Website is in Process of Renewal U.S. News & World Report- მა Hyundai Sonata საუკეთესო ავტომობილად დაასახელა - Hyundai Auto Georgia

U.S. News & World Report- მა Hyundai Sonata საუკეთესო ავტომობილად დაასახელა

20 თებერვალი, 2017

U.S. News & World Report- მა Hyundai Sonata საუკეთესო ავტომობილად დაასახელა

Hyundai Sonata მოდელი დასახელდა საუკეთესო ავტომობილად U.S. News & World Report-ის მიერ

  • Hyundai Sonata -მ მოიპოვა U.S. News & World Report-ის ჯილდო, როგორც საუკეთესო საშუალო ზომის ავტომობილმა.
  • გამოცემამ გამოარჩია ეს მოდელი შთამბეჭდავი ხარისხის, უნივერსალურობის და ფართო სალონის გამო

2017 წლის 10 თებერვალი - Hyundai Sonata-მ მოიპოვა U.S. News & World Report-ის ჯილდო „საუკეთესო ავტომობილი “ და ეს არის Hyundai Motor -ის მოდელების მეორე ჯილდო სამი წლის განმავლობაში. ამ ნონიმაციაში წარმოდგენილი იყო 18 სხვადასხვა უცხოური და ამერიკული საშუალო ზომის ავტომობილი.

გამოცემამ გამოარჩია Sonata შთამბეჭდავი ხარისხის, უნივერსალურობის და ფართო სალონის თვალსაზრისით და აღნიშნა, რომ “Sonata-ს სტანდარტული და დამატებითი შესაძლებლობების ვრცელი ჩამონათვალი არ საჭიროებს გამოსადეგი ტექნოლოგიის ხსენებას”. სხვა განსაკუთრებით აღნიშნული მახასიათებლებიდან გამორჩეული იყო დანარჩენ მოდელებთან შედარებით უფრო დიდი საბარგული და „ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასი ამ კლასის ავცტომობილებში“.

“U.S. News & World Report - ის ჯილდო გამოხატავს ჩვენ ვალდებულებას მივაწოდოთ ჩვენ მომხმარებლებს უკეთესი პროდუქცია“, თქვა Hyundai Motor America -ს დაგეგმარების ჯგუფის მთავარმა მენეჯერმა ბრენდონ რამირეზმა.

U.S. News ადგენს რეიტინგს ხარისხის და ღირებულების მაჩვენებლების მიხედვით, რათა მოხდეს თითოეული მონაწილის ობიექტური შედარება. თითოეული ავტომობილის რეიტინგი ექვემდებარება რეგულარულ განახლებას და წარმოადგენს ასობით პროფესიონალის სამართლიან და განსხვავებულ მოსაზრებას.U.S. News ჯილდო ეფუძნება უახლესი 2017 წლის რეიტინგებს და TrueCar.com. -ის მიერ წარმოდგენილ ფასებს.

Hyundai Motor -ს შესახებ

1967 წელს დაარსებული კომპანია მოწოდებულია, რომ გახდეს მისი მომხმარებლის პარტნიორი მთელი სიცოცხლის განმავლობაში. კომპანიის მმართველი ჯგუფი, ინოვაციური საქმიანი სტრუქტურაა, რომელსაც შესწევს უნარი აქციოს რკინა დახვეწილ ავტომობილად. Hyundai Motor-ს გააჩნია რვა საწარმოო ბაზა და შვიდი დიზაინისა და ტექნიკური ცენტრი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 4.86 მილიონი ავტომობილი 2016 წლის განმავლობაში. Hyundai Motor -სის 110,000 თანამშრომელზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობს მოდელების წარმოების გაფართოებაზე მოდელების ლოკალიზაციის გზით. კომპანია იღწვის გააძლიეროს ლიდერის პოზიოცია „სუფთა“ ტექნოლოგიებში - ამას ადასტურებს Hyundai Motor -ის მსოფლიოში პირველი მასობრივი წარმოების წყალბადის ავტომობილი, ix35 Fuel Cell და IONIQ - მსოფლიოში პირველი მოდელი სამი ელექტროფიცირებული ძრავით.

მეტი ინფორმაცია Hyundai Motor-ის შესახებ იხილეთ ბმულზე:

http://worldwide.hyundai.com ან http://globalpr.hyundai.com/

საკონტაქტო მონაცემები:

Globalpr@hyundai.com

+82 (0)2 3464 2063, 3464 2159