Website is in Process of Renewal „ჰიუნდაი ჯენეზისმა“ „iF პროდაქტ დიზაინის“ ჯილდო მოიგო - Hyundai Auto Georgia

„ჰიუნდაი ჯენეზისმა“ „iF პროდაქტ დიზაინის“ ჯილდო მოიგო

20 თებერვალი, 2014

„ჰიუნდაი ჯენეზისმა“ „iF პროდაქტ დიზაინის“ ჯილდო მოიგო

„ჰიუნდაის“ უახლესმა პრემიუმ სედანმა „ჯენეზისმა“ პირველი აღიარება დაიმსახურა - მიუნხენში ჩატარებულ სპეციალურ ცერემონიაზე, ამ ავტომობილს ევროპული პრესტიჟული „iF პროდაქტ დიზაინის“ ჯილდო გადაეცა. კორეულ ბაზარზე დებიუტის შემდეგ, ახალი „ჯენეზისის“ მსოფლიო პრემიერა ახლხანს, დეტროიტის მოტორ შოუზე შედგა. ამ ავტომობილით, „ჰიუნდაი“ პრემიუმ სეგმენტში მეორე მნიშვნელოვან ნაბიჯს (პირველი, საკმაოდ წარმატებული ნაბიჯი, პირველი თაობის ჯენეზისი იყო) დგამს.

ახალი „ჯენეზისი“ კორეული კომპანიის კორპორატიულ სტილ „თხიერ სკულპტურის“ ახალი ინტერპრეტაციის შესაბამისადაა შემუშავებული. ის ძირეულად განსხვავდება თავისი წინამორბედისგან და იმავე „თხიერი სკულპტურის“ ადრეული ვერსიების შესაბამისად შექმნილი სხვა მოდელებისგან. რაც მთავარია, პრემიუმ კლასისთვის შესაფერისი სოლიდური და იმავდროულად, რბილი ფორმებით გამოირჩევა, რაც მასში გამოყენებულ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებს შეესაბამება.

„ჯენეზისს“ უმაღლესი კლასის ავტომობილის შესაფერისი მართვადობა, უსაფრთხოება, კომფორტი და ხელმისაწვდმი ფასი გამოარჩევს. თავისი მრავალფეროვანი ეკიპირებითა და შესრულების მაღალი დონით, ის იმდენად ახლოსაა ევროპულ პრემიუმ ავტომობილებთან, რომ ბევრ მყიდველს მის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებაში თავისთავად ეხმარება.

„ამ პრესტიჟული კონკურსის ჟიურისგან აღიარება, „ჰიუნდაის“ დიზაინის ტრანსფორმაციის დამადასტურებელი ფაქტია. ჩემი ხედვით, ბრენდის მთავარი მიზანი, მომხმარებლებთან უშუალო კონტაქტის დამყარებაა. დიზაინი ბრენდის სახეა და მის ღირებულებებს განსაზღვრავს. სწორედ ის აყალიბებს ურთიერთობებს. უახლესი „ჯენეზისი“ იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება განივრცოს ერთი სტილი სხვადასხვა სეგმენტებზე. და რაც მთავარია, ემოციურ დონეზე, ის სრულად აკმაყოფილებს ევროპელთა მოთხოვნილებებს“, - ამბობს „ჰიუნდაი მოტორის“ მთავარი დიზაინერი პეტერ შრაიერი.