CRETA 2018

45,700 ლარიდან

აირჩიეთ ფერი:
#f27534

1.6 PETROL 4X2 D200

1.6 PETROL 4X2 D200

45,700 e

1.6 PETROL 4X2

1.6 PETROL 4X2

51,100 e

2.0 PETROL 4X4

2.0 PETROL 4X4

56,500 e

2.0 PETROL 4X4 G019

2.0 PETROL 4X4 G019

58,900 e

CRETA 1.6 PETROL 4X2 D200

5 ადგილი
123 ცხ.ძ
10.2 / 6.0 / 7.5 100კმ ქალაქი/ქალაქგარეთ/შერეული

ძირითადი მაჩვენებლები

 

CRETA გზებისა და მიმართულებებისთვის!

  • საწვავის ეკონომიური მოხმარება 
    7,5 ლ 100 კმ
  • მაქსიმალური სიმძლავრე
    149,6 ცხ.ძ
  • 6 უსაფრთხოების 
    ბალიში
  • შესაძლებლობების 
    ფართო ჩამონათვალი

 

CRETA 1.6 4X2 D087 

5 ადგილი  123ცხ.ძ  10.2/6.0/7.5 საწვავის ხარჯი ქალაქი/ქალაქგარეთ/შერეული

  • 6 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი
  • ძრავი: 1.591 სმ³, ბენზინი 16 სარქველი
  • 4 ცილინდრი DOHC

 

მახასიათებლები

 

განსხვავებული, ემოციური დიზაინი!
მეტი დინამიკა და კომფორტი მათ, ვისაც არ ეშინია ცვლილებების. ყველაფერი, რასაც ავტომობილისგან ელით ასახულია Hyundai Creta-ში.

 

თანამედროვე დიზაინი

რბილი კონტურებით სრულყოფილად გამოხატული დინამიკა და სტილი თითოეულ დეტალში.

 

შესანიშნავი უსაფრთხოება

Hyundai Creta -ს მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს როგორც 6 უსაფრთხოების ბალიში - 2 ფრონტალური, 2 გვერდითი მძღოლისთვის და წინ მჯდომი მგზავრისთვის, ისევე უსაფრთხოების ფარდები ორივე მხრიდან.

 

კომფორტის ნამდვილი ოაზისი

ფართო სალონი, კომფორტი, თანამედროვე ტექნოლოგიები. დეტალები მნიშვნელოვანია.

 

ეკონომიური და ძლიერი ძრავა

თანამედროვე საწვავზე მომუშავე ძრავები უზრუნველყოფენ შეანიშნავ ეკონომიურობას წარმადობის ან კომფორტის შემცირების გარეშე.

სანდო ლითონის კარკასი

Hyundai Creta - ს გამძლე კარკასი მძღოლების და მგზავრების მეტი უსაფრთხოებისთვის.

განსაკუთრებული კონტროლი

ექვსსაფეხურიანი ტრანსმისია სჯობს ხუთსაფეხურიანს, განსაკუთრებით თუ ის უფრო კომპაქტური, მსუბუქი და რბილია.

 

 

 

ექსტერიერი

 

 

ბუნებით შთაგონებული ენერგია

ბუნების ძალით შთაგონებული დიზაინის ახალი კონცეფცია თქვენი სტილის ნამდვილი ამსახველია.

 

 

გაფართოებული ხედვის არეალის წინა განათება

გაფართოებული ხედვის არეალის წინა განათება მოხვევის დროს დამატებითი განათების საშუალების მეშვეობით გაცილებით უფრო კომფორტულს ხდის მოძრაობას ღამის საათებში.

 

სანისლე განათება

სანისლე განათება არა მხოლოდ აუმჯობესებს ხილვადობას უამინდობის დროს, არამედ მეტად ეფექტურს ხდის თქვენ ავტომობილს.

 

რადიატორის ცხაური

ეფექტური და გამძლე ცხაურით ავტომობილი შთამბეჭდავად გამოიყურება.

 

უკანა LED განათება

LED განათების გამოყენება ჩვეულებრივი განათების ნაცვლად ზრდის უსაფრთხოების დონეს უფრო სწრაფი ჩართვისა და გაუმჯობესებული განათების მეშვეობით.

 

დამცავი საფარი

უკანა ბამპერის დამცავი საფარი იცავს ზედაპირს დაზიანებისგან.

 

მსუბუქი ალუმინის დისკები

მსუბუქი ალუმინის დისკები ხაზს უსვამს Creta -ს მდგრადობასა და სპორტულ გარეგნობას.

 

უკანა მინების გამწმენდი

მუდამ შესანიშნავი ხედი უკანა მინაში.

 

ზღურბლის დამცავი საფარი

კარების ზღურბლის საფარი ხაზს უსვამს დახვეწილ სტილს და მგზავრის კომფორტს.

 

 

 

 

ინტერიერი

 

 

მყუდრო და გააზრებული: Hyundai Creta -ს სალონი

ინტერირის თითოეული დეტალი განკუთვნილია მძღოლისა და მგზავრების მაქსიმალური კომფორტისთვის. ეს ავტომობილი ქმნის მოგზაურობის განსაკუთრებულ განწყობას.

 

Supervision მართვის პანელი

მართვის პანელი Supervision-ის მეშვეობით შესაძლებელია მარტივად და კომფორტულად მუდმივად აკონტროლოთ თქვენი ავტომობილის მდგომარეობა.

 

კლიმატ კონტროლი

აირჩიეთ სასურველი ტემპერატურა და დაივიწყეთ მუდმივი რეგულირება - კლიმატ კონტროლი ავტომატურად შეასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას.

 

სავარძლების რეგულირება

რეგულირების ფართო დიაპაზონის მეშვეობით შესაძლებელია სავარძლის მაქსიმალურად კომფორტულად მორგება.

 

კომფორტული სავარძლები

Hyundai Creta-ში თითოეული მგზავრი კომფორტულად მგზავრობს.

 

 

უკანა კარებზე განთავსებული წვრილმანების შესანახი საცავი

სპეციალური საცავი წვრილმანებისთვის, რომელშიც კომფორტულად "განთავსდება" წიგნები ან რუკები.

 

 

 

საბარგულის თარო

საბარგულის თაროზე შესაძლებელია განთავსდეს სხვადასხვა სახის წვრილმანი.

 

საბარგულის განათება

საბარგულის განათების მეშვეობით ყველა საჭირო ნივთის პოვნა გაცილებით უფრო მარტივია დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

 

შესანახი სივრცე ცენტრალურ ხელის საყრდენში

ცენტრალურ ხელის საყრდენში ჩაშენებულია წვრილმანების შესანახი სივრცე.

 

ფართო შესანახი ჯიბე

სავარძლის უკანა ნაწილზე განთავსებული შესანახი ჯიბე ჟურნალ-გაზეთებისთვის.

 

საცავი სათვალისთვის

სპეციალურად სათვალისთვის განკუთვნილი საცავი - სათვალე ყოველთვის თავის ადგილზეა და თქვენ აღარ კარგავთ დროს ძებნაში.

 

 

 

 

დინამიურობა

 

შესანიშნავი ეკონომიურობა

კომფორტული და რბილი მართვის მეშვეობით ისიამოვნებთ თითოეული კილომეტრითა და მოსახვევით. ამომწურავი სიზუსტით მომართული პარამეტრების და მძლავრი ძრავის მეშვეობით თქვენი ავტომობილის მართვა სასიამოვნოა ნებისმიერ სიტუაციასა თუ ამინდში.

 

1.6 MPi

საწვავის მიწოდების ახალი თაობის სისტემა უზრუნველყოფს მაღალ ეკონომიურობასა და წარმადობას და ხელს უწყობს ხმაურის შემცირებას. 1.6 MPi მაქსიმალური სიმძლავრე 123 ცხ.ძ 6300 ბრ/წ.

123 მაქს. სიმძლავრე, ცხ.ძ

150.7 მაქს. ბრუნვის მომენტი, ნ/მ

 

2.0 MPi

საწვავის მიწოდების ახალი თაობის სისტემა უზრუნველყოფს მაღალ ეკონომიურობასა და წარმადობას და ხელს უწყობს ხმაურის შემცირებას. 2.0 MPi მაქსიმალური სიმძლავრე 149.6 ცხ.ძ 6200 ბრ/წ.

149.6 მაქს. სიმძლავრე, ცხ.ძ

192 მაქს. ბრუნვის მომენტი, ნ/მ

 

6 სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისია

ტრანსმისია უზრუნველყოფს შესანიშნავ აჩქარებას, ეკონომიურობას და შემცირებულ საწვავის ნარჩენების გამოტანას. სტანდარტული ქრომირებული დეკორი შესანიშნავად ეწყობა ტყავით დეკორირებულ საჭეს.

 

6 სიჩქარიანი მექანიკური ტრანსმისია

6 სიჩქარიანი მექანიკური ტრანსმისია უზრუნველყოფს სიჩქარეების ზუსტ და რბილ გადართვას. აღმართზე დახმარების სისტემა გამორიცხავს ავტომობილის უკან დაგორების საშიშროებას.

 

 

 

უსაფრთხოება

 

 

 

სრულყოფილი  დაცვა

მოდელში Creta გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყოველგვარი ზომა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს სერიოზული ტრავმის მიღების შესაძლებლობას.

 

მდგრადობის შენარჩუნების ელექტრონული სისტემა

სისტემა მუდმივად აკონტროლებს ავტომობილის მდგრადობას და გზის მოჭიდებას. თუ სისტემამ აღმოაჩინა, რომ ავტომობილი სრიალებს და არის მართვის კონტროლის დაკარგვის საშიშროება, ავტომატურად ირთვება ცალკეული ბორბლების დამუხრუჭება, რაც აღადგენს ავტომობილის მდგრადობას.

 

გაძლიერებული ლითონის კარკასი

მძღოლის და მგზავრების უსაფრთხოებისთვის ამ მოდელში გამოყენებულია მაღალი გამძლეობის ლითონების შენადნობი.

 

6 უსაფრთხოების ბალიში

6 უსაფრთხოების ბალიში, მძღოლის და წინ მჯდომი მგზავრის უსაფრთხოების ბალიშების ჩათვლით, გვერდითი უსაფრთხოების ბალიშები წინა სავარძლებისთვის, ასევე უსაფრთხოების ფარდები მინების მთელ სიგრძეზე - Creta- ს მოდელში ყველაფერი გათვალისწინებულია, რათა მინიმალური იყოს სერიოზული დაზიანების მიღების საშიშროება.

 

აღმართზე ასვლის დამხმარე სისტემა

აღმართზე ასვლის დამხმარე სისტემა ავტომატურად ირთვება აღმართზე ასვლის დროს და რთავს დამუხრუჭებას რათა არ დაუშვას ავტომობილის უკან დაგორება.

 

 

 

 

 

კომფორტი

 

შესაძლებლობები, რომლებზეც შეუძლებელია უარის თქმა

კომფორტისა და დაცულობის შეგრძნება, უმაღლესი ხარისხი უმნიშვნელო დეტალებშიც კი - ეს აღემატება თქვენს მოლოდინს.

 

აუდიოსისტემა

აუდიოსისტემის დახვეწილი, მაღალი ხარისხის ჟღერადობა მეტად სასიამოვნოს ხდის მუსიკის მოსმენას.

 

მართვის ღილაკები საჭეზე

აუდიოსისტემის ნებისმიერი პარამეტრის რეგულირება შესაძლებელია საჭიდან ხელის აღების გარეშე.

 

პარკირების დამხმარე სისტემა

უკანა ხედის კამერის გამოსახულება გადაეცემა მულტიმედია სისტემის ეკრანზე. სპეცილაური ინდიკატორების მეშვეობით შესაძლებელია ავტომობილის მდებარეობის განსაზღვრა სხვა ავტომობილების ან სხვა ობიექტის მიმართ. უკანა ბამპერის სენსორი შეგატყობინებთ ავტომობილის უკან არსებული ობიექტების შესახებ.

 

სალონის განათება

 

წინა სოკეტები

ორი 12V სოკეტი წინა პანელზე დამატებითი კომფორტისთვის უზრუნველყოფენ თქვენი ელექტრონული მოწყობილობების უფრო მარტივ დამუხტვას.

 

დამუხტვის სოკეტები

USB/iPod და AUX პორტები მობილური მოწყობილობების დასამუხტად.

 

“ჭკვიანი“ გასაღები

Hyundai Creta-ს მძღოლებისთვის ხელმისაწვდომია სალონში შეღწევა გასაღების გარეშე.

 

უსაფრთხოების ღვედების რეგულირება სიმაღლის მიხედვით

უსაფრთხოების ღვედების რეგულირება სიმაღლის მიხედვით უზრუნველყოფს მძღოლისა და წინ მჯდომი მგზავრის დამატებით კომფორტს.

 

ძრავის ჩართვა ღილაკით

ღილაკი კლასიკურ გასაღებზე გაცილებით უფრო კომფორტულია, რადგან შესაძლებელია ერთი დაჭერით ძრავის ჩართვა-გამორთვა.

 

გალერეა

ფოტო და ვიდეო გალერეა

1/16