Website is in Process of Renewal „ჰიუნდაი ჯენეზისი“ „გუგლის სათვალით“ აღიჭურვება - Hyundai Auto Georgia

„ჰიუნდაი ჯენეზისი“ „გუგლის სათვალით“ აღიჭურვება

5 იანვარი, 2014

„ჰიუნდაი ჯენეზისი“ „გუგლის სათვალით“ აღიჭურვება

ძნელი სათქმელია, როგორ შეეგუება ავტომფლობელი ასეთ სიახლეს, მაგრამ „ჰიუნდაიმ“ გადაწყვიტა, რომ თავისი უახლესი საშუალო ზომის ლუქს სედან „ჯენეზისის“ მყიდველს, „გუგლის სათვალე“ შესთავაზოს. პირველად ეს დეტროიტის მოტორ შოუზე მოხდება, სადაც კორეული კომპანია თავისი ახალი სედანის მსოფლიო პრემიერას ჩაატარებს.

„ჯენეზისზე“ „გუგლის სათვალე“ სისტემა „ბლიუ ლინკის“ პლატფორმით შესთავაზებს. ამ სისტემის დახმარებით, სათვალეზე ინტეგრირებული მიკრო მონიტორით და სმარტფონით, ავტომობილის მფლობელი თავის ოთხბორბლიან მეგობართან ურთიერთობას და მისთვის საინტერესო ინფორმაციის მიღებას, დისტანციურადაც კი შეძლებს. სისტემის მართვა კი ხმოვანი სიგნალითაა შესაძლებელი.

როგორც კი „ბლიუ ლინკ გლასვეარ“ აპლიკაცია ჩაიტვირთება და ავტომობილის მფლობელი „გუგლის სათვალეს“ მოირგებს, მისთვის ავტომობილის შესახებ ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება. ოღონდ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, როცა ავტომობილი გაჩერებულია. ამავე სისტემით ასევე შეიძლება ისეთი საშუალებების ამოქმედება, როგორიცაა დისტანციური დაქოქვა, კარის დისტანციური გაღება/დაკეტვა, სადგომზე ავტომობილის მოძებნა და სხვა.

სხვათა შორის, „ჰიუნდაი“ ერთადერთი მწარმოებელი არაა, რომელიც თავის მყიდველს „გუგლის სათვალეს“ შესთავაზებს. მსგავსი გეგმების შესახებ უფრო ადრე „მერსედესმა“ გამოაქცხადა. თუმცა სამქიმიანებს ჯერ მხოლოდ შესაბამისი გეგმები აქვთ და არა რეალური შეთავაზება, „ჰიუნდაი“ კი ამ მხრივ პიონერი გახდება.