Website is in Process of Renewal „ჰიუნდაი“ - მომხმარებელთა ლოიალობა გაყიდვების ზრდაზე მეტად - Hyundai Auto Georgia

„ჰიუნდაი“ - მომხმარებელთა ლოიალობა გაყიდვების ზრდაზე მეტად

16 დეკემბერი, 2013

„ჰიუნდაი“ - მომხმარებელთა ლოიალობა გაყიდვების ზრდაზე მეტად

ამ პრინციპით კორეული კომპანია მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ხელმძღვანელობს. და ახლა, როცა მისი ბიზნესი არნახულად განვითარდა, ამ პრინციპს კიდევ უფრო გულმოდგინედ იცავს. და არავის გაჰკვირვებია, როცა „ჰიუნდაის“ ევროპული შტოს შეფმა ალან რაშფორტმა განაცხადა, რომ მომავალ წელს მისი კომპანია არ გეგმავს ბაზრის წილის ზრდაზე ყურადღების გამახვილებას და ისევ მყიდველის ლოიალობის მაღალი მაჩვენებლის მიღწევაზე იზრუნებს.

კორეული კომპანია ევროპაში წელს ალბათ შეძლებს 3.5-პროცენტიანი წილის შენარჩუნებას. მის გეგმებში შედის, რომ ეს წილი 2020 წელს 5 პროცენტამდე გაიზარდოს, თუმცა ამ მომენტში პრიორიტეტი მყიდველთა ლოიალობის მაღალი დონის შენარჩუნებაა.

„ჩვენი უპირველესი ამოცანა, ჩვენი ოპერაციების ხარისხის გაუმჯობესებაა, თუნდაც ამის ბაზრის წილის დათმობა მოჰყვეს. ბოლო ხუთ წელიწადში ჩვენ ბევრს მივაღწიეთ. საჭირო დროს შესაფერის ადგილზე ვიყავით და შესაფერის პროდუქციას ვაწარმოებდით. უტილიზაციის ევროპულმა სქემებმა ბევრი ახალი მომხმარებლის მოზიდვის საშუალება მოგვცა. და ახლა ჩვენთვის გამოწვევას, ამ მოზიდული მომხმარებლების შენარჩუნება წარმოადგენს“, - ამბობს რაშფორტი.

ამჟამად ევროპული ქვეყნების გზებზე დაახლოებით 3.3 მილიონი „ჰიუნდაი“ დადის, რომელთა სამი მეოთხედიც შვიდი წლისაც არაა. რაშფორტი ამბობს, რომ ეს კარგი მაჩვენებელია და ლოიალობის ინდექსის გაუმჯობესებით, გაყიდვების საერთო მოცულობის ზრდისთვის სოლიდური საფუძველი შეიქმნება, რაც ხანგრძლივი პერიოდით უზრუნველყოფს მისი კომპანიის მყარ პოზიციებს.

ის დასძენს, რომ შარშან ლოიალობის მაჩვენებელი ევროპის ბაზარზე 36 პროცენტი იყო, მაგრამ წელს ის დაახლოებით 49 პროცენტამდე გაიზრდება. და თუ ის კიდევ 5 პროცენტით მოიმატებს, ეს წლიური გაყიდვების დაახლოებით 34 000 ერთეულით გაზრდას გამოიწვევს.

რაშფორტი დასძენს, რომ მომხმარებელთა შესანარჩუნებლად, მათ ეცვროპული ბაზრისთვის შესაფერისი და ევროპაში წარმოებული პროდუქცია მაქსიმალურად უნდა შესთავაზონ. ამასთან, მყიდველს ფინანსური რესურსი ისევ „ჰიუნდაის“ ჯგუფში შემავალმა შესაბამისი პროფილის კომპანიამ უნდა მიაწოდოს, რასაც სხვა კომპანიები უკვე დიდი ხანია, აკეთებენ. „ჰიუნდაის“ მარკეტოლოგთა მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ სწორედ ამ ორ ფაქტორზე აქცენტირება იძლევა ლოიალობის მაჩვენებლის ზრდას.