SANTA FE 2018 2018

87,100 ლარიდან

აირჩიეთ ფერი:
#4d2114

2.4 A/T (7 SEATER) PETROL GDI 4X4

2.4 A/T (7 SEATER) PETROL GDI 4X4

87,100 e

SANTA FE 2018 2.4 A/T (7 SEATER) PETROL GDI 4X4

5 ადგილი
188 ცხ.ძ
12.9 / 7.5 / 9.4 100კმ ქალაქი/ქალაქგარეთ/შერეული

ძირითადი მაჩვენებლები

 

 

 

2018 SANTA FE   2.4 A/T GAJD

 

5 ადგილი   200 ცხ.ძ  12/6,9 საწვავის ხარჯი  ქალაქი/ქალაქგარეთ

  • 6 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი
  • ძრავი: 2.199სმ³, დიზელი 16 სარქველი
  • 4 ცილინდრი CRDI

 

 

 

 

ექსტერიერი

 

 

 

დასაწყისში ინოვაცია

Santa Fe-ს თამამი, გაბედული დიზაინის სტილი არის სამხრეთ კალიფორნიის Hyundai-ს დიზაინ ცენტრის პროდუქტი. Santa Fe შესანიშნავი მოდელი, რომელიც შეიქმნა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ავტომობილების შექმნაზე ორიენტირებული გუნდის მიერ.

 

 

საბარგულის კარები ავტომატური გახსნის ფუნქციით

ამ ფუნქციის საშუალებით შესაძლებელია საბარგულის კარების გახსნა დისტანციურად. სხვა ავტომობილებისგან განსხვავებით შესაძლებელია საბარგულის კარების თქვენთვის სასურველ სიმაღლეზე გაჩერება. 516 ლიტრი მეტი მოცულობის საბარგულში მოთავსდება თქვენი შემდეგი თავგადასავლისთვის საჭირო ყველა ნივთი

 

აეროდინამიკის “A” კლასის დონე

საუკეთესო დიზაინის სარგებელი და უპირატესობა სცილდება მხოლოდ კარგ შესახედაობის ცნებას. ეს სრულიად გამართლებულია Santa Fe-ს შემთხვევაში. უპირატესობა: მეტად აეროდინამიური დიზაინი, რომელიც აუმჯობესებს საწვავის მოხმარების მაჩვენებელს.

 

დიზაინი და განათება

დინამიური გვერდითი ხაზები, რადიატორის ქრომირებული ცხაური და კარების სახელურები შეუდარებელი პრემიუმ დიზაინის თვისებებია. სრულყოფილების შტრიხი - დღის განათება (Daytime Running Lights (DRL)) HID Xenon-ის წინა და უკანა ფარები LED განათებით - ამ მოდელის სტანდარტი უზრუნველყოფს დამატებით ხილვადობას.

 

 

ბორბლების ბრუნვისას...

ბორბლების თვალსაზრისით გაგაჩნიათ ფართო არჩევანი. სტანდარტული 17 ინჩიანი მსუბუქი ალუმინის დისკები ეფექტური მოჭიდების და უამრავი კომპლიმენტის გარანტიაა. თუ მზად ხართ იყოთ ერთი ნაბიჯით წინ, 19 ინჩიანი მსუბუქი ალუმინის დისკები თქვენი არჩევანია.

 

 

 

ინტერიერი

 

მისია: სიამოვნების მინიჭება.

აღჭურვილია ისეთი მახასიათებლებით, როგორიც არის წინა სავარძლების სავენტილაციო სისტემა მძღოლის სავარძლის რეგულირების 12 რეჟიმით, სანავიგაციო სისტემა 8 ინჩიანი სენსორული ეკრანით და Infinity® Logic 7® პრემიუმ კლასის აუდიოსისტემით.

 

 

პირველი ადგილი მეორე რიგის კომფორტის თვალსაზრისით

უკან მჯდომი მგზავრები უთუოდ შეიგრძნობენ ლუქს კლასის გარემოს უკანა სავარძლების გათბობის ფუნქციით, ჩაშენებული მზის დამცავებით და უკან გასაწევი სავარძლებით, რომლებიც იძლევიან კომფორტულად წამოწოლის საშუალებას. ამასთან ერთად უკანა ადგილებს გააჩნიათ დაყოფის და ჩაკეცვის ფუნქცია მეტი მოქნილობისთვის. მაგალითად სნოუბორდის ან თხილამურების გადატანის შემთხვევაში.

 

სტანდარტის აწევა

კომფორტის და კონტროლის შეგრძნება იზრდება და ძლიერდება ისეთი სტანდარტული მახასიათებლების გრძელი ჩამონათვალით, როგორიც არის Bluetooth®, გამადიდებელი სარკეები განათებით (მაკიაჟისთვის) და მრავალფუნქციური ბორტ კომპიუტერი.

 

 

იმოძრავეთ წინ, თქვენ ამას იმსახურებთ

Santa Fe გთავაზობთ წინა სავარძლების სავენტილაციო სისტემას და მძღოლის სავარძელს Integrated Memory System (IMS) სისტემით. ხელმისაწვდომი პრემიუმ კლასის მახასიათებლების ჩამონათვალში ასევე შედის პანორამული ჭერი, დისტანციური გასაღები ელექტრონული ღილაკით, ტყავის სავარძლები, ტყავში ჩასმული საჭე და გადამრთველი, საჭის გამათბობელი, ტემპერატურის ორზონიანი ავტომატური კონტროლი ჰაერის იონიზატორით.

 

 

სენსორული გაძლიერება

ხედის და ხმის გაძლიერება გულისხმობს ხელმისაწვდომ 8 ინჩიან სენსორულ ეკრანს, სანავიგაციო სისტემას და პრემიუმ კლასის 550 ვატიან Infinity® Logic 7® აუდიოსისტემას 12 დინამიკით. 4.3 სენსორული აუდიოეკრანი უკანა ხედის კამერით გთავაზობთ iPod®, iPhone® და სხვა მოწყობილობების მიერთების საშუალებას USB ან დამატებითი შესაერთებლების მეშვეობით.

 

 

საკმარისზე მეტი ფართე სივრცე

სრული კომფორტი ყველაგნ - შესანიშნავად მოხერხებული სამართავი პანელით და დაფარული სატვირთო განყოფილებით დაწყებული ბოთლის და ჭიქის ჩასადებით დამთავრებული.

 

ახალი შთაბეჭდილებები

სხვადასხვა კვლევებმა აჩვენეს, რომ მზის შუქი და სუფთა ჰაერი ძალზე სასარგებლოა. პანორამული ჭერის საშუალებით თქვენ სარგებლობთ ორივე ამ უმნიშვნელოვანესი კომპონენტით. მართეთ ავტომობილი ჯანმრთელად.

 

 

 

 

 

უკანა ხედის კამერა

ამ ფუნქციის მეშვეობით თქვენ ხედავთ რა არის თქვენი მანქანის უკან სანამ თავად გაიხედავთ იმ მიმართულებით. უკანა ხედის გამოსახულება ხელმისაწვდომია როგორც 8 ინჩიან სენსორულ ეკრანზე, ისე 4.3 ინჩიან ფერად სენსორულ აუდიოეკრანზე. საჭიროების შემთხვევაში ეკრანზე ასევე ხელმისაწვდომია პარკირების დამხმარე მითითებები.

 

ავტომატური, ორზონიანი ტემპერატურის კონტროლი

ზოგს უყვარს სითბო. ზოგი კი სიგრილეს ამჯობინებს. ავტომატური, ორზონიანი ტემპერატურის კონტროლის ფუნქცია მარტივად აგვარებს ამ პრობლემას, რადგან წინ და უკან მჯდომი მგზავრები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ირჩევენ და მართავენ მათთვის სასურველ ტემპერატურას.

 

 

წარმადობა მუდამ მზადყოფნაში.

ის განსაცვიფრებლად გამოიყურება. ის საოცრად, წარმოუდგენლად კომფორტულად მიგიყვანთ შემდეგ თავგადასავლამდე. და რაც მთავარია, საწვავის ყველაზე საზრიანი მოხმარების წესით, რადგან Santa Fe- ს გააჩნია სიმძლავრის და საწვავის მოხმარების სრულყოფილი ბალანსი.

 

მძღოლის მიერ არჩეული მართვის რეჟიმი  (Driver Selectable Steering Mode (DSSM))

მძღოლები ნამდვილად აფასებენ Hyundai-ს ინოვაციური Driver Selectable Steering Mode (DSSM) რეჟიმით უზრუნველყოფილი კონტროლის და კმაყოფილების შეგრძნებას. აირჩიეთ სამი - კომფორტი, საშუალო და განსაკუთრებული, გაძლიერებული სპორტ რეჟიმებიდან ერთ-ერთი - და მოარგეთ ის თქვენთვის სასურველ მართვის სტილს.

 

რბილი, 6 საფეხურიანი ავტომატური სიჩქარის გადამრთველი

თითოეული Santa Fe-ს ძრავა Hyundai-ს 6 საფეხურიან SHIFTRONIC® ავტომატურ ტრანსმისიასთან არის დაწყვილებული. თქვენს ხელთაა წარმადობის და საწვავის მოხმარების მაქსიმალური კონტროლი.

 

აქტიური ECO სისტემა

Active ECO System აუმჯობესებს ძრავას და ტრანსმისიის კონტროლს საწვავის ეკონომიურად მოხმარების თვალსაზრისით. შიდა ტესტირებაზე დაფუძნებით, ეს სისტემა 7 % ზრდის საწვავის მოხმარების ეკონომიურობას.

 

ძრავის მაქსიმალური კონტროლი  (Active Cornering Control All Wheel Drive (AWD))

ეს სისტემა უზრუნველყოფს ბრუნვის მომენტს და დამუხრუჭების ძალის მაქსიმალურ კონტროლს. შედეგად - გაუმჯობესებული მოხვევის წარმადობა.

 

 

 

 

უსაფრთხოება

 

BLIND SPOT DETECTION (BSD)

ამ ფუნქციით შესაძლებელია გზის უფრო მეტი კონტროლი, გაგაფრთხილებთ სხვა ავტომობილის მაღალი სიჩქარით თქვენთან მოახლოების შესახებ

 

მოძრაობის ხაზის შეცვლაში დახმარება

ზომავს მომიჯნავე ზოლზე მოძრავი მანქანების მოახლოების სიჩქარეს და გაფრთხილებთ, თუ ზოლის შეცვლა არ არის უსაფრთხო.

 

აღმართზე მოძრაობის დახმარების სისტემა

ამ სტანდარტული ფუნქციის გამოყენებით მაქსიმალურად შემცირებულია აღმართზე ავტომობილის დაგორების საშიშროება.

 

მუხრუჭის ანტიდაბლოკვის სისტემა

უზრუნველყოფს დამუხრუჭების მაქსიმალურ ეფექტურობას და ავტომობილის დამატებით მდგრადობას დაუგეგმავი დამუხრუჭების შემთხვევაში.

 

შვიდი უსაფრთხოების ბალიში

უსაფრთხოების ბალიში, მძღოლის მუხლის უსაფრთხოების ბალიშის ჩათვლით

 

ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებას.

Santa Fe გთავაზობთ უსაფრთხოების დახვეწილ მახასიათებლებს გზის დამატებითი კონტროლის სხვა ავტომობილების მოახლოების მხრივ (Blind Spot Detection (BSD)), მოძრაობის ხაზის შეცვლის მხარდაჭერითა და პარკირების დახმარების ფუნქციით. ყველა მახასიათებელი ავლენს უსაფრთხოებისადმი შესრულებულ ვალდებულებას, რომელიც სცილდება სტანდარტს.

შემაფერხებელი ობიექტის აღმოჩენის და უკან მომავალი ავტომობილების გამაფრთხილებელი სისტემა

გზის დამატებითი კონტროლის, რადარზე დაფუძნებული სისტემა, აღმოაჩენს და აცნობებს მძღოლს სხვა ავტომობილის მაღალი სიჩქარით მოახლოების შესახებ, როგორც უკნიდან, ისე გვერდიდან.

 

 

 

დახმარება მოძრაობის ხაზის შეცვლისას

ამ ფუნქციის უპირატესობა ნათელია: ის გაზომავს სხვა ავტომობილის მოახლოების სიჩქარეს და განსაზღვრავს რამდენად უსაფრთხოა სხვა ხაზზე გადასვლა. თუ ეს თვქვენთვის საფრთხეს წარმოადგენს, სისტემა გაფრთხილებთ როგორც ხმოვნად, ისე ვიზუალურად, ეკრანზე გამოსახული შესაბამისი ტექსტის მეშვეობით.

 

პარკირების დახმარების სისტემა უკანა ხედის კამერასთან ერთად

Santa Fe მოდელში ხელმისაწვდომია პარკირების დამხმარე სისტემა. უკანა ბამპერის სენსორები ხმოვნად აფრთხილებენ მძღოლს ავტომობილის უკან არსებული ობიექტის შესახებ და გაფრთხილების ხმოვანი სიგნალი იზრდება ამ ობიექტთან მიახლოებასთან ერთად.

 

 

ავტომობილის მდგრადობის მართვის სისტემა Vehicle Stability Management (VSM)

ავტომობილის მდგრადობის მართვის სისტემა (VSM) აერთიანებს და ოპტიმიზირებს ელექტრონული მდგრადობის კონტროლს (Electronic Stability Control (ESC)) , მოჭიდების კონტროლის (Traction Control System (TCS)), დამუხრუჭების კონტროლის და დამუხრუჭების დახმარების (Brake Assist (BA)) სისტემებს, ქმნის ერთიან უსაფრთხოების სისტემას, რომელიც დაგეხმარებათ ავარიების თავიდან აცილებაში.

მდგრადობის ელექტრონული კონტროლი Electronic Stability Control (ESC)

Santa Fe-ს ერთ-ერთი ელემენტი - მდგრადობის კონტროლის სისტემა იყენებს სენსორებს სამართავ სისტემაზე და თითოეულ ბორბალზე. ამ ორი კომპონენტის მუშაობაში შეუთანხმებლობის აღმოჩენის შემთხვევაში მდგრადობის ელექტრონული კონტროლის სისტემა შეანელებს შესაბამის ბორბალს, რაც დაგეხმარებათ ავტომობილის საერთო მდგრადობისა და არჩეული კურსის შენარჩუნებაში.

 

მოჭიდების კონტროლის სისტემა (Traction Control System (TCS))

მდგრადობის კონტროლის ელექტრონულ სისტემასთნ ერთად მოჭიდების კონტროლის სისტემა (Traction Control System (TCS)) საჭიროებისამებრ აწვდის დამუხრუჭების ძალას თითოეულ ცალკეულ ბორბალს.

 

დამუხრუჭების ანტიდაბლოკვის სისტემა Anti-lock Braking System (ABS)

საგანგებო დამუხრუჭებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბორბლების დაბლოკვა და შედეგად სამართავ საჭეზე კონტროლის დაკარგვა. ეს სისტემა დაგეხმარებათ ბორბლების შესაძლო ბლოკირების თავიდან აცილებაში და საჭის კონტროლის შენარჩუნებაში საგანგებო დამუხრუჭების შემთხვევაში, ზუსტად მაშინ, როდესაც თქვენ ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.

 

სამუხრუჭე ძალის ელექტრონული განაწილება  Electronic Brake-force Distribution (EBD)

ეს დინამიური სისტემა პროპორციულად ანაწილებს სამუხრუჭე ძალას თითოეულ ბორბალზე მგზავრების და ბარგის წონიდან გამომდინარე და ხელს უწყობს კონტროლის შენარჩუნებას მოულოდნელი, დაუგეგმავი დამუხრუჭების შემთხვევაში.

 

 

 

ტექნოლოგია

იდეები უპირატესობებით

ამ მახასიათებლებით ნავიგაცია არის უფრო მარტივი, საინტერესო და კომფორტული. ინოვაციური აზროვნება ყველაფერში - აღმართზე მოძრაობის დამხმარე (Hillstart Assist Control (HAC) და დაღმართზე დამუხრუჭების კონტროლის (Downhill Brake Control (DBC) სისტემებით დაწყებული სავარძლების საოცარი გაფორმებით და საბარგულის ავტომატური გახსნის ფუნქციით დამათავრებული.

 

საბარგულის ავტომატური გახსნსის ფუნქცია

ეს სტანდარტული მახასიათებელი იყენებს ტექნოლოგიას მაქსიმალური კომფორტის უზრუნველყოფისთვის. ამ ფუნქციის გამოყენებით, საბარგულის კარები იხსნება ავტომატურად, ასევე შესაძლებელია კარების სასურველ სიმაღლეზე გაჩერება.

 

 

დახვეწილი აუდიო

მიიღეთ მაქსიმალური სარგებელი. ხელმისაწვდომი Infinity® Logic 7® Surround Sound Audio System-ას გააჩნია 550 ვატიანი აუდიოსისტემა 12 დინამიკით. ასევე შესაძლებელია iPod®, iPhone® და სხვა საშუალებების მიერთება. Bluetooth® - სტანდარტია, ასე რომ შეგიძლიათ დატკბეთ საყვარელი მუსიკის მოსმენით და უპასუხოთ სატელეფონო ზარებს გზის კონტროლის შესუსტების გარეშე.

 

დახმარება ბორცვებზე მოძრაობისას

ზოგ ავტომობილში ეს ფუნქცია შეთავაზებულია დამატებითი ან გაძლიერებული ფუნქციის სახით, Santa Fe მოდელებში კი ეს სტანდარტული ფუნქცია (Hillstart Assist Control (HAC)) ამცირებს დაგორების საშიშროებას და ხელს უწყობს კონტროლის შენარჩუნებაში დაღმართზე მოძრაობის დროს (Downhill Brake Control (DBC)).

 

მძღოლის მიერ არჩეული მართვის რეჟიმი  (Driver Selectable Steering Mode (DSSM)

მძღოლები ნამდვილად აფასებენ Hyundai-ს ინოვაციური Driver Selectable Steering Mode (DSSM) რეჟიმით უზრუნველყოფილი კონტროლის და კმაყოფილების შეგრძნებას. აირჩიეთ სამი - კომფორტი, საშუალო და განსაკუთრებული, გაძლიერებული სპორტ რეჟიმებიდან ერთ-ერთი - და მოარგეთ ის თქვენთვის სასურველ მართვის სტილს.

 

დისტანციური გასაღები Start ღილაკით

შეიგრძენით დისტანციური გასაღების გამოყენების სრული კომფორთი. აღარ მოგიწევთ ჩვეულებრივი გასაღების გამოყენებასთან დაკავშირებული დისკომფორტის ატანა. ახლა თქვენთვის უკვე შესაძლებელია ავტომობილის გახსნა, დაკეტვა, დაქოქვა და ადგილიდან დაძვრა ღილაკზე ერთი დაჭერით.

 

 

ტემპერატურის ორზონიანი კონტროლი

ზოგს უყვარს სითბო. ზოგი კი სიგრილეს ამჯობინებს. ავტომატური, ორზონიანი ტემპერატურის კონტროლის ფუნქცია მარტივად აგვარებს ამ პრობლემას, რადგან წინ და უკან მჯდომი მგზავრები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ირჩევენ და მართავენ მათთვის სასურველ ტემპერატურას.

 

რატომ Santa Fe 

 

 

 

 

სტანდარტულად მეტი ცხენის ძალის უპირატესობა

შექმენით სასურველი დასათვალიერებელი ადგილების ჩამონათვალი. იმოგზაურეთ მეტი. მოინახულეთ მეტი ადგილი. ეს შესაძლებელია Santa Fe სტანდარტული Gasoline Direct Injection (GDI) ძრავით.

197 ცხ.ძ ტურბო დიზელი

ძლიერი უპირატესობა

 

აქ არსებული სივრცე ამარტივებს ბარგის მოთავსებას

Santa Fe გთავაზობთ მაქსიმალურ სივრცეს ბარგისთვის, უკანა სავარძლების ჩაკეცვის ფუნქცია ნებისმიერი სხვადასხვა ზომის, თუნდაც არასტანდარტულად დიდი ნივთის მოთავსების შესაძლებლობას იძლევა.

მეტი მაქსიმალური საბარგულის სივრცე

 

მაქსიმალურად მსუბუქი მოქნილობა

Santa Fe ბრწყინავს როგორც გზატკეცილზე, ისე ძნელად გასავლელ გზებზეც. ავტოფარეხიდან დაწყებული კემპინგით დამთავრებული, მისი მოხვევის დიამეტრის სიმჭიდროვე მნიშვნელოვანი უპირატესობაა იქ, სადაც მნიშვნელოვანია თითოეული ინჩი

მარტივი U მოხვევა

ნაკლები - უკეთესია

 

მიიღეთ დახმარება ყველაზე საჭირო მომენტში.

Santa Fe აღწევს კომფორტის მწვერვალებს საბარგულის კარების ავტომატური გახსნის ფუნქციით, რომლის შესრულებაც შესაძლებელია დისტანციური გასაღების გამოყენებით. იმდენად მარტივია, რომ ჰგავს სასწაულს.

საბარგულის კარების ავტომატური გახსნა

 

ექსპერტების შთამბეჭდავი აზრი

სავარძლების ჭუჭყგამძლე ქსოვილიდან დაწყებული მძღოლის მიერ არჩეული მართვის რეჟიმით დამთავრებული Santa Fe -ს გააჩნია მრავალი, ძირითადი კონკურენტებისგან განსხვავებული ფუნქცია. ასევე ყველა ჯილდო უსაფრთხოებიდან დიზაინის ჩათვლით - ეს არის ის, რაც უნდა იცოდეთ Santa Fe მოდელის შესახებ.

 

 

გალერეა

ფოტო და ვიდეო გალერეა

1/17