Website is in Process of Renewal „ჰიუნდაი Xცენტი“ - სედანი ჰეჩბეკ i10-ის ბაზაზე - Hyundai Auto Georgia

„ჰიუნდაი Xცენტი“ - სედანი ჰეჩბეკ i10-ის ბაზაზე

10 თებერვალი, 2014

„ჰიუნდაი Xცენტი“ - სედანი ჰეჩბეკ i10-ის ბაზაზე

„ჰიუნდაიმ“ ნიუ დელის ავტო ექსპოს კიდევ ერთი დებიუტანტი გაგვაცნო - პატარა „Xცენტი“, რომელიც გაბარიტებით ჰეჩბეკ „გრანდ i10-ის“ ტოლი სედანისძარიანი ავტომობილია და მისგან მცირედით განსხვავდება. ორივე ავტომობილი ინდურ და აზიის რეგიონის განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე, კონკურენციას „ჰონდა ამაზეს“, „ტატა ზესტს“ და „მარუტი სუზუკი სვიფტ დიზაიას“ გაუწევენ.

სედანი „Xცენტი“ აღიჭურვება როგორც ბენზინის , ასევე დიზელის მცირე ლიტრაჟიანი (1.1 და 1.2-ლიტრიანი) ძრავებით, რომელბსაც მექანიკური და ავტომატური გადაცემათა კოლოფები დაუკავშირდება. კორეული კომპანია ჯერჯერობით ამ ძრავების მახასიათებლებს არ აქვეყნებს, თუმცა დიდი ალბათობით შეიძლება თქმა, რომ სედანი მათ ჰეჩბეკისგან გაიზიარებს.

ამასთან, „Xცენტი“ თავისი კლასისთვის საკმაოდ მრავალფეროვან ეკიპირებას მიიღებს. მათ შორისაა აუდიო სისტემა, რომელსაც 1 გიგაბაიტი გარე მეხსიერება აქვს, ამ სისტემის მართვის ღილაკები, რომლებიც საჭის რგოლზეა განლაგებული, ჰაერის კონდიცირება უკანა სავარძლებისთვის, სარკეების ავტომატური სარეგულირებლები და ბევრი სხვა.

წინასწარი მონაცემებით, ჰეჩბეკსა და სედანს ინტერიერიც ოდნავ განსხვავებული ექნებათ. მაგალითად, სედანზე კლიმატ კონტროლს დააყენებენ. გარდა ამისა, სტანდარტულ ეკიპირებაში შევა უკანა სვლის კამერა და უკან სავარძლებზე იდაყვების დასაყრდნობები.

„სედანი „Xცენტი“ მსოფლიო კლასის პროდუქტია, რომელიც სპეციალურად ინდური ბაზრისთვის არის შექმნილი. ის განასახიერებს „ჰიუნდაის“ სწრაფვას, მაქსიმალურად დააკმაყოფილოს ინდოელი მომხმარებლის მოთხოვნილებები, რასაც მაღალი სტანდარტის ხარისხით შევძლებთ“, - ნათქვამია „ჰიუნდაის“ მიერ გამოქვეყნებულ რელიზში.