დასვენებისკენ.

 

სიჩქარის ლიმიტის ინტელექტური გამაფრთხილებელი (ISLW)

  ISLW   იყენებს წინა კამერის და ნავიგაციის სისტემის ინფორმაციას რათა  აწარმოოს გზებზე არსებული გამაფრთხილებელი ნიშნებისა და დადგენილი სიჩაქრის ლიმიტის ანალიზი, რომელსაც გიჩვენებთ რეალურ დროში და გადოცემულია ნავიგაციის სისტემის ეკრანში.

 

დაბალი განათების დამხმარე (LBA-S)

დაინახეთ მეტი და იმგზავრეთ უსაფრთხოდ.

 მოხვევის დროს წინა მაშუქი  ანათებს უფრო შორს  რათა აღიქვათ სივრცე უკეთესად და თქვენი მანევრი იყოს უფრო მეტად უსაფთხო.

 

 

 

მოსახერხებელი

სივრცე და პრაქტიკულობა

 ახალი Kona Electric  არის შექმნილი იმისთვის რომ მოერგოს თქვენს ცხოვრების რიტმს.  უამრავი სივრცე თქვენთვის, მგზავრებისთვის და   ბარგისთვის. საბარგულის მოცულობა 332 ლიტრს  უტოლდება.არ აქვს მნიშვნელობა რას ითხოვთ ავტომობილისგან Kona Electric-ში  აუცილებლად იპოვით   მას. Kona Electric შექმნილია იმისთვის რომ გაგიმარტივოთ ცხოვრება და მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება მისგან. Krell-ის  უმაღლესი ხარისხის ხმის სისტემა კი  უზრუნველყოფს სასურველი   მუსიკის  იდეალურ ჟღერადობას.

 

 

წინა ეკრანი (HUD)

საქარე მინასთან არსებული გამჭვირვალე ეკრანი უზრუნველყოფს  მძღოლის უფრო მეტ ყურადღებას და   გიჩვენბთ ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას როგორიც არის  სისწრაფე, ნავიგაციის მიმართულებას. თუ თქვენ მას არ იყენბეთ ის შეგიძლიათ    საჭესთან არსებული ღილაკის მეშვეობით  ავტომატურად დახუროთ.

 

 

KRELL-ის  პრემიუმ  აუდიო სისტემა

 ავტომობილში KRELL-ის პრემიუმ აუდიო სისტემა უზრუნველყოფს    შთამბეჭდავ და სუფთა  ხმას  8 დინამიკის მეშვეობით.

ავტომობილში განთავსებულია ორი 20მმ-იანი "Tweeter", ოთხი 160მმ-იანი "woofer",  ერთ 100მმ-იან ცენტრალური  და ერთ 200მმ-იან "subwoofer" დინამიკი.

 

 

ახალი 7" ინსტუმრენტების მაჩვენებელი

უახლესი ციფრული ინსტუმენტების მაჩვენებელი , რომელიც საჭის უკან არის განთავსებული მიუთითებს  მართვის სტილს,  სიჩქარეს, ენერგიის რიტმს და  ბატარეების  ენერგიას.  იმის აღმოსაჩენად თუ  როგორ მართავთ ავტომობილს  მონიტორზე  წამიერი შეხედვაც კი საკმარისია.

 

უსადენო დატენვა

ავტომობილში ცენტრალურ კონსოლთან ჩაშენებულია უსადენო დასატენი სადგური (Qi standart), რომელიც მარტივად უზრუნველყოფს თქვენი სმარტფონის დამუხტვას.

 

კლიმატის წინასწარი პარამეტრები

ჩაჯექით თბილ ავტომობილში. როდესაც ავტომობილი    დაკავშირებულია  დასამუხტ სადგურთან შეგიძლიათ წინასწარ განსზღვროთ ტემპერატურა და დრო თუ როგორი ტემპერატურის  ავტომობილში გსურთ დაგხვდეთ. ეს არის   კომფორტული ელემენტი, რომელიც  ასევე დაზოგავს ენერგიას, რომელიც უნდა გამოგეყენებინათ  ავტომობილის გასათბობად მოძრაობისას.

 

სავარძლების გათბობა და ვენტილაცია

კარგი და მაგარი? თუ თბილი და მყუდრო ?  Kona Electric-ს აქვს წინა სავარძლების გათბობის და ვენტილაციის სამ საფეხურიანი სისტემა უფრო მეტად კომფორტული  მართვისთვის ნებისმიერ ამინდში.

 

 

 

 

 

 

 

გალერეა

ფოტო და ვიდეო გალერეა

1/4