Elantra 2018

56,700 ლარიდან

აირჩიეთ ფერი:
#584e31

Elantra 2.0 A/T

5 ადგილი
152 ცხ.ძ
10.0 / 5.4 / 7.1 100კმ ქალაქი/ქალაქგარეთ/შერეული

დამახასიათებელი ნიშან-თვისებები

იცხოვრეთ გაბედული ცხოვრებით.

როდესაც გაბედული ხართ, მსოფლიო სავსეა შესაძლებლობებით. როდესაც გაბედავთ, მიაღწევთ მიზნებს.

როდესაც გამოხვალთ ერთფეროვნების გარემოდან, თქვენ აღმოაჩენთ არაჩვეულებრივს. და ახალი ელანტრა თქვენ იქ მიგიყვანთ.

ის თქვენსავით დინამიურია.

თავს ნუ შეიკავებთ, როდესაც წინსვლის დრო მოვა. მოკიდეთ ხელი საჭეს და შეარჩიეთ თქვენი მარშუტი.

 

ყურადღების ცენტრი თქვენკენ არის მიმართული

ახლებურად ოპტიმიზებული სპორტული დიზაინი შექმნილია ძლიერი განაცხადისთვის. თავისი ელეგანტური პროფილის წყალობით და 17-დუიმიანი მსუბუქი შენადნობის დისკებით ახალი ელანტრა იძლევა იმის გარანტიას, რომ სადაც არ უნდა იყოთ, თქვენ მუდამ თვალს გაგაყოლებენ.

Hyundai SmartSense

ჰიუნდაის „ჭკვიანი“ გონება - ეს არის მაღალი ტექნოლოგიები მთელი თავისი საუკეთესო მხარეებით. ყოველი ფუნქცია მიმართულია თქვენი უსაფრთხოების ზუსტად დაცვისთვის, ამიტომ ყოველ თქვენს მოგზაურობას თან ახლავს სულიერი სიმშვიდე.

 

http://hyundai.testme.ge/photos/1/სმარტ%20სენს.PNG

ბრმა წერტილებში შეჯახების გაფრთხილება (BCW).                                                                                                                  

უკანა ბამპერში ჩაშენებული რეფლექსური რადარების სენსორები აფრთხილებს მძღოლს იმ სატრანსპორტო საშუალებების მოახლოებაზე, რომლებსაც თქვენ ვერ ხედავთ.

 

პირდაპირი შეჯახების თავიდან აცილების დამხმარე სისტემა (FCA).

წინა ხედვის კამერა განკუთვნილია, რათა გააფრთხილოს მძღოლი სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან გარდაუვალი შეჯახებების შესახებ; და აუცილებლობის შემთხვევაში, ის იყენებს ავარიულ დამუხრუჭებას შეჯახების შედეგების შესარბილებლად.

სავალ ზოლზე მოძრაობის შენარჩუნების დამხმარე სისტემა (LKA).

მოქმედი კონცეპციის პირობების შესაბამისად, წინა ხედვის კამერა აფიქსირებს სავალი ზოლის მონიშვნებს, რათა არ დაუშვას ზოლის ფარგლებიდან ავტომობილის გასვლა. იმ შემთხვევაში, როდესაც ავტომობილი გადავა თავისი მოძრაობის ზოლიდან, სისტემა გააფრთხილებს მძღოლს ვიზუალური და ხმოვანი სიგნალით, ხოლო შემდეგ ჩაირთვება საჭის ავტომატური მართვა ავტომობილის მოძრაობის კურსის შესანარჩუნებლად.

პარკირების მანძილის გაფრთხილება - წინ / უკან (PDW-F / R).

მოახდინეთ პარკირება სრულიად უსაფრთხოდ მაქსიმალური ხილვადობის წინა და უკანა ხედვის კამერების დახმარებით. მაღალი მგრძნობიარობის სენსორები გააფრთხილებს მძღოლს პარკირების დროს გარდაუვალი შეჯახებების შესახებ და დაამუხრუჭებს ავტომობილს აუცილებლობის შემთხვევაში.

 

ექსტერიერი

კომპაქტური ავტომობილი, რომელიც სხვას არ ჰგავს. მისი თანამედროვე პრემიუმ დიზაინი შექმნილია ავტომობილი მახასიათებლების ხაზგასასმელად.

Front

 

Side

 

ინტერიერი

უნაკლო ოსტატობით შექმნილი მასალები და ფორმები ქმნიან კომფორტისა და ფუფუნების ატმოსფეროს.

https://www.hyundai.com/content/dam/hyundai/ww/en/images/find-a-car/flat/AD-FL/interior-color-1-original.png

ინტერიერის სივრცე

ერგონომიური და ინტუიციური, ახალი ელანტრა პასუხობს თანამედროვე მძღოლების გამოწვევებს უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით, რომლებიც თქვენი შესაძლებლობების გაფართოებას ემსახურება.

 

ძრავი

2.0 MPi ბენზინის ძრავი

მაქსიმალური სიმძლავრე 152 ცხ. ძ. 6,200 ბრ/წთ დროს და მაქსიმალური მაბრუნი მომენტი 19.6  კგ·მ 4,000 ბრ/წთ დროს.

1.6 MPi ბენზინის ძრავი

მაქსიმალური სიმძლავრე 127.5 ცხ. ძ. 6,300 ბრ/წთ დროს და მაქსიმალური მაბრუნი მომენტი 15.7 კგ·მ 4,850 ბრ/წთ დროს.

 

ტრანსმისია

6-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია

აღმოაჩინეთ გადაცემათა გადართვის ახალი ალგორითმი სპორტული რეჟიმის დროს ოპტიმიზებულ 6-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისიის სქემაში, რომელიც უზრუნველყოფს დინამიურ მახასიათებლებს და საწვავის შეუდარებელ ეკონომიას.

6-საფეხურიანი მექანიკური ტრანსმისია

გამოცადეთ ახალი ელანტრას რბილი აჩქარება და სიჩქარის უკეთესი შეგრძნება ელანტრას უფრო გამძლე შემსუბუქებული კონსტრუქციის მეშვეობით და ახალი უკუსვლის ღილაკით მართვის გასამარტივებლად.

 

იყავით უსაფრთხოდ ყველგან, სადაც არ უნდა წახვიდეთ.

უსაფრთხო მგზავრობა უპირველესია, ამიტომ ახალი ელანტრა კარგად არის აღჭურვილი უსაფრთხოების მრავალი ფუნქციით, რომლებიც გაუმჯობესებული მაღალი სიმტკიცის მქონე ფოლადის კარკასში არის მოთავსებული. სისტემა 7 უსაფრთხოების ბალიშით, რომელიც მოიცავს მძღოლის უსაფრთხოების ბალიშს, მუხლების დამცავ ბალიშს, მგზავრის უსაფრთხოების ბალიშს, ორ წინა გვერდით  უსაფრთხოების ბალიშს და ორ ფარდისებურ უსაფრთხოების ბალიშს სალონის მთელ სიგრძეზე, უზრუნველყოფს თქვენს საუკეთესო დაცვას.

 

გაუმჯობესებული მაღალი სიმტკიცის ფოლადი

უსაფრთხოების ბალიშების სისტემა / მძღოლის ადგილის მუხლების დამცავი ბალიში

უსაფრთხოების ფანჯარა.

დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სენსორები ავტომატურად ჩამოსწევენ ქვედა ფანჯრებს 150 მმ-ით, ავტომობილის კარკასის ნებისმიერი დაზიანების აღმოჩენისას.

უკანა ხედვის კამერა

უკანა ხედვის კამერა კიდევ ერთი ფასდაუდებელი პარკირების ინსტრუმენტია.

უკანა ხედი აისახება 5.0 დუიმიან ფერად TFT თხევადკრისტალურ დისპლეიზე გრაფიკული ხაზებით, რომელიც გეხმარებათ ავტომობილის სწორ პოზიციაში დასაყენებლად.

 

საბარგული

 „ჭკვიანი“ გასაღების ფუნქციას გააჩნია ბევრი უპირატესობა, მათ შორის საბარგულის გაღება დისტანციურად - საჭირო ფუნქცია, როდესაც ხელები დაკავებული გაქვთ და გეძლევათ საშუალება ისარგებლოთ დიდი საბარგულით

*ფასები წარმოდგენილია საორიენტაციო კურსით: 1 USD = 2.88 ₾. ანგარიშსწორება მოხდება გაყიდვის დღეს  არსებული ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კუსის მიხედვით.


 

გალერეა

ფოტო და ვიდეო გალერეა

1/7