პერსონალური ელექტრო სკუტერი

Hyundai Motor Group წარმოადგინა პერსონალური ელექტრო სკუტერი

რომელსაც 20 კილომეტრის გავლა შეუძლია

 

  • მომავალში Hyundai Motor Group-ის ავტომობილებში შესაძლოა საბორტო სკუტერები გამოჩნდეს
  • სრულიად ელექტრო სკუტერის ბოლო მილის მობილურობა გაუმჯობესებულია კეცვადი და მსუბუქი მახასიათებლებით 
  • 10.5 Ah ლითიუმის აკუმულატორი სკუტერს 20კმ-ის გავლის საშუალებას აძლევს, და მისი მაქსიმალური სიჩქარე 20 კმ/სთ-ია.
 
სეული, 2019 წლის 27 აგვისტო — Hyundai Motor Group-მა შეიმუშავა ელექტრო სკუტერის ახალი პროტოტიპი, რომელიც CES 2017-ზე წარმოდგენილი კონცეპტის ბაზაზე აიგო. ახალ მოდელს გააჩნია უკანა წამყვანი თვალი, მაღალეფექტური ლითიუმის აკუმულატორი და ელეგანტური წინა და უკანა ნათება.
 
მომავალში Hyundai Motor Group გეგმავს უახლესი კონცეფციის მახასიათებლების პირველი და ბოლო მილის მობილობის დანერგვას სკუტერის მომავალ ჰიუნდაის და კიას ავტომობილებში ინტეგრირებით. ავტომობილზე დამონტაჟებული სკუტერი ავტომატურად იმუხტება მანქანის მოძრაობისას გამომუშავებული ელექტრო ენერგიით, რაც ნიშნავს რომ მომხმარებელს შეეძლება მოგზაურობის შეუფერხებლად დასრულება. 
 
2019 წლის მოდელები წამყვანი წინა თვლებიდან უკანა წამყვან თვლებზე გადავლენ რაც საკვანძო მნიშვნელობისაა უსაფრთხოების და სტაბილურობის გასაძლიერებლად, რამდენადაც ამას წონა უკანა ნაწილისკენ გადააქვს. დამატებით, ინჟინრებმა დაამატეს დაკიდება წინა თვლებზე რაც უფრო სასიამოვნო გადაადგილებას ნიშნავს უხეშ ზედაპირზეც კი. 
 

დონგჯინ ჰიუნმა, Hyundai Motor Group-ის რობოტექნიკის გუნდის ხელმძღვანელმა განაცხადა: „ეს არის მანქანაზე დასამაგრებელი პერსონალური სკუტერი, რომელიც შეიძლება Hyundai Motor Group-ის მომავალ  ავტომობილებში ვიხილოთ. ჩვენ გვსურს ჩვენი მომხმარებლების ცხოვრება შეძლებისდაგვარად უფრო მარტივი და სასიამოვნო გავხადოთ. ჩვენი პერსონალური ელექტრო სკუტერი პირველი და ბოლო მილის გადაადგილებას უფრო სასიამოვნოს ხდის, და იმავდროულად ქალაქის ცენტრებში საცობებისა და გამონაბოლქვის შემცირებას უწყობს ხელს“. 

 
Hyundai Motor Group-ის უახლესი ვერსიის სკუტერს აქვს 10.5 Ah ლითიუმის აკუმულატორი. ეს სკუტერს საშუალებას აძლევს მიაღწიოს 20 კმ/სთ მაქსიმალურ სიჩქარეს და 20კმ-იანი მანძილი ერთი დამუხტვით გაიაროს. 
 
იწონის დაახლოებით 7.7კგ-ს, სკუტერი საკმაოდ პორტატიულია, ამავდროულად მისი უნიკალური და კეცვადი დიზაინი ნიშნავს, რომ ის მსგავს პროდუქტებზე უფრო მსუბუქი და კომპაქტურია. მისი გამოყენებადობის გასაუმჯობესებლად, სკუტერს გააჩნია ციფრული ეკრანი, რომელიც აკუმულატორის სტატუსს და სიჩქარეს აჩვენებს; ამავდროულად, ღამით გადაადგილებისთვის ახალი სკუტერი აღჭურვილია ორი ტალღისებური წინა ლედ მაშუქებით და ორი უკანა ნათურით. 
 
განვითარების სამომავლო პოტენციალისთვის, ჯგუფი გეგმავს დაამონტაჟოს რეგენერაციული მუხრუჭის სისტემა რათა სკუტერის მუშაობის მანძილი 7%-ით გაზარდოს. 
 

მიმდინარე სამუშაოები მომხმარებლისთვის ბოლო მილის ტრანსპორტირების ტრენდებისთვის ფეხის ასაწყობად გლობალური საკონსულტაციო კომპანიის McKinsey & Company-ის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით მიმდინარეობს. ამ კვლევამ აჩვენა, რომ ‘ბოლო მილის მობილურობის’ ბაზარი აშშ-ში, ევროპაში და ჩინეთში 2030 წლისთვის გაიზრდება 500 ბილიონ აშშ დოლარამდე.

 

ახალი ვიდეო (ვიდეოს ბმული: https://youtu.be/RUIokCFJ4Rk) Hyundai Motor Group-ისგან აჩვენებს სკუტერს გამოყენებაში და გვიზიარებს მინიშნებას თუ როგორც შეიძლება შეიცვალოს მობილურობა უახლოეს მომავალში.