2020 ჰიუნდაი სონატა, Le Fil Rouge (ლე ფილ რუჟ) კონცეფცია 2019 International Design Excellence Awards-ის ფინალისტად დასახელდა

2020 ჰიუნდაი სონატა, Le Fil Rouge (ლე ფილ რუჟ) კონცეფცია, რომელიც დასახელდა 2019 International Design Excellence Awards-ის ფინალისტად

 

  • სრულიად ახალი ჰიუნდაი სონატა 2020, ლე ფილ რუჟ კონცეფცია აღიარებულ იქნა ესთეტიური და ფუნქციონალური დიზაინის ინოვაციად პატივცემულ საერთაშორისო დიზაინის დაჯილდოებაზე
  • ჰიუნდაი გააგრძელებს მუშაობას დიზაინისა და ინჟინერიის საზღვრების გასაფართოებლად და ინდუსტრიის ლიდერობისკენ სწრაფვაში

 

 

სეული, 2019 წლის 22 აგვისტოსრულიად ახალი 2020 ჰიუნდაი სონატა და ლე ფილ რუჟ კონცეფცია დასახელებულნი არიან ფინალისტებად 2019 International Design Excellence Awards® -ზე (IDEA) by the Industrial Designers Society of America (IDSA) -ს მიერ, გამბედავი და ხელოვნური დიზაინის ინოვაციებისთვის. IDEA პატივს სცემს დიზაინის შესანიშნაობას, რომელიც სიცოცხლის ხარისხს ზრდის და კონცეპტუალურ და ინჟინრულ საზღვრებს აფართოებს ისეთ კატეგორიებში როგორიცაა ავტომობილები და ტრანსპორტირება, დიზაინის სტრატეგია, სამომხმარებლო ტექნოლოგია, გარემო და სხვა.

 

„დიდია პატივია იყო ფინალისტებს შორის ამ პრესტიჟულ დაჯილდოებაზე. ჩვენი საბოლოო მიზანია გავცდეთ ესთეტიკას და შესაძლოა დიზაინსაც,“ განაცხადა სანგ იუპ ლიიმ, უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა და ჰიუნდაის გლობალური დიზაინის ცენტრის ხელმძღვანელმა. „“Hyundai Motor-ის ახალი დიზაინის „ვნებიანი სპორტულობის“ გამოყენებით ჰიუნდაი სონატა და ლე ფილ რუჟ კონცეფცია ასახავს ჩვენს მიზნებს ხაზგასმული ემოციური ღირებულების და სასურველობის გამომხატველი ავტომობილების შექმნით.“ 

 

2020 წლის სონატა არის ოთხ კარიანი კუპე. მას აქვს გამოკვეთილი დაჭიმული გვერდები, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმის სხეულის ხაზებს და ავტომობილის აეროდინამიკურ კარკასს. ჩაზნექილი და ამოზნექილი ფორმები ასევე ყურადღებითაა ორკესტრირებული რათა ხაზი გაუსვას გამოკვეთილ ფორმებიან ფასტბეკ (მანქანა რომლის სახურავიც კუდს უერთდება) ხასიათს. სონატას კიდევ ერთი მიმზიდველი მახასიათებელი არის ათლეტური სულისკვეთება, რომელსაც ქმნის გრძელი და მრავალფენიანი სახურავი, დაბალი დგომი და გლუვი სახურავი. ის ამაყობს თავისი მძლავრი გამოხედვით, 2020 წლის სონატას აქვს საშუალო სიმაღლე (ძარის სახურავის ჩათვლით) მის წინამორბედებზე თითქმის ერთი ინჩით ნაკლებია. ულტრა ფართო უკანა ნათურები სონატას სპორტულ ხასიათს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

 

ლე ფილ რუჟის კონცეფცია არის ჰიუნდაის სპორტული დიზაინის სულის ხელახალი ინტერპრეტაცია, რომელიც პირველად 1974 წლის კუპეს კონცეფციაში იქნა წარმოდგენილი ცნობილი იტალიელი მანქანების დიზაინერის ჯიორჯეტო გიუჯიაროს მიერ. „ვნებიანი სპორტულობის“ ილუსტრირებით ლე ფილ რუჟი ოთხი დიზაინის ელემენტის პროპორციის, არქიტექტურის, სტილის და ტექნოლოგიის ჰარმონიზებას ახდენს, ერთდროულად აერთიანებს რა ესთეტიკას და ფუნქციას.

 

ამ კონცეფციამ ჰიუნდაის დიზაინერებს საშუალება მისცა შეექმნათ პროპორციულად მტკიცე, ესთეტიურად მიმზიდველი და ფუნქციურად პროგრესული ავტომობილები. ლე ფილ რუჟის კონცეფციის ავტომობილი აშკარად გამოხატავს თვლების ბაზის, ფართო ბორბლების და მოკლე კიდულის მიერ შექმნილ უნიკალურ პროპორციებს. ხელსაწყოთა კაპოტის ბალანსირებული პროპორცია -- დისტანცია ხელსაწყოთა პანელიდან წინა ღერძამდე -- რაც გვაძლევს კომფორტულ სამოძრაო პოზიციას, ამავდროულად წვეთის ფორმის სახურავი მისი თხევადი, დინამიკური გარეგნობის ბოლო შტრიხია.

 

„ჩვენ ვქმნით ქარიზმატული ხასიათის ნაირსახეობებს თითოეული სეგმენტისთვის რათა  Hyundai Motor საავტომობილო ინდუსტრიაში ყველასთვის საყვარელ ბრენდად ვაქციოთ,“ დაამატა სანგ იუპ ლიიმ. „Hyundai Motor გააგრძელებს უფრო გამორჩეული და შემოქმედებითი დიზაინის განვითარებას.“

 

IDEA არის წამყვანი საერთაშორისო დიზაინის კონკურსი, რომელიც აღიარებს და ხელს უწყობს დიზაინის სრულყოფილებას მრავალ ინდუსტრიაში და დისციპლინაში. მას ორგანიზებას უკეთებს Industrial Designers Society of America, განაცხადების განხილვა ხდება ინოვაციური დიზაინის, მომხმარებლის კეთილდღეობის, კლიენტის კეთილდღეობის, საზოგადოების კეთილდღეობის და შესაბამისი ესთეტიკის კრიტერიუმების გათვალისწინებით.

 

Hyundai Motor Group-ის შესახებ
 

Hyundai Motor Group არის გლობალური კორპორაცია, რომელიც აერთიანებს ავტომობილებს, ფოლადს და მშენებლობას და ასევე აქვს ლოგისტიკის, ფინანსური, აიტი მომსახურებები. 250,000-მდე თანამშრომლით მსოფლიო მასშტაბით ჯგუფის საავტომობილო ბრენდი აერთიანებს Hyundai Motor Co. და Kia Motors Corp. შეიარაღებული კრეატიული აზროვნებით, თანამშრომლობითი კომუნიკაციით და გამოწვევებისთვის მზადყოფნით, ჩვენ ვმუშაობთ უკეთესი მომავლის შესაქმნელად ყველასთვის.

Hyundai Motor Group-ზე დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
http://worldwide.hyundai.com or http://globalpr.hyundai.com

 

უარყოფა

Hyundai Motor Company მიიჩნევს, რომ აქ მოცემული ინფორმაცია მისი გამოქვეყნების მომენტისთვის არის სწორი. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში კომპანიამ შესაძლოა განაახლოს ან ატვირთოს ახალი ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში და მიიჩნევს, რომ ის არ არის პასუხისმგებელი მკითხველის მიერ ინფორმაციის განმარტების სისწორისთვის.