გააზიარე

განახლებული რეიტინგის მიხედვით, Hyundai Motor Group-მა 2025 წელს უსაფრთხოების (IIHS) 12 ჯილდო მოიპოვა

Hyundai Motor Group-მა განაცხადა, რომ Hyundai Motor Company-ს, Kia Corporation-ის და Genesis-ის 12-მა მოდელმა 2025 წელს საგზაო უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტის (IIHS) ჯილდოები დაიმსახურა ნომინაციებში TOP SAFETY PICK (TSP) და TOP SAFETY PICK+ (TSP+). ეს სხვა ყველა მწარმოებელზე უკეთესი შედეგია და 2025 წლის არსებული ჯილდოების 25%-ს შეადგენს.


Hyundai-ის გამარჯვებული მოდელები:

  • IONIQ 5
  • KONA SUV
  • TUCSON SUV
  • SANTA FE
  • IONIQ 6

თითოეული მათგანი 2025 წელს გამოსული ავტომობილია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სხვაგვარადაა მითითებული.

რა შეიცვალა 2025 წელს IIHS-ის შეფასების კრიტერიუმებში?

2025 წელს, IIHS-მა ცვლილებები შეიტანა შეფასების კრიტერიუმებში და მეტი ყურადღება დაუთმო უკანა მგზავრების უსაფრთხოებას, უსაფრთხოების ღვედების ტექნოლოგიას და სხვა უსაფრთხოების დარგში არსებულ ინოვაციებს. ტესტირების მეთოდიკის ცვლილების და შეფასების კრიტერიუმების გამკაცრების შედეგად, წელს მოთხოვნები მხოლოდ 48 მოდელმა დააკმაყოფილა, წინა წელს არსებულ 71 მოდელთან შედარებით.

შეფასების კრიტერიუმები მოიცავდა გამძლეობას მცირე და ძლიერი შეჯახების მიმართ, აგრეთვე გვერდითი დარტყმების მიმართ, ქვეითების უსაფრთხოების სისტემებს და უკანა მგზავრების უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს. შეფასების კრიტერიუმებში შეტანილი ცვლილებების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვეგვერდსIIHS.org.

მსგავსი სიახლეები

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი