18 აგვისტოს 2022 წლის IONIQ 5-მა „Car and Driver“-ის წლის ელექტრომობილის ტიტულის სახით მის კოლექციას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჯილდო შემატა.
კვლევა 20 საუკეთესოდ შეფასებულ ელექტრომობილს შორის 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც გამარჯვება IONIQ 5-ს დარჩა.
„თუ გსურთ შეიძინოთ დახვეწილი ელექტრომობილი, რომელიც გამოირჩევა პერფომანსით, დაფარვის დიაპაზონით, დამუხტვის სიჩქარითა და ხელმისაწვდომი ფასით, IONIQ 5 საუკეთესო შესაძლებლობაა, – ტონი კუიროგა „Car and Driver“-ის რედაქტორი.
EV დაჯილდოების პრინციპი სტანდარტული ავტომობილების შედარების „10Best Awards“-ის მსგავსია, სადაც მონაწილე ავტომობილებმა Car and Driver-ის გამომცდელთა გუნდს საკუთარი შესაძლებლობები 4 ძირითად კომპონენტში უნდა უჩვენონ: ღირებულება, შესრულება, ტექნოლოგიური შესაძლებლობები, მართვის კომფორტი.
„IONIQ 5 ელექტრომობილების ხაზის IONIQ-ისა და ახალი EV პლატფორმა E-GMP-ის წარმატებული დასაწყისია.პლატფორმა შესაძლებლობას გვაძლევს, უკეთესად მოვაწყოთ ავტომობილის სივრცე და გავაუმჯობესოთ მისი შესაძლებლობები. IONIQ 5-ის მიერ დაწყებულ წარმატებას ჩვენ აუცილებლად დავხვეწთ ჩვენს შემდეგ მოდელებში IONIQ 6-სა და IONIQ 7-ში. მადლობელი ვარ დიზაინერთა და ინჟინრების იმ გუნდის, რომლებმაც IONIQ 5-ის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. სწორედ მათი დამსახურებაა ელექტრომობილის ინოვაციური მახასიათებლები და პერფომანსი“ – ხოსე მუნიეზი ჩრდ.ამერიკის პრეზიდენტი და CEO.
IONIQ 5-ის კონკურენტები ტესტირებაში: Audi e-Tron GT, BMW i4, BMW iX, Chevrolet Bolt EV, Chevrolet Bolt EUV, Cadillac Lyriq, Ford Mustang Mach-e GT, Ford F150 Lightning, GMC Hummer EV Pickup, Lucid Air Grand Touring, Mercedes EQS, Porsche Taycan Cross Turismo, Rivian R1T, Tesla Model S Plaid and Volvo C40.