Website is in Process of Renewal HYUNDAI ELANTRA საუკეთესო ავტომობილების ათეულშია - Hyundai Auto Georgia

HYUNDAI ELANTRA საუკეთესო ავტომობილების ათეულშია

10 ნოემბერი, 2016

HYUNDAI ELANTRA საუკეთესო ავტომობილების ათეულშია

ესთეტიკურობით, ერგონომიულობითა და შესანიშნავი დიზაინით ცნობილი მოდელი , FOUNTAIN VALLEY, Calif., 2016 წლის 20 სექტემბერი – 2017 წლის Hyundai Elantra არის Wards 10 Best User Experiences (UX) -ის საუკეთესო ავტომობილების პირველ ათეულში. Elantra გამოირჩევა, როგორც მნიშვნელოვანი ლიდერი მომხმარებელზე მორგებული ტექნოლოგიებითა და დახვეწილობით.

 

“ჩვენ ვამაყობთ, რომ Elantra შევიდა მსოფლიო საუკეთესო მოდელების ათეულში, „-თქვა მაიკ ო’ბრეინმა Hyundai Motor America -ს ვიცე-პრეზიდენტმა კორპორაციულ  პროდუქტების გამოშვების დაგეგმარების დარგში. “Elantra შექმნილი იყო დახვეწილი ტექნოლოგიებით და პრემიუმ კლასის კომფორტით, რათა მიეწოდებინა ჩვენი მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული  კომფორტი და მოხერხებულობა შესანიშნავ ფასად.”

2016 Wards 10 Best UX შეჯიბრი შექმნილი იყო 10 საუკეთესო ინტერიერის დამატებითი, შემდგომი გაუმჯობესების და დახვეწის განხილვის საფუძველზე და მკაფიოდ და დეტალურად განიხილავს ავტომობილის მომხმარებელზე მორგებულობის დონეს, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს მომხმარებლის იმედაგცრუების, შეჯახების ალბათობა და გააძლიეროს უსაფრთხოების დონე.  შეჯიბრში ქულების  მინიჭება  ეფუძნება ავტომობილის წარმადობიდას, ავტომატურ მართვას, სანავიგაციო სისტემის ეკრანებს, ნავიგაციას, მასალებსა და მძღოლის დამხმარ სისტემებს. ასევე გათვალისწინებულია მომხმარებლისთვის რაიმე „მოულოდნელი და აღმაფრთოვანებელი“. და ბოლოს, არ არსებობს ღირებულების ზღვარი, მაგრამ ავტომობილის საერთო ღირებულება და ხარისხი მიიღება მხედველობაში. Wards Auto შემფასებლებმა შეაფასეს 29 სრულიად ახალი და მნიშვნელოვნად შეცვლილი მსუბუქი ავტომობილი აშშ-ში. მხოლოდ 10 ავტომობილი უზრუნველყოფს შესანიშნავ და სრულყოფილ მომსახურებას მომხმარებლისთვის.
ყველა ახალი 2017 წლის Elantra ნამდვილად მოწინავეა კომფაქტ კლასის ავტომობილების ინოვაციური ტექნოლოგიების თვალსაზრისით, რაც ზრდის მომხმარებლის კომფორტსა და მოხერხებულობას პრემიუმ კლასის ავტომობილის ფასის გარეშე.  Elantra სთავაზობს მომხარებელს ახალ დინამიურ მოხვევის განათებას და გაუმჯობესებულ კრუიზ კონტროლის ფუნქციას. ყველა Elantra სტანდარტულად აღჭურვილია iPhone®/USB, დამატებითი პორტებითა და SiriusXM® სატელიტური რადიოთი. 2017 წლის სიახლე  -  ორი დახვეწილი საინფორმაციო-გასართობი სისტემა ძირითადი აუდიო სისტემის გარდა, რომელიც სრულყოფილად ამყარებს ციფრულ კავშირს -  7.0 ინჩიანი სენსორული ეკრანი უკანა ხედის კამერით და Hyundai -ს შემდეგი თაობის 8.0 ინჩიანი სანავიგაციო სისტემით. ორივე მულტიმედიური სისტემა აღჭურვილია Apple® CarPlay და Android® Auto ტექნოლოგიებით ყველაზე გავრცელებული სმარტფონების შეუფერხებელი და გამართული ფუნქციონირებისთვის.  რადგან სმარტფონის ინტეგრირება საჭიროებს გამტარით დაკავშირებას , ელენტრა უზრუნველყოფს დამატებით, მეორე USB პორტს - პირველი აპლიკაცია Hyundai -ს ავტომობილში. 2017 Elantra ასევე გთავაზობთ ახალი თაობის Hyundai Blue Link სისტემას, გაძლიერებული უსაფრთხოებითა და ინფორმაციულ-გასართობი მომსახურებით. 

HYUNDAI MOTOR AMERICA
Hyundai Motor America, სათაო ოფისით Fountain Valley-ში, კალიფორნიის შტატში, არის Hyundai Motor Co. of Korea -ს შვილობილი კომპანია. Hyundai-ს ავტომობილები იყიდება მთელი აშშ-ს მასშტაბით და 830-ზე მეტი  სადილერო კომპანიის მეშვეობით ხორციელდება განაწილება მთელი ქვეყანაში.   ყველა აშშ-ში გაყიდული Hyundai -ს ავტომობილისთვის მოქმედებს Hyundai -ს დაზღვევის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 5 წ/60 000 მილი შეზღუდულ გარანეტიას, 10 წ/1000000 მილი შეზღუდული გარანტიის ავტომობილს და 5 წლის დამატებით გზაზე დახმარების მომსახურებას. Hyundai Blue Link Connected Care უზრუნველყოფს Blue Link ტელემატურ სისტემის ფუნქციონირებას დამატებითი დაცვით და დამატებითი ერთწლიანი საავტომობილო მომსახურებით. ეს მომსახურება ითვალისწინებს შეჯახების ავტომატურ შეტყობინებას, ავტომობილის შემოწმების საგანგაშო შეტყობინებას, ყოველთვიურ ინფორმაციის მიწოდებას ავტომობილის მდგომარეობის შესახებ და პროფილაქტიკური შემოწმების დაგეგმვას.   

 

დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.HyundaiAssurance.com

ასევე ეწვიეთ ჩვენ ვებ საიტს www.hyundainews.com და ბლოგს  www.hyundailikesunday.com

Hyundai Motor America Twitter | YouTube | Facebook