გააზიარე

„ჰიუნდაი ავტო საქართველო“ გოჯუ-რიუ კარატეს ფედერაციის პარტნიორი გახდა .

„ჰიუნდაი ავტო საქართველოსა“ და იაპონური საბრძოლო ხელოვნების, ოკინავურიგოჯუ-რიუკარატედოს ფედერაციას შორის პარტნიორული ურთიერთთანამშრომლობა დაიწყო. პარტნიორობის ფარგლებში,„ჰიუნდაი ავტო საქართველო“ ქართველ სპორტსმენებს, რომლებიც გოჯუ-რიუს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობენ, სპონსორობას გაუწევს. ამავდროულად, კომპანია თბილისში საბრძოლო ხელოვნების ამ სახეობის აკადემიის მშენებლობასაც დააფინანსებს.

გოჯუ-რიუს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარე წლის 11-12 მაისს, პოლონეთის ქალაქ შცენინში იმართება და მასში 9 ქართველი მონაწილეობს. მათ შორის ყველაზე უმცროსი — 10 წლის, ყველაზე უფროსი კი 25 წლისაა.

პოპულარული ოკინივური გოჯუ-რიუ კარატეს ისტორია საქართველოში 1990 წლიდან იწყება. გლობალურად ფედერაცია 1000-მდე ჩემპიონს აერთიანებს, რომელთა შორის ქართველი სპორტსმენებიც არიან. გოჯუ-რიუს სპონსორობა ჰიუნდაი ავტო საქართველოსთვის აღმოსავლური ორთაბრძოლების მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია. ის ხელს შეუწყობს კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტის — ბავშვებსა და ახალგაზრდებშისწორი ღირებულებებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

Featured Image
Featured Image
Featured Image
Featured Image
Featured Image
Featured Image
Featured Image

მსგავსი სიახლეები

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი