გააზიარე

Hyundai Motor-მა დაჯილდოება iF Design Awards-ის 18 ნომინაციაში გაიმარჯვა

კომპანია Hyundai Motor-მა რობოტიკის ლაბორატორიასთნ ერთად 2025 წელს დაჯილდოება – iF Design Awards-ის 18 ნომინაციაში გაიმარჯვა, რაც ხაზს უსვამს კომპანიის სწრაფვას შექმნას ინოვაციური და მდგრადი დიზაინის მქონე პროდუქტები.

რატომ არის ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი?

ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Hyundai-ს, როგორც ლიდერს, დიზაინის სფეროში. უკანასკნელი 11 წელია ბრენდი ყოველ წელს იმარჯვებს iF Design Awards-ის სხვადასხვა ნომინაციაში, რითაც განამტკიცებს საკუთარ სწრაფვას გადაადგილების ინოვაციური საშუალებების შექმნისკენ.

საავტომობილო ინდუსტრიაში შემავალ კატეგორიებში გამარჯვებული პროდუქტები

Featured Image

IONIQ 9

ავტომობილის დიზაინი გამოირჩევა აეროდინამიკური მახასიათებლებით და სივრცული ინტერიერით. მოდელი გამორჩეულია როგორც შთამბეჭდავი ვიზუალით, ასევე ფუნქციონალური პარამეტრებით და აწესებს ახალ, გაცილებით მაღალ სტანდარტს პრემიუმ კლასის სპორტული უნივერსალების სექტორში.

Featured Image

Palisade

PALISADE პრემიუმ კლასის სპორტული უნივერსალია, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი დეტალებით და ფუნქციონალური ინტერიერით. ამ სპორტულ უნივერსალს სხვა, იმავე სეგმენტის ავტომობილებისგან უნიკალური ექსტერიერი და მგზავრებზე მორგებული ინტერიერი გამოარჩევს.

Featured Image

INITIUM

მოდელი INITIUM კარგად ასახავს Hyundai Motor-ის მდგრადი განვითარებისკენ სწრაფვას, რაც აისახება კომპანიის მიერ წყალბადზე მომუშავე ძრავების აქტიურად გამოყენებაში. მოდელი ამავდროულად გამოირჩევა მძლავრი მახასიათებლებით, მედეგობით და ელეგანტური დიზაინით. კონცეფცია ,,ფოლადის გამოყენების ხელოვნებით” შთაგონებული დიზაინი ხაზს უსვამს ავტომობილის სიმძლავრეს.

Featured Image

ტაქსის ჭკვიანი ნიშანი Smart Taxi Indicator

ტაქსის ნიშნის ინოვაციური სამაგრის წყალობით არ ზიანდება ავტომობილი და დამონტაჟების პროცესი მეტად მარტივია. გარდა ამისა, ნიშანი უკეთ ხილვადია რაც ამცირებს საგზაო შემთხვევების არსებობის საფრთხეს.

Featured Image

ტაქსის ჭკვიანი ნიშანი Smart Taxi Indicator

ტაქსის ნიშნის ინოვაციური სამაგრის წყალობით არ ზიანდება ავტომობილი და დამონტაჟების პროცესი მეტად მარტივია. გარდა ამისა, ნიშანი უკეთ ხილვადია რაც ამცირებს საგზაო შემთხვევების არსებობის საფრთხეს.

Featured Image

საყოფაცხოვრებო დამტენი მოწყობილობა – Global Home Charger

დამტენი მოწყობილობა თავსებადია Hyundai-ის და Genesis-ის ელექტრომობილებთან. დამტენი მოწყობილობის ინტეგრირებული დიზაინის, კონკურენტუნარიანი ფასისა და 22 კვტ/სთ-იანი სიმძლავრის წყალობით, მოწყობილობა მომხმარებლებს დატენვის ინოვაციურ შესაძლებლობებს სთავაზობს.

Featured Image

სწრაფი დამტენი მოწყობილობა E-pit EV Fast Charger

სწრაფი დამტენი ინტეგრირებული გარე აკუმულატორით დამტენების ხაზის გაფართოებისა მიზნით შეიქმნა.

Featured Image

საკიდი Multi-Hanger

საკიდი შექმნილია ავტომობილის ინტერიერის ოპტიმალუად გამოსაყენებლად. ავტომობილის სავარძლის თავის მისაყრდნობებზე დამაგრების შემთხვევაში, მოწყობილობა გარდაიქმნება პლანშეტის სამაგრად ან ტანსაცმლის საკიდად.

DICE

DICE (Digital Curated Experience) – წყალბადის ძრავზე მომუშავე პერსონალური გადაადგილების საშუალება, რომელიც მგზავრობის პერსონალიზაციის მიზნით იყენებს ხელოვნურ ინტელექტს და სივრცულ გამოთვლებს. წყალბადის ძრავის წყალობით, ეს სატრანსპორტო საშუალება უსაფრთხო და ეკო-მეგობრულია. გამჭვირვალე OLED-დისპლეის და ინტერფეისი RingPad-ის მეშვეობით, მოწყობილობა მარტივად ადაპტირდება მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნებზე და აუმჯობესებს მათ ცხოვრების ხარისხს.


Featured Image

FIFA-ს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის კამპანია

ეს კამპანია ეძღვნება ქალთა ფეხბურთის 130-წლიან ისტორიას და გამოხატავს Hyundai Motor-ის მხარდაჭერას ქალების მიმართ.

Featured Image

ახალი SANTA FE-ს საპრეზენტაციო წიგნი

წიგნში მოთხრობილია სპორტული უნივერსალი SANTA FE-ს და მის ხაზში შემავალი ხუთი თაობის მოდელების შექმნის ისტორია. წიგნში ნახავთ მოდელების კონცეფციას, მასობრივი წარმოების დაწყების ისტორიას, ნახაზებს და სხვა მრავალ საინტერესოს.

Featured Image

რეკლამების შექმნის აპლიკაცია Hyundai-ის ავტომობილების დილერებისთვის

Hyundai AD Creator არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული რეკლამების შემქმნელი პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება მაღალი ხარისხის მარკეტინგული მასალის შექმნაში, რომელიც მორგებულია Hyundai-ის ბრენდის ხედვაზე.

Featured Image

ტაქსის ჭკვიანი ნიშანი Smart Taxi Indicator

ტაქსის ნიშნის ინოვაციური სამაგრის წყალობით არ ზიანდება ავტომობილი და დამონტაჟების პროცესი მეტად მარტივია. გარდა ამისა, ნიშანი უკეთ ხილვადია რაც ამცირებს საგზაო შემთხვევების არსებობის საფრთხეს.

Featured Image

ტაქსის ჭკვიანი ნიშანი Smart Taxi Indicator

ტაქსის ნიშნის ინოვაციური სამაგრის წყალობით არ ზიანდება ავტომობილი და დამონტაჟების პროცესი მეტად მარტივია. გარდა ამისა, ნიშანი უკეთ ხილვადია რაც ამცირებს საგზაო შემთხვევების არსებობის საფრთხეს.


რა არის iF Design Awards-ი?

კონკურსი 1954 წლიდან ტარდება და დიზაინის დარგში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოებაა. კონკურსის ფარგლებში, ყოველ წელს, 72 ქვეყნის 10 800-მდე პროდუქტის დიზაინის შეფასება ხდება. გამარჯვებისათვის აუცილებელია პროდუქტმა გაიაროს შერჩევის ორ-ეტაპიანი პროცედურა. გამარჯვებული პროდუქტები გამოქვეყნებულია ვებგვერდზე www.ifdesign.com და მობილურ აპლიკაციაში iF Design App.

მსგავსი სიახლეები

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი