გააზიარე

Hyundai INSTER-ი წლის საუკეთესო ელექტრომობილად დასახელდა

ნიუ-იორკი/სეული, 2025 წლის 16 აპრილი – Hyundai INSTER-ი 2025 წლის საუკეთესო ელექტრომობილად დასახელდა. ამ გამარჯვების შესახებ ცნობილი დღეს, ნიუ-იორკში გამართულ პრესტიჟულ საავტომობილო დაჯილდოება World Car Awards-ზე გახდა.  

უკვე მე-4 წელია, რაც Hyundai-ის მოდელები დაჯილდოება World Car Awards-ზე ერთზე მეტ ჯილდოს იმსახურებენ. 

,,Hyundai INSTER-მა გამოშვების დღიდან მომხმარებლების მოწონება დაიმსახურა. სასიხარულოა, რომ ეს მოსაზრება პრესტიჟულ დაჯილდოება  World Car Awards-ზე ჟიურის წევრებმაც გაიზიარეს.  მომხიბვლელი დიზაინი, დიდი სასვლო მარაგი, მართვასთან დაკავშირებული შთამბეჭდავი მახასიათებელი, ინტუიციური საინფორმაციო და გასართობი სისტემადა ტექნოლოგიები Hyundi-სთვისაა დამახასიათებელი, რასაც ჩვენი მომხმარებლებიც ამჩნევენ.  ის ფაქტი, რომ ჩვეი გლობალური პორტფოლიო წარმატებულია როგორც კომერციულ, ასევე კრიტიკულ ჭრილში მეტყველებს ჩვენს კომპანიაში დასაქმებული ადამიანებს შრომისმოყვარეობაზე, რომლებიც დღესდღეობით ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო ავტომობილებს ქმნიან.  მადლობას ვუხდით ჟიურის თითოეულ წევრს საავტომობილო ინდუსტრიაში წვლილის შეტანისთვის.” – განაცხადა Hyundai Motor Company-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ხოსე მუნიოსმა.

INSTER-მა აღიარება მოიპოვა დიზაინისა და ინოვაციურობისთვის 

2025 წლის საუკეთესო ელექტრომობილის ნომინაციაში გამარჯვება ხაზს უსვამს INSTER-ის წვლილს ელექტომობილების სექტორში და წარმოაჩენს Hyundai Motor-ის სწრაფვას გააუმჯობესოს ელექტრო ტექნოლოგიები და შეიტანოს წვლილი მდგრად განვითარებაში. 

მოდელის უნიკალური მახასიათებლები  

ეს კომპაქტური ელექტრომობილი იმავე სეგმენტში არსებული სხვა ავტომობილებისგან უნიკალური დიზაინით, სასვლო მარაგით და უახლესი ტექნოლოგიებით გამოირჩევა.  ავტომობილის დატენა უმოკლეს დროში, 10%-დან 80%-მდე სულ რაღაც 30 წუთშია შესაძლებელი. ავტომობილის სასვლო მარაგი კი 370 კმ-ს აღწევს. 

INSTER-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

Hyundai Motor-ის  წარსული წარმატება  

მანამდე, მოდელი IONIQ 5 N 2024 წელს მსოფლიოში საუკეთესო სამუშაო მახასიათებლების მქონე ავტომობილად დასახელდა. მოდელებმა  IONIQ 6 და IONIQ 5 კი – 2023 და 2022 წლებში რამდენიმე ჯილდო დაიმსახურა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Hyundai Motor-ის, როგორც ლიდერის პოზიციას ავტოინდუსტრიაში. 

დაჯილდოება World Car Awards-ის შესახებ  

ფინალისტები ავტოინდუსტრიის სფეროში მომუშავე 98-მა ჟურნალისტმა ფარული კენჭისყრით შეარჩია.  გამარჯვებულები 2025 წლის 16 აპრილს, ნიუ-იორკის საერთაშორისო საავტომობილო შოუზე (NYIAS) გამოვლინდა. დაჯილდოება World Car Awards-ის შესახებ -ის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

მსგავსი სიახლეები

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი