88,300 ლარიდან
88,300 e
100,100 e
ძირითადი მაჩვენებლები
HYUNDAI IONIQ- ELECTRIC გარანტია აკუმულატორზე 7 წელი ან 150 000კმ
5 ადგილი 120 ცხ.ძ.
Ioniq მოდელის ახალი, უფრო მაღალი სამართავი პანელი - უფრო დახვეწილი მართვისთვის. პანელის ინოვაციური დიზაინი გთავაზობთ უსაფრთხოებასა და კომფორტს. შედეგად - ავტომობილი, რომლის მახასიათებლები შეგაყვარებენ თავს.
უსაფრთხოების შეგრძნება ყოველთვის მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, განსაკუთრებით ავტომობილში. ეს მოდელი გთავაზობთ უახლეს და პოპულარულ ფუნქციებს, ფეხით მოსიარულეს აღმოჩენისას ავტომატური დამუხრუჭების, ხელის შემშლელ ობიექტის აღმოჩენის, უკანა ხედის განგაშის სიგნალით, უკანა ხედის კამერისა და 7 დაცვის ბალიშის და მძღოლის მუხლის დაცვითი ბალიშის ჩათვლით.
ფეხით მოსაირულეს აღმოჩენის შემთხვევაში ავტომატური დამუხრუჭების შესაძლებლობა
"გრძნობს" ფეხით მოსიარულეებსა და სატრანსპორტო საშუალებებს და რთავს ავტომატური დამუხრუჭების ფუნქციას
მძღოლისთვის არახილვადი, ხელის შემშლელი ობიექტის აღმოჩენის უკანა ხედვის კამერის საგანგაშო სიგნალით და მოძრაობის ზოლის შეცვლის დამხმარე სისტემით
უზრუნველყოფს აუდიო და ვიდეო სიგნალს ხელის შემშლელი ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში, ასევე სიგნალი აცნობს მძღოლს, რომ გვერდიდან უახლოვდება სხვა სატრანსპორტო საშუალება.
ავტომობილის ტექნოლოგია ყოველთვის უფრო კარგია, როდესაც ის პირადი და კარგად ნაცნობია. Apple CarPlay™ და Android Auto™ ფუნქციის მეშვეობით თქვენი საყვარელი აპლიკაციები ავტომობილის ეკრანზეა. ინფორმაციის მიღება და გართობა შესაძლებელია ავტომობილის მართვის პროცესში ისე, რომ არ მოაკლოთ ყურადღება გზას. რუკები, ნავიგაცია, საკონტაქტო ტელეფონების ჩამონათვალი, ტექსტები, მუსიკაც კი ხელმისაწვდომია მართვის დროს უსაფრთხოდ და შეუფერხებლად.
გამარტივებული ტელეფონის დამუხტვის პროცესი
უსადენო დამუხტვა
Ioniq გთავაზობთ ტელეფონის უსადენო დამუხტვას, კაბელების შეერთების გარეშე. მოათავსეთ ტელეფონი შესაბამის ადგილზე სამართავი პანელის ცენტრში. წინა სავარძლებს შორის ასევე არის მოსახერხებელი სათავსო თქვენი ელექტრონული ბლოკნოტისთვის.
გამოსადეგი, მარტივი, თუნდაც ავტომატური ფუნქციები ქმნიან ნიშანდობლივ განსხვავებას ტარების სტილში. Ioniq მოდელის შესანიშნავი ფუნქციები უზრუნველყოფენ თითოეული მოგზაურობის კომფორტსა და მოქნილობას.
კომფორტული სავარძლები გათბობის ფუნქციით
სითბო მატებს ბედნიერების შეგრძნებას. სითბოში ყველაფერი სხვანაირად იგრძნობა. კომფორტული სავარძლები გათბობის ფუნქციით იქნება საუკეთესო დღის დასაწყისი წელიწადის ცივ პერიოდში. მშვენიერია, როდესაც ასეთი აუცილებელი რამ არის ამავდროულად ასეთი მარტივი - საჭიროა მხოლოდ ღილაკზე დაჭერა.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ სამყაროში
"ჭკვიანი გასაღების" დახმარებით თქვენი Ioniq მოდელი სრულ მზადყოფნაშია სულ სამი ჟესტით: ერთი - გვერდითი ასაკეცი სარკეების გაშლა, მეორე - კარების ქვეშ განათება ჩართვა და მესამე - მძღოლის სავარძლის გაწევა ისე, რომ მაქსიმალურად კომფორტულად განთავსდეთ სავარძელში.
კომფორტი ავტომობილში იწყება დიდი სივრცით. ეს უპირატესობა ნამდვილად გააჩნია Ioniq მოდელს. Ioniq Electric-ის 23.8 კუბური ფუტის საბარგული საგრძნობლად ფართოა. გარდა ამისა არის კომფორტული ლუქი, რომლის საშუალებითაც უფრო მოხერხებულია ტვირთის ჩადება/ამოღება. 60/40 ასაკეცი უკანა სავარძელი წარმოადგენს ბევრ გამოსადეგ საშუალებას ბარგის განთავსების თვალსაზრისით.
როდესც ავტომობილი გიცნობთ, მან იცის თუ როგორ უნდა იმოქმედოს
დამატებითი ჩაშენებული მეხსიერების სისტემა
თუ თქვენს ავტომობილს სხვა პიროვნებაც მართვას, Ioniq მოდელის კიდევ ერთი სასარგებლო ფუნქცია. მძღოლის სავარძელი მომართულია თითოეული მძღოლის პოზიციაზე. ერთი ღილაკის დაჭერით ავტომობილს "დაამახსოვრდება" თქვენი პოზიცია.
რატომ ჟღერს ყველა საყვარელი სიმღერა უკეთ
Available Clari-Fi™ Music Restoration Technology - ახალი აუდიო სისტემა გაომჯობესებული ჟღერადობით. მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას სადაც არ უნდა წახვიდეთ და როგორი ხმის სიმაღლითაც ისურვებთ.
მშვიდათ გადააადგილება
Ioniq-ის სალონი - მყუდრო, სიმშვიდის შეგრძნების მომღვრელი ადგილი, სადაც შეგიძლიათ იფიქროთ მნიშვნელოვან საქმეებზე, განიტვირთოთ ან თუნდაც უპასუხოთ სატელეფონო ზარებს ხელის შემშლელი ხმაურის გარეშე და მაქსიმალური ყურადღებით. ავტომობილის მართვა უფრო მშვიდ გარემოში შესაძლებელია უკანა დისკებზე სპეციალური ხმის ჩამხშობი მასალის და წინა ფანჯრებზე უფრო სქელი მინის დამატებით. გარდა ამისა ყველა Ioniq მოდელი აღჭურვილია საჰაერო ფარდებით ჰაერის ნაკადის რეგულირებისთვის, რაც ზრდის აეროდინამიურობას.
გაუმჯობესებული მასალა და დიზაინი - ეფექტურობის და წარმადობის ცენტრალური საკითხი
ალუმინისა და გაუმჯობესებული მაღალი გამძლეობის მეტალის გონივრული გამოყენება ანიჭებს თითოეულ მოდელს განსაკუთრებულად მსუბუქ და დახვეწილ კარკასის სტრუქტურას. მყარი და ამავდროულად მსუბუქი მასალა ხელს უწყობს Ioniq თითოეულ მოდელს ნაკლები ენერგიის მოხმარებაში მოძრაობისას. გარდა ამისა, ნაკლები წონა ნიშნავს მეტ ეფექტურიბას, მეტი დიაპაზონითა და აჩქარებით.
Ioniq-ის დინამიურად მოძრავი განათების ელეგანტური დიზაინი არის პასუხი მარტივ კითხვაზე: როგორ ვუზრუნველყოთ უკეთესი ხილვადობა მოსახვევში? ეს ორიგინალური სისტემა ავტომატურად აბრუნებს განათებას ბორბლის მოხვევის მიმართულებით. ამგვარად უზრუნველყოფილია სრული კონტროლი არა მხოლოდ სწორ გზებზე.
Ioniq მოდელი მთლიანი ინტერიერით ასახავს ბუნების მიმართ შეგნებულ და გონივრულ დამოკიდებულებას. სასიამოვნო ზედაპირი და ტექსტურა ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენების შედეგია. სალონის დეკორის 25% შაქრის ლერწამისგანაა დამზადებული, ხოლო ხის ფხვნილთან და ვულკანურ ქვასთან შერეული გადამუშავებული პლასტიკატით კი თითქმის 20%.
სწორედ აქ და სწორედ ახლა - ქალაქსა თუ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე - ელექტრომობილის ყველა უპირატესობა თქვენთვის, კომფორტის, სტილის და მართვის სიამოვნების ყოველგვარი დათმობის გარეშე.
კომპრომისი აღარ არის საჭირო. უკეთესი უკვე არსებობს
Ioniq გთავაზობთ დახვეწილ უსაფრთხოების ტექნოლოგიას და პრემიუმ ხარისხის მახასიათებლებს პლანეტაზე ზრუნვასთან და შეუდარებელ მართვასთან ერთად.
დამატებითი უპირატესობები
ჰიბრიდი/ელექტრო ელემენტის გარანტია
ტექნოლოგიური "სასწაული" - მაღალი ტევადობის ლითიუმ-იონის პოლიმერული ელემენტი. ამგვარი უმნიშვნელოვანესი კომპონენტის მხარდაჭერა Hyundai -ს ექსკლუზიური ჰიბრიდ-ელექტრული ელემენტი გამოხატავს ჩვენს ვალდებულებას თქვენს თავდაჯერებულობაზე.
შთამბეჭდავი მართვის დიაპაზონი
280 კილომეტრი სრული დამუხტვით. დამატებით 136 MPGe
სიჩქარე - მყისიერად
ელექტროავტომობილები თავისთავად მაღალი კლასის ავტომობილებია, როდესაც საქმე ეხება მყისიერ აჩქარებას. Ioniq - ის უპირატესობაა - ბრუნვის მყისიერი მიწოდება - არ საჭიროებს ძრავის გადართვის ლოდინს, რაც ხდის მას ძალზე სწრაფ და მოხერხებულ მოდელად.
დიზაინი უზრუნველყოფს სიმსუბუქეს, კონტროლის მაღალ დონეს და სივრცეს.
Ioniq კარკასი არის აწყობილი ისე რომ ელემენტი დამონტაჟებულია მგზავრთა სავარძლების ქვეშ. ეს ამცირებს ავტომობილის სიმძიმის ცენტრს, აუმჯობესებს მართვას და უზრუნველყოფს მეტ სივრცეს ვიდრე Toyota Prius, Chevy Volt და Nissan Leaf მოდელებში.
რეგენერატიული სამუხრუჭე ხუნდები
ამ სისტემის მეშვეობით შესაძლებელია ელემენტის დამუხტვა ტარების პროცესში. ბორბლების ბრუნვის შედეგად გამომუშავებული მექანიკური ენერგია გარდაიქმნება ელექტრულ ენერგიად და ინახება ელემენტში სამომავლო გამოყენებისთვის. საკონტროლო სატერფულები განლაგებულია D ფორმის სამართავი საჭის უკან. ამ სატერფულების მეშვეობით მძღოლს უფრო აქტიური როლი აქვს მართვის პროცესში, რადგან შეუძლია აირჩიოს რეგენერირების კონტროლის სამი დონიდან ერთ-ერთი.
თქვენს ხელთაა მოქნილობა და სტილი
მართვის პანელი ციფრული ინსტრუმენტებით
ეს ეკრანი არის ტექნოლოგიური და ინფორმაციული საოცრება. ის გთავაზობთ კაშკაშა ცვალებად ფერთა პალიტრას და დინამიურ გრაფიკას ავტომობილის წარმადობის კონტროლისთვის სხვადასხვა პარამეტრის ფამოყენებით.
D ფორმის სამართავი საჭე
ეს დიზაინი პირველად იყო გამოყენებული და შემდგომ დახვეწილი მაღალი წარმადობის მართვის და რბოლის აპლიკაციებში. ახლა კი თქვენ სცადეთ. ჩაეჭიდეთ მსხვილ საჭეს და მართეთ ავტომობილი მეტი თავდაჯერებულობითა და კონტროლით.
ინტერიერის მართვა
თითოეული დეტალის გადახედვა და მოდიფიცირება - Ioniq-ის თანამედროვე დიზაინის გავლენა და ეფექტი იგრძნობა თითოეულ დეტალსა და შეხებაში.
*ფასები წარმოდგენილია საორიენტაციო კურსით: 1 USD = 2.88 ₾. ანგარიშსწორება მოხდება გაყიდვის დღეს არსებული ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კუსის მიხედვით.
ფოტო და ვიდეო გალერეა
1/10