Website is in Process of Renewal Kona - მსოფლიო პრემიერა- კომპაქტური ჯიპი აქტიური ცხოვრების სტილისთვის - Hyundai Auto Georgia

Kona - მსოფლიო პრემიერა- კომპაქტური ჯიპი აქტიური ცხოვრების სტილისთვის

18 ივნისი, 2017

Kona - მსოფლიო პრემიერა- კომპაქტური ჯიპი აქტიური ცხოვრების სტილისთვის

Hyuindai Motor-მა წარმოადგინა Kona - კომპაქტური ჯიპი, ბოლო მოდელი დახვეწილი ჯიპების ხაზში. ძლიერი, შთამბეჭდავი დიზაინითა და შეუდარებელი ინდივიდუალურობით Kona შექმნილია აქტიური და სიცოცხლის მოყვარული მომხმარებლებისთვის.

Kona-ს მოდელით შეიქმნა დახვეწილი და ფუნქციური კომპაქტური ჯიპი, რომელიც იდეალურად მოუხდება აქტირუი ცხოვრების სტილის მოყვარულებს, აღნიშნა Hyuindai Motor-ის ვიცე პრეზიდენტმა. ჩვენი მიზანია ახალი სტანდარტების ჩამოყალიბება კომპაქტური ჯიპების სეგმენტში: მიმზიდველი, მოწინავე ტექნოლოგიებითა და გამორჩეული უსაფრთხოების მახასიათებლებით.

Kona არის განსაკუთრებულად ეფექტური საწვავის მოხმარების თვალსაზრისით, ძლიერი, მაღალი წარმადობის მქონე მოდელი - იშვიათი თავის კლასის ავტომობილებში. ტურბო და საწვავის მაღალი წარმადობის ძრავების დიაპაზონი უზრუნველყოფს მსუბუქ და მარტივ მართვას. მოდელი Kona შემოვა ფართო გაყიდვაში კორეაში მიმდინარე თვის განმავლობაში, შემდეგ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში.