სეული, 2025 წლის 3 აპრილი – კომპანია Hyundai Moto-მა კორეაში გამართულ შოუზე Seoul Mobility Show 2025 ახალი IONIQ 6 და მოდელების ახალი ხაზი IONIQ 6 N წარმოადგინა, რითაც ახალი თამასა დაუწერა ელექტრომობილების მწარმოებლებს.
2022 წელს გამოშვებულ და მრავალი ჯილდოს მფლობელ IONIQ 6 -თან შედარებით, ახალი მოდელი უფრო ნატიფი კონტურები და დახვეწილი პროპრციებით გამოირჩევა, რაც ერთოლივად ელეგანტურ და ბალანსირებულ სილუეტს ქმნის.
,,IONIQ 6-ის გამოშვებამ შემდგომში მოდელების ხაზის შექმნას ჩაუყარა საფუძველი. თითოეული მოდელი გამორჩეულია, თუმცა მათ საერთო კონცეფცია აერთიანებთ,” განაცხადა სიმონ ლოსბიმ, ჰიუნდაის დიზაინის ცენტრის ხელმძღვანელმა და უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა. ,,ჩვენ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ მოდელის მახასიათებლები, რათა IONIQ 6 მეტად მინიმალისტურ და პროგრესულ მოდელად გვექცია.”
ახალ მოდელში უფრო მეტადაა ხაზგასმული ელეტრო სტრიმლაინერების იდენტობა, რაც კონეფციის «Pure flow, Refined» შემუშავებითაა განპირობებული.
ახალი მოდელის განახლებული სილუეტის და ზვიგენის ცხვირს მსგავსი წინა ნაწილის მეშვეობით, ავტომობილის მართვისას ზედმეტი ძალისხმევ გარეშე ხდება ჰაერის ნაკადის გაკაფვა, რაც მართვას მეტად სასიამოვნოს ხდის. ავტომობილის ქვედა ნაწილის შავი დეკორატიული ელემენტები, რომლებიც კარებზეც გრძელდება, კიდევ უფრო უსვამს ხაზს მოდელის ხომალდისებრ დიზაინს. წინა მოდელებისათვის დამახასიათებელი ანტიფრთა ახალი, უფრო წაგრძელებული სპოილერით ჩანაცვლდა, რათა შეგვენარჩუნებინა ავტომობილის აეროდინამიკური მახასიათებლები და ამავდროულად მიგვეღო უფრო დახვეწილი სილუეტი.
გარდა ამისა, შეიცვალა მოდელის წინა და უკანა დიზაინი და შეიცვალა უფრო დახვეწილი, მაღალტერნოლოგიური მაშუქებით და სხვა დეტალებით. ავტომობილს მეტად ფართოს წარმოაჩენს, ხოლო უკანა ბამპერის დიზაინი იდეალურად ეხამება წინა,ქრომიებული ზედაპირის მქონე ბამპერს.
ახალი IONIQ 6-ის დიზაინის საფუძველს კონცეფცია “Mindful Cocoon” წარმოადგენს. დიზაინერების მიზანს მეტად კომფორტული და ინტუიტიური დიზაინის შექმნა წარმოადგენდა. IONIQ 6 აღჭურვილია განახლებული ტექნოლოგიის საჭით და კარების შიდა საფარით, რაც ავტომობილის ინტერიერს კიდევ უფრო სოლიდურს ხდის. მეტი ფუნქციურობისა და მოხერხებულობისათვის, ახალ მოდელში შეცვლილია ცენტრალური კონსოლის მდებარეობა და კლიმატ-კონტროლის დისპლეის ზომა.
N ხაზის ეს მოდელი თამამი დიზაინით გამოირჩევა
ახალ IONIQ 6-თან ერთად წარმოდგენილი IONIQ 6 N-ის დიზაინი 2022 წელს გამოსული მოდელით, RN22e Rolling Lab-ით არის შთაგონებული.
მოდელის დინამიკური და თამამი დიზაინის უკეთ წარმოსაჩენად, ფრთის შესახედაობის წინა და უკანა ბამპერები გამოირჩევა გაუმჯობესებული დეტალებით და მკაფიო კონტურებით.
გარდა ამისა, ავტომობილის უკანა ნაწილში გამოყენებული შავი ფერის დეტალები მას კიდევ უფრო სპორტულ შესახედაობას სძენს. მაშუქების სისტემა Parametric Pixel-ი კი კიდევ უფრო აძლიერებს მოდელის ციფრულ ესთეტიკას.
IONIQ 6 N-ის ხილვას საზოგადოება მიმდინარე წლის ივლისში შეძლებს
Hyundai Motor-მა IONIQ 6 N-ის გამოშვება სეულის საავტომობილო შოუზე დააანონსა და მომავალში სრულად ელექტრო, მძლავრი სამუშაო მახასიათებლების მქონე ავტომობილის გამოშვების გეგმებზე მიგვანიშნა.
*ზემოთ მითითებული მახასიათებლები დაფუძნებულია კორეის ბაზრის მოდელზე. მახასიათებლები, ტექნოლოგიები და სხვა მაჩვენებლები შესაძლოა განსხვავდებოდეს ბაზრის მიხედვით.