Website is in Process of Renewal J.D. Power-მა მიანიჭა Tucson და Genesis მოდელებს პირველობა პატარა და საშუალო ზომის ავტომობილების რეიტინგში. - Hyundai Auto Georgia

J.D. Power-მა მიანიჭა Tucson და Genesis მოდელებს პირველობა პატარა და საშუალო ზომის ავტომობილების რეიტინგში.

18 ოქტომბერი, 2016

J.D. Power-მა მიანიჭა Tucson და Genesis მოდელებს პირველობა პატარა და საშუალო ზომის ავტომობილების რეიტინგში.

სიახლეების მიმოხილვა

Tucson და Genesis მოდელების საუკეთესო სეგმენტები J.D. Power კვლევის მიხედვით 

l  J.D. Power-მა მიანიჭა Tucson და Genesis მოდელებს პირველობა პატარა და საშუალო ზომის ავტომობილების რეიტინგში.

lI  Tucson - პირველია ექვს შეფასების კატეგორიაში, ხოლო Genesis უსწრებს 20 სხვა ავტომობილს თავის კლასში.

 

2016 წლის 11 ოქტომბერი J.D. Power 2016 U.S. Tech Experience Index StudySM, მიანიჭა პირველობა Tucson and Genesis მოდელებს პატარა და საშუალო ზომის ავტომობილებს შორის. საწყისი კვლევის პროცესში ფასდებოდა მფლობელის გამოცდილება, გამოყენება და მძღოლზე ორიენტირებული ტექნოლოგიის პრინციპების დაცულობა.  თითოეულმა მოდელმა პირველობა მოიპოვა თავის კლასის ავტომობილებს შორის, Tucson მოდელმა მოიპოვა პირველობა ექვს კატეგორიაში - პირდაპირი შეჯახების საშიშროებისგან დაცვა, კომფორტი და მოხერხებულობა, მართვის პროცესის ხელშეწყობა, გართობა და კავშირის დამყარება, ნავიგაცია.  Genesis იყო პირველი თავის კლასის 20 ავტომობილს შორის.

“გაუმჯობესებული უსაფრთხოება და კომფორტული ტექნოლოგიები უმეტესი მძღოლის ძირითადი სურვილია და ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი მოდელები აჭარბებენ ყოველგვარ მოლოდინს ამ თვალსაზრისით, - განაცხადა Hyundai Motor America -ს ინჟინერიისა და ხარისხის განყოფილების ხელმძღვანელმა მირკეა გრადუმ. “ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი, ვინც დანერგა და სტანტარდად აქცია მოწინავე უსაფრთხოების ტექნოლოგიები როგორიც არის ავტომატური საგანგენო დამუხრუჭება და გზიდან გადასვლის გაფრთხილება, ასევე გართობის მხრივ - მახასიათებლებისა, როგორიც არის Apple CarPlay და  Android Auto, Hyundai Motor მოწოდებულია უზრუნველყოს უკეთესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ავტომობილის  უკეთესი გამოყენებისთვის."

მოდელი Tucson აღჭურვილია ისეთი დახვეწილი უსაფრთხოების მახასიათებლებით, როგორიცაა გზიდან გადასვლის გაფრთხილება (Lane Departure Warning (LDW)), მძღოლისთვის შეუმჩნეველი ობიექტის აღმოჩენა (Blind Spot Detection (BSD)), უკან მომავალი ავტომობილის შესახებ გამაფრთხილებელი სისტემა (Rear Cross-Traffic Alert (RCTA)), გზის შეცვლის დამხმარე სისტემა (Lane Change Assist (LCA)), სათადარიგო გამაფრთხილებელი სენსორები (Backup Warning Sensors) და ავტონომიური საგანგებო დამუხრუჭება (Autonomous Emergency Braking (AEB)). Tucson გთავაზობთ სტანდარტულ 5 ინჩიან თხევადკრისტალურ ეკრანს უკანა ხედის კამერით და სენსორული ეკრანით. Android Auto , Apple CarPlay Android Auto და Apple CarPlay ასევე ხელმისაწვდომია Apple Siri® “Eyes Free ტექნოლოგიასთან ერთად. პოპულარული აპლიკაციები, როგორიცაა Pandora® Internet Radio თავიდანვე ჩაშენებულია მულტიმადია სისტემაში.

Genesis აღჭურვილია უსაფრთხოების ტექნოლოგიების ნაკრებით Sensory Surround Safety™. ასევე ეს მოდელი გთავაზობთ ავტონომიურ საგანგებო დამუხრუჭებას (Autonomous Emergency Braking (AEB)), სიჩქარეების ავტომატურ კონტროლს გზის შეცვლის გაფრთხიელების ფუნქციით (Smart Cruise Control with Lane Departure Warning (LDW)) დამატებითი უსაფრთხოებისთვის,  მოძრაობის ხაზის შენარჩუნების დამხმარე სისტემა (Lane Keeping Assist (LKA)), მძღოლისთვის შეუმჩნეველი ობიექტის აღმოჩენის სისტემა (Blind-Spot Detection system (BSD)), ელექტრონული მდგრადობის კონტროლი (Electronic Stability Control (ESC)), მოძრაობის ხაზის შეცვლის დამხმარე სისტემა (Lane Change Assist (LCA)), გზაზე მოძრავი ავტომობილების გამაფრთხილებელი სისტემით (Rear Cross-Traffic Alert (RCTA)),  და სხვა. and more. დამატებით, Genesis -ის მახასიათებლები, როგორიცაა საჭის მართვის ავარიული რეჟიმი, რომელიც ავტომატურად ცვლის პარამეტრებს ელექტრონული მდგრადობის სისტემაში, რათა თავი აარიდოს პირდაპირ შეჯახებას.  Genesis ასევე გთავაზობთ მძღოლის კომფორტისთვის არსებულ საუკეთესო ტექნოლოგიებს და მედია საშუალებებს, როგორიცაა Lexicon® Discrete Logic 7 Surround აუდიო სისტემა, რომელიც მოიცავს SiriusXM® Radio, HD Radio, და iPod/USB დამატებით ბუდეებს. ალტერნატიული უმაღლესი ხარისხის DIS სანავიგაციო სისტემა აღჭურვილია 9.2 ინჩიანი მაღალი ხარისხის ეკრანს, 720p უმაღლესი სიმკვეთრის (პირველი თავის კლასის ავტომობილებში), 64GB SSD დისკით მულტიმედიისთვის და პრემიუმ ხარისხის Lexicon აუდიო სისტემით.

მეტი ინფორმაციისთვის 2016 წლის აშშ-ს Tech Experience Index (TXI) კვლევის შესახებ, ეწვიეთ  შემდეგ გვერდს მისამართზე : http://www.jdpower.com/resource/us-tech-experience-index-study.

მირკეა გრადუ, ინჟინერიისა და ხარისხის განყოფილების ხელმძღვანელი, Hyundai Motor America ეთანხმება  Tucson და Genesis მოდელების მაჩვენებლების თაობაზე მაიქ ბატალიასგან,  J.D. Power -ის დირექტორის მოადგილე საცალო გაყიდვების მიმართულებით.

* J.D. Power

J.D. Power მარკეტინგული, მომხმარებელთა ინფორმაციის ანალიტიკური კომპანია , რომელიც ეხმარება თავიანთ კლიენტებს შეაფასონ, შეიტყონ და გააუმჯობესონ  ეფექტურობის ძირითადი მაჩვენებლები, რომლებიც მოქმედებენ მათ ზრდაზე და მომგებიანობაზე.   J.D. Power's კრიტერიუმები, უნიკალური მონაცემები და ანალიტიკური პლატფორმა და სანდო და დამოუკიდებელი რეპუტაცია ხდის კომპანიას  ერთ-ერთ ყველაზე კარგად ცნობილ და საიმედო მომხმარებლის აზრებისა და იდეების მიმწოდებელად მსოფლიოში.  J.D. Power დაარსებულია 1968 წელს სათაო ოფისით კალიფორნიის კოსტა მესაში,  და ასევე გააჩნია ოფისები ჩრდილოეთ/სამხრეთ ამერიკაში, აზიასა და ევროპაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ავტომობილების მიმოხილვის და რეიტინგის, დაზღვევის და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებ გვერდს: jdpower.com/ratings.  

-Ends- დასასრული

Hyundai Motor-ს შესახებ

 

1967 წელს დაარსებული კომპანია Hyundai Motor Company მოწოდებულია გახდეს თითოეული მომხმარებლის პარტნიორი მთელი სიცოცხლის მანძილზე. კომპანია ხელმძღვანელობს Hyundai Motor Group -ს - ინოვაციურ ბიზნეს სტრუქტურას, რომლის ფარგლებშიც მდნარი ლითონი იქცევა დასრულებულ ავტომობილად. Hyundai Motor-ს გააჩნია რვა საწარმოო ბაზა და შვიდი დიზანისა და ტექნოლოგიური ცენტრი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 2015 წელს გაყიდული იყო 4.96 მილიონი ავტომობილი. 110,000 მუშაკზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით Hyundai Motor კვლავ აგრძელებს თავიანთი პროდუქტის გაძლიერებას ლოკალური მოდელების დამატებით და იღწვის პირველობისთვის სუფთა ტექნოლოგიების დაფუძნების პირველობისთვის, დაიწყო წყალბადზე მომუშავე ix35 Fuel Cell და IONIQ მოდელების  მასიური გამოშვება. IONIQ არის პირველი მოდელი მსოფლიოში სამი ელეტრიფიცირებული ტრანსმისიით ერთ ავტომობილში.

მეტი ინფორმაცია ix35 Fuel Cell და IONIQ შესახებ იხილეთ: http://worldwide.hyundai.comor http://globalpr.hyundai.com/

Hyundai Motor America

Hyundai Motor America, - სათაო ოფისი კალიფორნიის Fountain Valley-ში, არის Hyundai Motor Co. of Korea შვილობილი კომპანია. Hyundai-ს ავტომობილები ვრცელდება აშშ-ში Hyundai Motor America -ს მიერ და იყიდება ქვეყნის 830 სადილერო კომპანიაში. ყველა Hyundai -ს ავტომობილი გაყიდული აშშ-ში ითვალისწინებს Hyundai  -ს დაზღვევის თანხებს, რაც გულისხმობს 5 წ/60 000 მილს ახალი ავტომობილით შეცვლას ლიმიტირებული გარანტიით, ხოლო 10 წ/100000მ - ხუთწლიან დამატებით Roadside Assistance ფუნქციას. Hyundai Blue Link Connected Care უზრუნველყოფს მფლობელებს Blue Link ტექნოლოგიის სისტემით დამატებითი უსაფრთხოების პარამეტრებით აღჭურვას. დამატებით უსაფრთხოების მომსახურებას უზრუნველყოფს შეჯახების ალბათობის შეტყობინების სისტემა, გაუმჯობესებული გზაზე მოძრაობის დახმარების სისტემა, ავტომობილის დიაგნოსტიკის შეტყობინება, ყოველთვიური ავტომობილის მდგომარეობის შესახებ მოხსენება და შიდა საავტომობილო სამუშაოების ჩატარების განრიგი.

დეტალური  ინფორმაციისთვის იხილეთ : www.HyundaiAssurance.com

გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ვებ საიტს: www.hyundainews.com და ჩვენს ბლოგს www.hyundailikesunday.com