Website is in Process of Renewal რიგით მეორე Hyundai IONIQ მოდელი ამსტერდამის ვან გოგის მუზეუმისთვის - Hyundai Auto Georgia

რიგით მეორე Hyundai IONIQ მოდელი ამსტერდამის ვან გოგის მუზეუმისთვის

15 თებერვალი, 2017

რიგით მეორე Hyundai IONIQ მოდელი ამსტერდამის ვან გოგის მუზეუმისთვის
  • მსოფლიოში ცნობილი ჰოლანდიური მუზეუმისა და Hyundai Motor-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავება
  • Hyundai IONIQ Hybrid “გახვეული” ვინსენტ ვან გოგის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევარში „ნუშის ყვავილი“
  • ბოლო ცხრა თვის განმავლობაში კორეულ მუზეუმში მნახველების რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა

2016 წლის 21 დეკემბერი - 2016 წლის ივნისში კომპანიამ Hyundai Motor ხელი მოაწერა სამწლიან თანამშრომლობის ხელშეკრულებას ამსტერდამის ვან გოგის სახელობის მუზეუმთან. კომპანიამ გადასცა მუზეუმს IONIQ Hybrid მოდელი “გახვეული” ვინსენტ ვან გოგის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევარში „ნუშის ყვავილი“. ეს არის უკვე მეორე ავტომობილი, რომელიც გადაეცა მუზეუმს კომპანიის მიერ. პირველი - IONIQ Electric “გახვეული” იყო ვან გოგის „მზესუმზირა“- ში და გადაეცა მუზეუმს 2016 წლის ივნისში.

"წლების განმავლობაში Hyundai Motor არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ხელოვნების მხარდამჭერი მსოფლიოში. ჩვენი სურვილია არა მხოლოდ მომავლის მობილობა, არამედ ხელოვნების ხელმისაწვდომობა ყველასთვის. ვან გოგის სახელობის მუზეუმთან თანამშრომლობა აერთიანებს ამ მიზნებს და გახლავთ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენს ურთიერთობებში."

ჯოენ სენგპიელ - მოადგილე მარკეტინგის დარგში Hyundai Motor Europe - ში.

ვან გოგის მუზეუმი ფლობს ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრების ყველაზე ფართო კოლექციას მსოფლიოში. ყოველ წელს მუზეუმს სტუმრობს მილიონზე მეტი ადამიანი. მათ შორის იზრდება კორეელების რიცხვიც. ჩვენი ურთიერთობის სხვა ასპექტს ასევე წარმოადგენს მუზეუმში ტურების თარგმნა კორეულ ენაზე. საწყისი წარმატება ამ თანამშრომლობის უკვე საკმაოდ თვალსაჩინოა: კორეელი დამთვალიერებლების რიცხვი გაიზარდა 2014 წელს 8000-დან 30000-მდე, და ეს მხოლოდ ბოლო ცხრა თვის განმავლობაში.

"ჩვენ ვიზიარებთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰოლანდიელი მხატვრის ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრებით საერთო გატაცებას. ეს არის თანამშრომლობის მტკიცე საფუძველი. ჩვენ პარტნიორს Hyundai-ს - ისევე როგორც ვან გოგის მუზეუმს - გააჩნია გარემოსა და მდგრადობის მეტად რეალისტური ხედვა. ჩვენთვის დიდი სიამოვნებაა ვიქონიოთ ორი ეკოლოგიურად უსაფრთხო Hyundai IONIQ მოდელი - არა მხოლოდ იმიტომ რომ ისინი შთაგონებულია ვან გოგის ორი უდიდესი ნამუშევრით, არამედ იმიტომ რომ გააჩნიათ გამძლე და ხანგრძლივად მომუშავე ელექტრული ძრავა."

აქეს როგერ - ამსტერდამის ვან გოგის მუზეუმის დირექტორი

Hyundai Motor-ი ყოველთვის თვლიდა თავის ვალდებულებად გახადოს ხელოვნება ხელმისაწვდომი ყველასთვის, ამიტომაც გაფორმდა ხელშეკრულება სხვადასხვა მუზეუმებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ლონდონის Tate Modern, ლოს-ანჯელესის County Museum of Art (LACMA) და სეულის Museum of Modern and Contemporary Art.