ნიუ იორკი, 2025 წლის 16 აპრილი – დღეს, ნიუ-იორკის საერთაშორის საავტომობილო შოუზე ახალი, 3-რიგიანი სპორტული უნივერსალი Hyundai PALISADE პირველად გამოჩნდა ფართო აუდიტორიის წინაშე. მოდელის ახალი ვერსიის შექმნა განაპირობა მისი წინამორბედის წარმატებამ, რომლის გაყიდვებმაც 2024 წელს რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, ხოლო გასული წლის შედეგებს 23 %-ით გადააჭარბა. ახალი PALISADE მისი წინამორბედის გაუმჯობესებული ვერსიაა.
,,ახალი PALISADE სრულად ერგება მომხმარებელთა საჭიროებებს. ,,თამამი დიზაინის, უახლეს ტექნოლოგიების და მეტი კომფორტის შექმნის გზით, რაც, მათ შორის, მოიცავს მე-3 რიგის განახლებულ სავარძლებს, გვსურდა მომხმარებლებისათვის შეგვეთავაზებინა ავტომობილი, რომელიც ნამდვილად უპასუხებდა თანამედროვე მგზავრთა მოთხოვნებს” – განაცხადა პროდუქტების დაგეგმარებისა და და სტრატეგიული მიმართულების ვიცე პრეზიდენტმა, ოლაბისი ბოილმა. ,,ჩვენი შიდა წვის ძრავის მქონე მოდელებთან ერთად ჰიბრიდული მოდელის გამოჩენა იმის გარანტიაა, რომ თითოეული მომხმარებელი შეძლებს მოძებნოს სასურველი ვარიანტი. ამგვარი სტრატეგია კიდევ უფრო ამყარებს Hyundai-ის პოზიციას ბაზარზე და ხელს უწყობს ბრენდის მუდმივ განვითარებას სპორტული უნივერსალების სფეროში.”
PALISADE – ს ექსტერიერი და ინტერიერი სრულიად განახლებულია, არის თამამი და ამავდროულად დახვეწილი. განახლებული პლატფორმის წყალობით კი, შეიქმნა მეტა სივრცე მგზავრებისა და ბარგისთვის. ახალი, ჰიბრიდული ძალური აგრეგატის და ახალი მოდელის, Hyundai XRT PRO-ს გამოჩენა ნიშნავს, რომ PALISADE-ს შეუძლია კიდევ უფრო მეტი ოჯახის საჭიროებები დააკმაყოფილოს. შთამბეჭდავია არა მხოლოდ PALISADE-ს სივრცული ინტერიერი და სასვლო მარაგი, არამედ საინფორმაციო და გასართობი სისტემაც, გაუმჯობესებული უსაფრთხოების სისტემა და სხვა გაუმჯობესებული პარამეტრები.
პრემიუმ კლასის სპორტული უნივერსალი
ახალი PALISADE-ს უნიკალური დიზაინი მას პრემიუმ კლასის შესახედაობას სძენს. ავტომობილის წინა ნაწილი აღჭურვილია ვერტიკალური დღისით მოძრაობის LED-მაშუქებით და ჰორიზონტალურად განლაგებული გაბარიტული მაშუქებით, რაც კიდევ უფრო გამოკვეთს უნიკალური დიზაინის წინა ცხაურას და ჰაერსაფარს. კაპოტის ჰორიზონალური სილუეტი და ვერტიკალური წინა დგარი მედეგ გვერდით პროფილს ქმნის. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც შევძელით შეგვენარჩუნებინა შუბლური წინაღობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კოეფიციენტი (0.31) ამ ტიპის ავტომობილების სეგმენტში.
გვერდითი პროპორციები მცირედით შეიცვალა: შემცირებულია წინა განაკიდი (- 1.6 ინჩი), გაზრდილია საერთო სიგრძე (+2,5 ინჩი) და თვლების ბაზის სიგრძე (+2.7 ინჩი). ამავდროულად, გაიზარდა ინტერიერის უკანა ნაწილიც, რამაც მოდელს სოლიდური, პრემიუმ-კლასის შესახედაობა შესძინა. დიდი ზომის (21-დუიმამდე), მსუბუქშენადნობი დისკები ჰარმონიულად ერწყმის თვლის საფართოებელ პანელს, ავტომობილის დიზაინს კი კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის და იგი ნებისმიერ ავტომაგისტრალზე სათანადო ადგილს დაიკავებს. თამამი დიზაინის, წინ გამოზნექილი უკანა დგარების და დიდი ზომის გვერდითი პანორამული მინების მეშვეობით, ახალი PALISADE-ს ინტერიერში მზის სხივები ყოველთვის აღწევს.
უკანა დგარების თამამი დიზაინი ჰარმონიულად ერწყმის უკანა მაშუქებსა და სახურავზე არსებულ რელსებს.
ინტუიტიური ინტერიერის დიზაინი
წინამორბედთან შედარებით, ახალი PALISADE-ს თითოეული ელემენტი გაცილებით დიდი ზომისაა : ძარა – 2.5 ინჩით, თვლების ბაზა კი – 2.7 ინჩით, რაც კიდევ უფრო ამარტივებს მგზავრების ავტომობილში ჩასხდომას და ავტომობილიდან მათ გადმოსვლას. განახლებულ ინტერიერში ხელსაწყოთა პანელი ჰორიზონტალურადაა განლაგებული. პანელი შესრულებულია რბილი ზედაპირის მქონე ელემენტებით და აქვს დახვეწილი დიზაინით.
ცენტრალური კონსოლის გაუმჯობესებული დიზაინის მეშვეობით გაზრდილია ინტერიერის სივრცე. თვითონ ინტერიერი შექმნილია პრემიუმ ხარისხის მასალებით და მისი დიზაინი შთაგონებულია სახლის რბილი ავეჯით. ცენტრალური კონსოლი და საიდაყვე შექმნილია არა მხოლოდ კომფორტის, არამედ ერგონომიული სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ავტომობილის სამართავი პანელის გამოყენებისას. ცენტრალურ კონსოლში განთავსებულია უსადენო დამტენი ზედაპირი ინტეგრირებული გამაგრილებლით. დამტენი ზედაპირის სიმძლავრე 15 ვატია და მისი მეშვეობით სწრაფად შეძლებთ სასურველი მოწყობილობების დატენვას. დამტენი ზედაპირი არის დამატებითი აღჭურვილობა, რომელიც სტანდარტულ კომპლექტაციაში შემავალი სისტემების Apple CarPlay® და Android Auto™ გამოყენებას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. 14 დინამიკისგან შემდგარი Bose®-ს ხმის სისტემა მეტად აძლიერებს პრემიუმ-კლასის ინტერიერით შექმნილ შთაბეჭდილებას და სამივე რიგის მგზავრებს უმაღლესი ხარისხის, რეალისტური ხმოვანებით ტკბობის საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, პანორამული მრუდი დისპლეისა და ორი, 12.3-დუიმიანი დისპლეის მქონე ნავიგაციის სისტემის მეშვეობით, მძღოლისათვის საჭირო ყოველი ინფორმაცია მის თვალთახედვის არეალშია.
ახალი PALISADE აღჭურვილია ინოვაციური სარელაქსაციო სავარძლებით. ახალი სავარძლები გაცილებით მოქნილია, გაზრდილია სავარძლის დახრის კუთხე და აღჭურვილია ფეხის დასასვენებელი ბალიშით, რათა ხანგრძლივი მგზავრობები დისკომფორტის მომტანი აღარ იყოს. 8 მგზავრის სავარძელი – სტანდარტული კომპლექტაცია ოჯახური მოგზაურობისას. მე-2 რიგის ინდივიდუალური სავარძლების დაკეცვა სულ რაღაც ერთი შეხებითაა შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო ამარტივებს წვდომას მესამე რიგის სავარძლებთან. მეტი მოსახერხებლობისათვის, მე-3 რიგის სავარძლები აღჭურვილია დაკეცვის, გაწევის და გაშლის ელექტრო მექანიზმითა და გათბობის ფუნქციით. მეტი კომფორტისთვის, ელექტრო ამძრავის მქონე მე-2 რიგის სავარძლები აღჭურვილია გათბობის და გაგრილების სისტემით. მგზავრების ავტომობილში ჩასხდომის ან ბარგის ჩადებისას მეტი კომფორტის უზრუნველსაყოფად, მე-2 და მე-3 რიგის სავარძლების რეგულირება მძღოლის სავარძლიდან ან საბარგულიდანაა შესაძლებელი. თითოეულ რიგში განთავსებულია ჭიქის დამჭერი და 100-ვატიანი დამტენი USB-C პორტები, რაც უზრუნველყოფს მგზავრების კომფორტს მთელი მგზავრობის განმავლობაში.
უახლესი ტექნოლოგიები თქვენი და თქვენი ოჯახისთვის
Hyundai-ს უსაფრთხოების სისტემების ერთობლიობა Hyundai SmartSense დაგიცავთ თქვენ და თქვენს ოჯახს როგორც მგზავრობის დროს, ასევე ავტომობილის გაჩერების შემდეგ. ორგანზომილებიანი ჩაშენებული კამერა Dash Cam-ის მეშვეობით, მგზავრობის მთელი პროცესის ჩაწერაა შესაძლებელი. გარდა ამისა, გაჩერების შემდეგ, ავტომობილის სიახლოვეს ნებისმიერი მოძრაობის დასაფიქსირებლად, კამერა დაკავშირებულია ავტომობილის სხვა და სხვა სენსორთან. კამერა Dash Cam-ის წყალობით შეძლებთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე ავარიული გაჩერების დროს თუ გზაზე წინაღობების არსებობის შემთხვევაში. ვიდეოჩანაწერის ნახვა შესაძლებელია ზედა დისპლეის ან სათავსო უჯრაში არსებული MicroSD მეხსიერების ბარათის მეშვეობით.
გარდა ამისა, ცენტრალურ კონსოლში განთავსებულია ნივთების სტერილიზაციის განყოფილება ულტრაიისფერი ნათებით.
უკანა სავარძლებზე ბავშვების მოძრაობის დასაფიქსირებლად, ავტომობილი აღჭურვილია უკანა სავარძლებზე მგზავრების არსებობის შესახებ გაფრთხილების სისტემით3 , რომელიც ახსენებს მძღოლს შეამოწმოს უკანა სავარძლები ავტომობილიდან გადასვლისას. მძღოლის მიერ ავტომობილის დატოვების და მისი ჩაკეტვის შემდეგ უკანა სავარძლებზე მოძრაობის დაფიქსირების შემთხვევაში, სისტემა გამოსცემს ხმოვან სიგნალს და მძღოლს, Bluelink-ის მეშვეობით, საკუთარ სმარტფონზე გაეგზავნება გაფრთხილება.
ახალი PALISADE აღჭურვილია Hyundai-ს უახლესი ციფრული გასაღებით Digital Key 2.0 Premium4 , რომლის მეშვეობითაც შეძლებთ გასაღები სახლში დატოვოთ და ავტომობილის გასაღებად და ჩასაკეტად საკუთარი სმარტფონი გამოიყენოთ. ციფრული გასაღების გაზიარება შესაძლებელია მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვისაც. გარდა ამისა, PALISADE გთავაზობთ უსადენო ინტერნეტთან5 წვდომის შესაძლებლობას და ინტეგრირებული ხმოვანი ასისტენტის, Alexa-ს დახმარებას. ავტომობილის უსადენო ინტერნეტით სარგებლობას, ვიდეოების ყურებას თუ მუსიკის მოსმენას სხვა მგზავრებიც შეძლებენ.
აღსანიშნავია, რომ ახალი PALISADE-ს სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის ავტომობილის პროგრამული უზრუნველყოფის უსადენო განახლების სისტემა (OTA)6 . შედეგად, ავტომობილის მართვის ძირითადი ხელსაწყოების პროგრამული უზრუნველყოფა ყოველთვის განახლებულია.
გადახდის სისტემა Hyundai Pay®-ს და ავტომობილის სენსორული ეკრანის გამოყენებით, ნებისმიერი გადახდის მარტივად განხორციელებას შეძლებთ.
ახალი, მძლავრი შიდა-წვის ძრავა და ჰიბრიდული ძალური გადაცემის სისტემა
ხელმისაწვდომია ახალი PALISADE-ს ორი ვერსია. შიდა წვის ძრავის მოცულობა 3.5 ლიტრია, სიმძლავრე – 287 ცხენის ძალა. საწვავის პირდაპირი შეფრქვევის სისტემა – 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემის სისტემა და ძრავას მაბრუნი მომენტის ორკამერიანი გარდამქმნელი. სტანდარტული შიდა წვის ძრავის მქონე მოდელების შემთხვევაში, ხელმისაწვდომია არასრულ ამძრავიანი და სრულამძრავიანი (HTRAC®) ვერსიები. უჩაბერვო ძრავის მქონე მოდელები გამოირჩევა მძლავრი საბუქსირო აღჭურვილობით, რაც საშუალებას აძლევს ოჯახებს მარტივად წაიღონ მოგზაურობაში ისეთი საჭირო ნივთები, როგორიცაა სათამაშოები, კარავი, ნავი და სხვა სპორტული აღჭურვილობა.
2026 წელს PALISADE-ს მოდელებს პირველად დაემატა ჰიბრიდული ძალური გადაცემის მქონე ვერსია. იგი აღჭურვილია 2.5-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ტურბოჩაბერვიანი ძრავით, რომლის სიმძლავრეც 258 ცხენის ძალაა. მოსალოდნელია, რომ მაღალეფექტური ძალური აგრეგატის მეშვეობით, PALISADE ავტომაგისტრალებზე საათში 50 კილომეტრამდე სიჩქარეს მიაღწევს, სასვლო მარაგი კი 1000 კილომეტრამდე იქნება. ჰიბრიდული ძალური გადაცემის სისტემის მეშვეობით, საბუქსირო წონა 2000 კილოგრამამდეა გაზრდილი, რაც კიდევ უფრო ზრდის მძღოლის თავდაჯერებულობას მართვისას.
სრულამძრავიანი სისტემა HTRAC® საბუქსირო აღჭურვილობით და სხვა და სხვა პირობებში მართვის რეჟიმით
ახალი სრულამძრავიანი სისტემის მქონე PALISADE საბუქსირე აღჭურვილობით.
ახალი PALISADE-ს მართვის რეჟიმები მოიცავს ტალახში, ქვიშასა და თოვლში მართვის რეჟიმებს, რაც კიდევ უფრო მეტ თავდაჯერებულობას შესძენს მძღოლებს უამინდობის პირობებში მართვისას.
მძღოლის დამხმარე სისტემები და ტექნოლოგიები
ჩვენ კარგად ვიცით, რომ სპორტული უნივერსალების მფლობელები არ უნდა წავიდნენ კომპრომისზე, როდესაც საქმე მგზავრთა უსაფრთხოებას ეხება. სწორედ ამიტომ, ახალი PALISADE აღჭურვილია უსაფრთხოების სისტემათა ერთობლიობით SmartSense. წინ მიმავალ ავტომობილთან შეჯახების თავიდან აცილების დამხმარე სისტემა (Forward Collision-Avoidance Assist), უხილავ ზონაში შეჯახებისგან დაცვის დამხმარე სისტემა (Blind Spot Collision Warning), ავტომობილიდან უსაფრთხოდ გადმოსვლის სისტემა (Safe Exit Assist (SEA)), წინ მიმავალ ავტომობილებთან შეჯახების თავიდან აცილების დამხმარე სისტემა 2 (Forward Attention Warning), ნავიგაციის სისტემაზე დაფუძნებული ჭკვიანი კრუიზ-კონტროლის სისტემა (Navigation-Based Smart Cruise Control), სავალ ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა (Lane Keeping Assist), გვერდითა მიმართულებებიდან მომავალ ავტომობილთან შეჯახების თავიდან აცილების დამხმარე სისტემა (Rear Cross-Traffic Collision-Avoidance Assist), უკან არსებულ საგნებთან შეჯახების თავიდან აცილების დამხმარე სისტემა (Parking Collision-Avoidance Assist-Reverse), და დისტანციური პარკირების დამხმარე სისტემა (Remote Smart Parking Assist).
წინ მიმავალ ავტომობილთან შეჯახების თავიდან აცილების დამხმარე სისტემა – Forward Collision-Avoidance Assist 9
წინ მიმავალ ავტომობილთან შეჯახების თავიდან აცილების დამხმარე სისტემა (Forward Collision-Avoidance Assist (FCA)) ეხმარება მძღოლს თავიდან აიცილოს წინ არსებულ ავტომობილებსა და საგნებთან შეჯახება. წინ მიმავალი ავტომობილის მიერ უეცარი დატორმუზების შემთხვევაში ან წინ შეჯახების რისკის გაჩენის შემთხვევაში, ავტომობილში გააქტიურდება გაფრთხილების სისტემა. გაფრთხილების სისტემის გააქტიურების შემდეგ, საფრთხის კვლავ არსებობის შემთხვევაში, სისტემა განახორციელებს საავარიო დამუხრუჭებას. თუ მართვის დროს წარმოიშვა წინ მიმავალ ველოსიპედისტთან ან ავტომობილთან შეჯახების საფრთხე, დამხმარე ასისტენტი განახორციელებს საავარიო დამუხრუჭებას. თუ გზაჯვარედინზე წარმოიშვა მარჯვნიდან ან მარცხნიდან მომავალ ავტომობილთან შეჯახების საფრთხე, დამხმარე ასისტენტი განახორციელებს საავარიო დამუხრუჭებას. სავალი ზოლის შეცვლისას, თუ არსებობს საწინააღმდეგო მიმართულებით მომავალ ავტომობილთან შეჯახების საფრთხე, დამხმარე ასისტენტი დაგეხმარებათ საჭით საჭირო მანევრის განხორციელებაში. ავტომობილის სავალ გზაზე ქვეითის გამოჩენის შემთხვევაში, დამხმარე ასისტენტი დაგეხმარებათ დამუხრუჭებაში.
უხილავ ზონაში შეჯახებისგან დაცვის დამხმარე სისტემა – Blind Spot Collision Warning 10
დამხმარე სისტემის მეშვეობით შეძლებთ თავიდან აიცილოთ უკან მომავალ ავტომობილთან შეჯახება სავალი ზოლის შეცვლისას. მოხვევის ციმციმის ჩართვის შემდეგ, უკან მომავალ ავტომობილთან შეჯახების საფრთხის არსებობის შემთხვევაში გააქტიურდება გაფრთხილების სისტემა. პარალელური საპარკინგე ადგილიდან გამოსვლის დროს, უკან მომავალ ავტომობილთან შეჯახების საფრთხის არსებობის შემთხვევაში, სისტემა განახორციელებს საავარიო დამუხრუჭებას.
ავტომობილიდან უსაფრთხოდ გადმოსვლის სისტემა – Safe Exit Assist (SEA) 11
დამხმარე სისტემის მეშვეობით შეძლებთ თავიდან აიცილოთ უკან მომავალ ავტომობილთან შეჯახება ავტომობილიდან მგზავრის გადმოსვლის მომენტში გაჩერებული ავტომობილიდან მგზავრის გადმოსვლის დროს უკან მომავალი ავტომობილის გამოჩენის შემთხვევაში სისტემა გაააქტიურებს გაფრთხილების ხმოვან და განათების სისტემას. გარდა ამისა, საფრთხის არსებობის შემთხვევაში, სისტემა გაააქტიურებს ბავშვის უსაფრთხოების კარის ჩამკეტ სისტემას.
წინ მიმავალ ავტომობილებთან შეჯახების თავიდან აცილების დამხმარე სისტემა (Forward Attention Warning) 12
სისტემა მუდმივად აკვირდება წინ მიმავალი ავტომობილის ქცევას და დაუყოვნებლივ ამცნობს მძღოლს პოტენციურად საფრთხის შემცველი ქმედებების შესახებ.
ნავიგაციის სისტემაზე დაფუძნებული ჭკვიანი კრუიზ-კონტროლის სისტემა13
ავტომაგისტრალებზე მართვისას სისტემა დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ მართვის უსაფრთხო სიჩქარე. მოსახვევში შესვლამდე სისტემა თავად შეანელებს სვლას. მოსახვევის შემდეგ კი, კვლავ მოუმატებს სიჩქარეს.
გვერდითა მიმართულებებიდან მომავალ ავტომობილთან შეჯახების თავიდან აცილების დამხმარე სისტემა – Rear Cross-Traffic Collision-Avoidance Assist14
სისტემა დაგეხმაროთ თავიდან აიცილოთ შეჯახება მარჯვნიდან და მარცხნიდან მომავალ ავტომობილებთან უკუსვლით მოძრაობისას. შეჯახების საფრთხის არსებობის შემთხვევაში გააქტიურდება გაფრთხილების სისტემა. გაფრთხილების სისტემის გააქტიურების შემდეგ საფრთხის კვლავ არსებობის შემთხვევაში, სისტემა განახორციელებს საავარიო დამუხრუჭებას.
უკან არსებულ საგნებთან შეჯახების თავიდან აცილების დამხმარე სისტემა – Parking Collision-Avoidance Assist-Reverse 15
სისტემა დაგეხმაროთ თავიდან აიცილოთ შეჯახება უკან არსებულ საგნებთან უკუსვლით მოძრაობისას. შეჯახების საფრთხის არსებობის შემთხვევაში გააქტიურდება გაფრთხილების სისტემა. გაფრთხილების სისტემის გააქტიურების შემდეგ საფრთხის კვლავ არსებობის შემთხვევაში, სისტემა განახორციელებს საავარიო დამუხრუჭებას.
დისტანციური პარკირების დამხმარე სისტემა – Remote Smart Parking Assist 16
სისტემა დაგეხმარებათ გასაღების საკიდის მეშვეობით დააპარკინგოთ ავტომობილი ან გამოხვიდეთ საპარკინგე ადგილიდან, თუ საკიდი აქტივირებულია ავტომობილს გარეთ.
ახალი PALISADE აღჭურვილია 10 სტანდარტული უსაფრთხოების ბალიშით, მათ შორის წინა მგზავრისა და მძღოლის ორმაგი უსაფრთხოების ბალიშებით, ორმაგი გვერდითი უსაფრთხოების ბალიშებით, წინა და უკანა უსაფრთხოების ბალიშით, წინა ცენტრალური უსაფრთხოების ბალიშით, მგზავრის სამუხლე ბალიშით და გვერდითი უსაფრთხოების ფარდა-ბალიშებით. უსაფრთხოების გვერდითი ფარდა-ბალიშები განკუთვნილია მე-3 რიგის მგზავრთა უსაფრთხოებისთვის შეჯახების შემთხვევაში. მე-3 რიგის მგზავრთა სავარძლები აღჭურვილია უსაფრთხოების ღვედის დამჭიმებით და შემზღუდველებით, რაც იშვიათობაა იმავე კლასის ავტომობილებში.
ახალი PALISADE მედეგია შეჯახების მიმართ. ავტომობილის კონსტრუქციის საკვანძო ნაწილები დამზადებულია უმაღლესი მედეგობის ფოლადისგან (AHSS), რაც კიდევ უფრო მეტ მედეგობას სძენს ამ მოდელს. ასეთი ტიპის ფოლადის გამოყენების შედეგად გაცილებით მცირდება ავტომობილის წონა, მედეგობა კი – იზრდება. ხარჯების ზრდის გარეშე სხვა მსუბუქი მასალების გამოყენების შემთხთვევაში ასეთი შედეგის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. მაღალი მედეგობის ძარას და გვერდითი კონსტრუქციების მიზანია ენერგიის შთანთქმადობის ზრდა და ინტერიერის დაზიანების რისკის შემცირება სერიოზული შეჯახებების დროს. გარდა ამისა, PALISADE-ს ძარაზე არსებული დატვირთვის გადანაწილების რამდენიმე არხის მეშვეობით, პოტენციური შეჯახების დროს უკეთესად მოხდება ენერგიის გაფანტვა.
ახალი, უგზოობის პირობებში მართვისათვის შექმნილი XRT PRO
PALISADE-ს ხაზის თითოეული მოდელი მზადაა გახდეს თქვენი მეგზური ნებისმიერი მოგზაურობისას. თუმცა, მათთვის, ვისაც ექსტრემალური სიტუაციები უყვარს, ახალი, მეტად შესაფერისი ვარიანტი, XRT PRO შევქმენით. ეს ჩვენი პირველი მოდელია, რომელიც აღნიშვნა XRT PRO-ს ატარებს. ეს ნიშნავს, რომ მოდელი განკუთვნილია უგზოობის პირობებში სამართავად, მისი წინამორბედი XRT სერიის მოდელებისაგან განსხვავებით. მოდელი შეიქმნა ამერიკელი მომხმარებლების საჭიროებების გათვალისწინებით. Hyundai-ს სხვა მოდელებთან შედარებით, XRT PRO აღჭურვილია გაუმჯობესებული აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფით. ეს გაუმჯობესებული მახასიათებლები მოდელის დიზაინზეც აისახა: მძლავრი შესახედაობის წინა ნაწილი, წინა ცხაურა წითელი დეტალებით და მასიური წინა ბამპერის საფარი.
PALISADE XRT PRO- მახასიათებლები:
- XRT PRO-ს მოცურების საწინააღმდეგო ელექტრონული უკანა დიფერენციალი (eLSD)
- საგზაო ღრეჩო (კლირენსი) – 8.4 დუიმი (+ 1 დუიმი სხვა მოდელების შემთხვევაში)
- გაუმჯობესებული წინა განაკიდის კუთხე (20,5°), უკანა განაკიდის კუთხე (22,4°) და რამპაზე გადასვლის კუთხე (18,3°)
- ნებისმიერი ტიპის გზისთვის შექმნილი საბურავები 255/60R18
- დაფარული ადგილების ხედვის მონიტორი
- გარემოს ხედვის მონიტორი (Surround View)
- ტანგაჟის კუთხის, განივი დახრის კუთხის, კომპასის და სიმაღლის ნიშნულის რეალურ დროში ჩვენება
- სრული ამძრავი HTRAC®
- ტალახში, ქვიშიან გზებსა და თოვლში მართვის რეჟიმები
- დაღმა სვლისას მუხრუჭების მართვის ფუნქცია
- საბუქსირო რეჟიმი
- სტანდარტულ კომპლექტაციაში შემავალი საბუქსირო ძელი
დიზაინი
- 18-დუიმიანი მსუბუქშენადნობი დისკები XRT PRO
- უკანა აღნიშვნა XRT PRO
- ექსტერიერის მუქი ფერის დეტალები (ცხაურა, ფანჯრის კანტი, ზოგიერთი პანელის ზედაპირი)
- სავარძლები ხელოვნური ტყავის (H-Tex) ზედაპირით და გათბობა/გაგრილების რეჟიმით
- საჭე თბობის რეჟიმით
- BOSE®-ს მოცულობითი ხმის სისტემა 14 დინამიკით
- ინტერიერის განათება
- 115-ვოლტიანი როზეტი
- მინის ლიუკი