Website is in Process of Renewal Hyundai IONIQ - მარტივი და დახვეწილი მართვა - Hyundai Auto Georgia

Hyundai IONIQ - მარტივი და დახვეწილი მართვა

23 ნოემბერი, 2016

Hyundai IONIQ - მარტივი და დახვეწილი მართვა

Hyundai IONIQ  - მარტივი და დახვეწილი მართვა

თვითმართვადი Autonomous IONIQ კონცეფცია აერთიანებს თავის  თავში ჰიბრიდს, დასატენ  ჰიბრიდს და ელექტრულ ელემენტებზე მომუშავე მოდელების მუშაობის პრინციპებს.

 

იხილეთ გალერეა - 11 გამოსახულება

 

Hyundai -მ დაამატა ახალი მორიგი ხაზი მოწინავე IONIQ  მოდელებში. ჰიბრიდი, დასატენი  ჰიბრიდი და ელექტრულ ელემენტებზე მომუშავე მოდელების გაერთიანება კონცეფტუალურად ავტონომიურ მოდელში - Hyundai -მ შექმნა თვითმართვადი, "მარტივზე მარტივი"  სისტემა.

Autonomous IONIQ კონცეფცია იყენებს Hyundai-ს ავტომობილების ორ მახასიათებელს: მოძრაობის ხაზის შენარჩუნების დამხმარე სისტემის კამერას და კრუიზ კონტროლის წინა კამერას, რომლებიც აკონტროლებენ საგზაო ნიშნებს და წინ მყოფი ობიექტების მდებარეობას და სიჩქარეს შესაბამისად.

ეს ორი მახასიათებელი ჩაშენებულია დამატებითი LiDAR ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც , სხვა თვითმართვადი ავტომობილებისგან განსხვავებით, არის დამალული. ავტომობილის ზედა ნაწილში დამონტაჟების ნაცვლად, LiDAR სენსორები ჩაშენებულია წინა ბამპერის წინა და გვერდით მხარეებში. 

სამი კამერის რიგი აღმოაჩენს მოძრაობის ხაზებს და ასევე მოახლოებულ ფეხით მოსიარულეს და საგზაო ნიშნებს. GPS გამოიყენება ავტომობილის ადგილმდებარეობის აღმოსაჩენად, რადარი კი აკონტროლებს მოძრაობის ხაზის უსაფრთხო შეცვლას. ინფორმაცია ადგილმდებარეობის, გზის მდგომარეობისა და მოსახვევების შესახებ, მოძრაობის ხაზის სიგანისა და მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია მოიპოვება მაღალი ხარისხის რუკებიდან.

საბოლოო ჯამში LiDAR აპარატურული მხარე უზრუნველყოფს ავტომობილის ირგვლივ სივრცის უმეტესი ნაწილის ხედვას, უკანა ნაწილის გარდა, რომელსაც ფარავს მხოლოდ რადარი.  საშუალო და ფართო არეალის დაფარვის რადარები ასევე ამოწმებენ ავტომობილის წინ არსებულ სივრცეს სამი კამერის მეშვეობით, რომლებიც მდებარეობს საქარე მინის ზედა და ცენტრალურ ნაწილში.

სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია გროვდება ავტომობილის ავტონომიურ ოპერაციულ სისტემაში, რომელიც იყო შემუშავებული Hyundai -ს მიერ მომავალში ავტონომიურ მოდელებში გამოსაყენებლად - მათი მიზანია ნაკლები გამოთვლითი ძალის გამოყენება და უფრო მისაღები ღირებულება სხვა ამგვარ სისტემებთან შედარებით.

კონცეფციას გააჩნია ავტომატური საგანგაშო დამუხრუჭების, კრუიზ კონტროლის, მოძრაობის ხაზის შეცვლის კონტროლის და უკან მომავალი ავტომობილების აღმოჩენის დამხმარე სისტემები. გარდა ამისა, ავტონომიური სისტემები ისე არის ჩაშენებული, რომ  მოხდეს შეუფერხებელი გადასვლა ავტომატური და მექანიკური რეჟიმებს შორის.

3 თვითმართვადი IONIQ მოდელი იტესტება ამჟამად სამხრეთ კორეის ქალაქ ნამიანგის Hyundai -ს ცენტრში. მოდელი ასევე  იქნება წარმოდგენილი ლას-ვეგასში სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუზე (Consumer Electronics Show) 2017 წლის იანვარში. როგორც კომპანია აცხადებს, ამ დროისთვის ავტომობილები იქნება აღჭურვილი სისტემით, რომელიც "ამოიცნობს და გაუმკლავდება" დატვირთულ ფეხით მოსიარულე ნაკადს, საგზაო სამუშაოებსა და შეზღუდვებს, დაუბმელ ძაღლებს, მოთამაშე  ბავშვებს და გზაჯვარედინებს საგზაო ნიშნების გარეშე.

თვითმართვადი IONIQ კონცეფცია წარმოდგენილი იყო ლოს- ანჯელესის Motor Show -ზე.