Website is in Process of Renewal „ჰიუნდაის“ კონცეპტუალური „ჯენეზის კუპე ლეგატო“ - Hyundai Auto Georgia

„ჰიუნდაის“ კონცეპტუალური „ჯენეზის კუპე ლეგატო“

8 ოქტომბერი, 2013

„ჰიუნდაის“ კონცეპტუალური „ჯენეზის კუპე ლეგატო“

კორეული კომპანია ამ ავტომობილსაც ლას ვეგასის ავტო შოუ SEMA-სთვის ამზადებს, სადაც სულ სამი კონცეპტუალური ავტომობილით წარსდგება. მათგან ერთია „ჯენზის კუპეს“ 1 000-ცხენისძალიანი ვერსია, რომელიც კომპანია „ბისიმოტოსთან“ ერთადაა შექმნილი, მეორე კი „ველოსტერ ნაით რეისერი“, გაცილებით „მშვიდი“ (250 ცხ.ძ) ავტომობილი, აგრესიული გარეგნობით.

კონცეპტუალური „ჯენეზის კუპე ლეგატო“ კომპანია „ARK პერფორმენსთან“ ერთად შეიქმნა. კონცეპციის ტექსტურ ნაწილში განმარტებულია ავტომობილის სახელი - ლეგატო მუსიკალური ტერმინია და იტალიურად ერთმანეთთან დაკავშირებულებს ნიშნავს. ეს განსაზღვრება კი ეკზოტიკურ დიზაინს, უზადო შესრულებას და ლუქსის სტილში გაფორმებულ ინტერიერს მოიცავს.

„ჰიუნდაიმ“ ჯერ ამ კონცეპტუალური ავტომობილის მხოლოდ ესკიზები გაავრცელა, თუმცა მათზე აშკარად ჩანს, რომ „ჯენეზის კუპე ლეგატო“ უნიკალურ სტილშია შესრულებული. გარდა ამისა, მოდფიკაცია ჩაუტარდა ლამბდა სერიის 3.8-ლიტრიან V6 ძრავს, რომლის მუშა მოცულობაც 4.0 ლიტრამდ გაიზარდა. შესაბამისად, სიმძლავრე 400 ცხენის ძალამდე, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 580 ნიუტონმეტრამდე გაიზარდა.

ასევე შეიცვალა ავტომობილის საკიდარი, კერძოდ კი მისი დრეკადი ელემენტები, რომლებიც უფრო ხისტი გახდა. „ჯენეზის კუპე ლეგატო“ კომპანია „რეის ინჯინირინგის“ წარმოების ალუმინის ბორბლებზე დგას, რომლებიც „ნ ტოს“ NT05 საბურავებითაა შემოსილი. მუხრუჭებში გამოყენებულია კარბონ კერამიკული კომპოზიტისგან დამზადებული ხუნდები.