Website is in Process of Renewal „ჰიუნდაი გრანდე i10-ის“ დებიუტი ნიუ დელის ავტო ექსპოზე შედგება - Hyundai Auto Georgia

„ჰიუნდაი გრანდე i10-ის“ დებიუტი ნიუ დელის ავტო ექსპოზე შედგება

30 იანვარი, 2014

„ჰიუნდაი გრანდე i10-ის“ დებიუტი ნიუ დელის ავტო ექსპოზე შედგება

მალე „ჰიუნდაის“ ინდური ბაზრის პაკეტს კიდვ ერთი ახალი ავტომობილი შეავსებს, რომელიც შესაძლოა, კორეულმა კომპანიამ მომავალში სხვა ბაზრებზეც შეიტანოს. ლაპარაკია ჰეჩბეკ „გრანდე i10-ის“ (ფოტოზე) სედანისძარიან ვერსიაზე, რომლის ინდური პრემიერაც მალე ნიუ დელის ავტო ექსპოზე გაიმართება.

ახალი ავტომობილის აღჭურვილობაში ორი ძრავი შევა. ესენია დზელზე მომუშავე სამცილინდრიანი 1.1-ლიტრიანი U2, მეორე კი - ბენზინზე მომუშავე ოტხცილინდრიანი 1.2-ლიტრიანი „კაპა“. პირველი ძრავი სტანდარტული შესრულებით 74 ცხენის ძალას და 152 ნიუტონმეტრს იძლევა, მეორე კი - 76 ცხენის ძალას და 111 ნიუტონმეტრს. ჯერჯერობით უცნბია, რა ტიპის გადაცემათა კოლოფები იმუშავებს ძრავებთან.

კორეული კომპანია ჯერჯერობით თავისი ახალი ავტომობილის ტექნიკურ მახასიათებლებს არ ავრცელებს. სავარაუდოდ, ისინი ახლოს იქნება ჰეჩბეკის მონაცემებთან. ამასთან, ჰეჩბეკის მსგავსად, სედანის ეკიპირებაში შევა წყვილი აირბალიში, სალონის უკანა ნაწილის კონდიცირების სისტემა, პარკირების სენსორები და სხვა.

ნიუ დელის ავტო ექსპო სტარტს თებერვლის დასაწყისში აიღებს.