38,100 ლარიდან
38,100 e
42,800 e
45,800 e
სრულიად ახალი აქცენტი გაძლევთ თქვენ ყველაფერს, რაც ოდესმე გსურვებიათ პატარა საოჯახო ავტომობილში და ბევრად უფრო მეტს.
*ფასები წარმოდგენილია საორიენტაციო კურსით: 1 USD = 2.88 ₾. ანგარიშსწორება მოხდება გაყიდვის დღეს არსებული ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კუსის მიხედვით.
აქცენტის სუპერ-მტკიცე ძარის კარკასი გვთავაზობს შეუდარებელ დაცვას. კრიტიკული ზონები გაძლიერებულია ულტრა ზემაღალი სიმტკიცის ფოლადით ისე, რომ აქცენტი აკმაყოფილებს ამერიკის შეერთებული შტატების საგზაო მოძრაობის და უსაფრთხოების ადმინისტრაციის ყველაზე უკანასკნელ შეჯახების უსაფრთხოების სტანდარტებს.
აიღეთ ჩვეულებრივი და გარდაქმენით ის არაჩვეულებრივში. ამაშია აქცენტის მომხიბვლელობა
წინა მხარე - წინა მხარის მკაცრი და თავდაჯერებული დიზაინი
ხედი გვერდიდან - სრულყოფილი სპორტული, დინამიური გარეგნული იერსახე.
უკანა მხარე - წინა და უკანა მხარის დიზაინის ესთეტიკური ჰარმონია
ინტერიერი
ის უბრალოდ იწვევს დადებით ემოციებს. როდესაც თქვენ შეაბიჯებთ ავტომობილში, შეხების წერტილები და ვიზუალური მინიშნებები გამოიყურება და შეიგრძნობა კარგად ნაცნობად. ყველაფერი მუშაობს ინტუიციურად, ისე როგორც თქვენ ელოდით.
საექსპლუატაციო მახასიათებლები
1.6 ლ MPi ბენზინის ძრავი
1.6 ლ MPi ბენზინის ძრავს გააჩნია 123 ცხ. ძ მაქსიმალური სიმძლავრე 6300 ბრ/წთ-ის დროს და 15.4 კგმ ძალა მაბრუნი მომენტი 4,850 ბრ/წთ-ის დროს
1.4 ლ MPi ბენზინის ძრავს გააჩნია 100 ცხ. ძ მაქსიმალური სიმძლავრე 6,000 ბრ/წთ-ის დროს და 13.5 კგმ ძალა მაბრუნი მომენტი 4,000 ბრ/წთ-ის დროს
თქვენ ძნელად თუ შეამჩნევთ როგორ მუშაობს ეს 6-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი ავტომატური გადართვა არის სწრაფი, მდორე და ჩუმი მაგრამ ამავე დროს ძალიან მოსახერხებელი. მისი სრულყოფილი კონსტრუქცია განაპირობებს საწვავის მაქსიმალურ ეკონომიას
ის მძღოლები, ვისთვისაც საწვავის ეკონომია ყველაზე მთავარია, 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი არის საუკეთესო არჩევანი. გადაბმულობით ოპერირება არის ადვილი და პროგნოზირებადი და როდესაც თქვენ გადართავთ ერთი სიჩქარიდან მეორეში, ჩნდება მშვენიერი, სიზუსტის შეგრძნება.
უკანა ხედვის კამერა
ეს მარტივი სისტემა წაშლის ყველა ეჭვს, თუ ვინ ან რა არის თქვენს უკან უკუსვლით მოძრაობის დროს. გრაფიკული მონიშვნა ემსახურება პარკირების მიზნებს და გვეხმარება თავიდან ავიცილოთ ნაკაწრები და ნაჩხაპნები.
დაცული ფანჯრები
თუ ფანჯრის დახურვის მომენტში აღმოჩნდება, რომ რაიმე საგანი ბლოკავს ფანჯრის დახურვას, დაცული ფანჯრების სისტემა ავტომატურად აჩერებს ფანჯარას და აბრუნებს მას უკან.
.
სისტემა 6 უსაფრთხოების ბალიშით
6 უსაფრთხოების ბალიში უზრუნველყოფს ყოველმხრივ დაცვას. თითო მძღოლისთვის და წინა მგზავრისთვის, ორი ფარდისებრი ბალიში ავტომობილის მთელ სიგრძეზე და დამატებით ორი ფარდისებრი ბალიში.
“ჭკვიანი” საბარგულის ფუნქციას გააჩნია ბევრი უპირატესობა, მათ შორის საბარგულის დისტანციურად გაღების მოსახერხებელი ფუნქცია, მაშინ , როდესაც თქვენი ხელები დაკავებულია და თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფართო საბარგულით.
რეოსტატი და ელექტრონული მდგრადობის სისტემის გამომრთველი
არეგულირებს ცენტრალური ხელსაწყოთა კლასტერის განათებულობის დონეს თქვენი პირადი არჩევანის მიხედვით. ელექტრონული მდგრადობის სისტემის გამომრთველი გიბრუნებთ მართვას უკან.
მძღოლის სავარძლის სიმაღლის მარეგულირებელი
სავარძლის სიმაღლის რეგულირება არ შეიძლება მოხდეს უფრო მარტივად ან ინტუიციურად, ვიდრე ამ პატარა და ხისტი კონსტრუქციის სახელურის დახმარებით.
მულტიფუნქციური თხევადკრისტალური დისპლეი გვიჩვენებს უკანა ხედვის კამერის გამოსახულებას, MP3 პლეიერის და AM/FM რადიომიმღების სტატუსებს, შესაძლებელია ბლუთუს კავშირით მობილური ტელეფონის და პერსონალური აუდიო მოწყობილობების მიერთება.
ფოტო და ვიდეო გალერეა
1/7