მონაწილეობის პროცესი Hyundai Motor India Limited-ის მიერ იყო ორგანიზებული, ხოლო ავტომობილს Evo India-ის კვალიფიციური გუნდი მართავდა. ავტომობილმა რეკორდი ზღვის დონიდან 5 802 მეტრზე მართვისას დაამყარა. მსვლელობა ინდოეთში, ავტომობილით სავალ ყველაზე მაღალ წერტილში, უმლინგ ლას უღელტეხილზე დაიწყო და კერალაში, კუტანადთან დაასრულა.
მოგზაურობა 14 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და მარშრუტის ყველაზე დაბალ და მაღალ წერტილებს შორის სხვაობა 4 900 კმ-ზე მეტს შეადგენდა, რამაც გუნდს საშუალება მისცა დაეძლია გასავლელი გზის რთული რელიეფი და ექსტრემალური კლიმატური პირობები, აგრეთვე გამოეცადა Hyundai IONIQ 5-ის მედეგობა, მისი მოწინავე ტექნოლოგიები და უნიკალური ტექნიკური მახასიათებლები.
მთელი მოგზაურობის მანძილზე IONIQ 5-მა განამტკიცა საკუთარი, როგორც ელექტრომობილების სფეროში ლიდერის პოზიცია – გადალახა მრავალი დაბრკოლება, სიცივე, ჰიმალაის მთაგორიანი რელიეფი და კერალასთვის დამახასიათებელი სინესტე.

,,ძალიან ამაყები ვართ, რომ Hyundai IONIQ 5 ისტორიაში, გინესის რეკორდის დამყარებისათვის შევა”. ეს მიღწევა კომპანიის ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარებისკენ თავდაუზოგავი სწრაფვის შედეგია. ის შედეგი, რომელიც IONIQ 5-მა ექსტრემალურ პირობებში მართვისას აჩვენა მიანიშნებს მისი შექმნის დროს გამოყენებულ უნიკალურ საინჟინრო ხელოვნებაზე. ჩვენი მიზანია საზღვრების წაშლა და ელექტრომობილების დარგში თამასის აწევა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს კონცეფციას ,,პროგრესი კაცობრიობისთვის”.
უნსუ კიმი
Hyundai Motor India Limited-ის მმართველი დირექტორმა
IONIQ 5, რომელიც უნიკალურ პლატფორმაზეა (Electric-Global Modular Platform (E-GMP)) აგებული, შექმნილია იმისათვის, რომ მნიშნელოვანი ცვლილება მოახდინოს ჭკვიანი სატრანსპორტო საშუალებების ისტორიაში. მოდელი გამოირჩევა ფუტურისტული და პროგრესული დიზაინით, რომელიც შთაგონებულია ჰიუნდაის კიდევ ერთი მოდელით – PONY.
Hyundai IONIQ 5 აღჭურვილია 72.6 კვტ/სთ-ის სიმძლავრის ბატარეით, რაც უზრუნველყოფს ავტომობილის დიდ სასვლო მარაგს. გარდა ამისა, მოდელი გამოირჩევა უნიკალური უსაფრთხოების მახასიათებლებით და ჭკვიანი ტექნოლოგიებით.
IONIQ 5-მა კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი შესაძლებლობები და ახალი სტანდარტი შექმნა ელექტრომობილების სფეროში, რამდენადაც მომხმარებლებს სთავაზობს მძლავრ სამუშაო მახასიათებლებს, უსაფრთხოებას, მოწინავე ტექნოლოგიებსა და უნიკალურ დიზაინს. Hyundai Motor India კვლავ ისწრაფვის შექმნას უნიკალური პროდუქტები და ხელი შეუწყოს კავობრიობისთვის მდგრადი მომავლის შექმნას.