გააზიარე

Hyundai Motor-მა დაჯილდოება Red Dot Awards 2025-ზე 6 ჯილდო დაიმსახურა

სეული, 2025 წლის 21 აპრილი – Hyundai Motor Company-მ 2025 წელს დაჯილდოება Red Dot Award-ზე 6 ჯილდო მოიპოვა.  საუკეთესო დიზაინი  ავტომობილებმა IONIQ 9-მ და Palisade-მ ჯილდო გამორჩეული დიზაინისთვის დაიმსახურეს, სხვა ტექნოლოგიური მოწყობილობებიდან კი – ტაქსის ჭკვიანმა ნიშანმა (Smart Taxi Indicator),სახლის დამტენმა  (Global Home Charger), სწრაფმა დამტენმა  (E-pit EV Fast Charger) და და მრავალფუნქციურმა მოწყობილობამ (Pixel Safety Hammer & Cutter).  

რატომ არის დაჯილდოება Red Dot Award-ი ასეთი მნიშვნელოვანი? 

გერმანიაში Design Zentrum Nordrhein Westfalen-ის მიერ ორგანიზებული დაჯილდოება Red Dot Award-ი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონკურსია დიზაინის დარგში.

დაჯილდოება iF Design Awards-სა და International Design Excellence Awards (IDEA)-თან ერთად,  Red Dot Award-ი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დაჯილდოებაა დიზაინის სფეროში.

Hyundai-ს პოზიცია 

,,ძალიან ბედნიერები ვართ, რომ Red Dot Award-ზე ასეთ წარმატებას მივაღწიეთ”  – ამბობს სანგიუპ ლი, Hyundai Global Design Center-ის და Genesis Global Design-ის აღმასრულებელი პრეზიდენტი და ხელმძღვანელი.  ,,ეს წარმატება Hyundai-ს მოდელების უნიკალური, მომავლის დიზაინითაა განპირობებული’.  ჩვენ კვლავ განვაგრძობთ მომხმარებლებს შევთავაზოთ ჩვენს ხედვაზე  – ,,პროგრესი კაცობრიობისთვის” დაფუძნებული, გამორჩეული სატრანსპორტო საშუალებები”. 

პროდუქტის დიზაინი და მახასიათებლები

IONIQ 9

  • დიდი ზომის, ელექტრო სპორტული უნივერსალი საჰაერო ხომალდის მსგავსი სილუეტით. 
  • მაქსიმალურად გაუმჯობესებული აეროდინამიკური მახასიათებლები და სივრცული ინტერიერი. 
  • ინტერიერის დიზაინი მოიცავს ელიფსურ ელემენტებს და გადაწყვეტილია პასტელურ ტონალობებში, რაც კიდევ უფრო მეტ სიმყუდროვეს მატებს მას. 

Palisade

  • დახვეწილი ექსტერიერი ელეგანტური საფარით.
  • მოდელის სივრცული ინტერიერი კი, საუკეთესოა ოჯახური მგზავრობებისათვის. 

ტაქსის ჭკვიანი ნიშანი Smart Taxi Indicator 

  • უკეთესი შესახედაობა და მომხმარებელთა გაზრდილი უსაფრთხოება 
  • ტაქსის ნიშნის მეშვეობით, მომხმარებლებს შეუძლიათ დაინახონ ავტომობილი უკვე დაკავებულია, თუ თავისუფალი. 
  • მაგრდება სახურავის მოლდინგზე, მგზავრის მხარეს არსებული ცენტრალური დგარის თავზე. 

სახლის დამტენი მოწყობილობა – Global Home Charger

  • მარტივი და მოსახერხებელი
  • ხელმისაწვდომია სამი ვარიანტი: კედელზე დასამაგრებელი, დამოუკიდებლად მდგომი და დასაკიდი 

სწრაფი დამტენი მოწყობილობა E-pit EV Fast Charger

  • საუკეთესოა პატარა სივრცეებისათვის, მაგალითად საპარკინგე ადგილებზე. 
  • მომხმარებელზე მორგებული, ეფექტური დატენის პროცესი
  • შექმნილია სხვა და სხვა ტიპის ურბანულ გარემოში გამოსაყენებლად 

მრავალფუნქციური მოწყობილობა Pixel Safety Hammer & Cutter

  • მოწყობილობა, რომელიც გადაუდებელ სიტუაციაში შუშის ჩასამტვრევად ან ავტომობილის ღვედის გადასაჭრელად გამოგადგებათ. 
  • მარტივი, ინტუიტიური დიზაინი ოთხი პიქსელით, რომელიც მის მარტივად გამოყენებაში დაგეხმარებათ, 
  • შეძენა შესაძლებელია Hyundai-ს ონლაინ მაღაზიაში

Hyundai Motor-ის წამატება დაჯილდოება Red Dot Award-ზე კიდევ უფრო აძლიერებს ბრენდის, როგორც ლიდერის პოზიციას ავტომობილების დიზაინის სფეროში.

მსგავსი სიახლეები

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი