Website is in Process of Renewal „ჰიუნდაი“ ახალი ტიპის შიდაწვის ძრავზე მუშაობს - Hyundai Auto Georgia

„ჰიუნდაი“ ახალი ტიპის შიდაწვის ძრავზე მუშაობს

19 ნოემბერი, 2013

„ჰიუნდაი“ ახალი ტიპის შიდაწვის ძრავზე მუშაობს

ახლახანს „ჰიუნდაიმ“ გამოაცხადა, რომ მისი ინჟინრები სრულიად ახალ, 1.8-ლიტრიან GDCI (ბენზინის უშუალო შეფრქვევით და შეკუმშვით) ძრავზე მუშაობენ, რომელიც ერთდროულად ორი ტიპის (ოტოს და დიზელის) ძრავის პრინციპით იმუშავებს, რომლის კუმშვის ხარისხიც 14.8:1-ზე იქნება და რომელსაც ტურბო და მექანიკური დამჭირხნები მოემსახურება. და რაც მთავარია, არ ექნება სანთლები.

სანთლების ნაცვლად, ძრავში საწვავის აალებას მაღალი ტემპერატურა გამოიწვევს, რომელსაც კუმშვის მაღალი ხარისხის წყალობით მიაღწევენ. საწვავის შეფრქვევა, ცილინდრის ზედა ნაწილში არსებულ სეგმენტში (წვის კამერაში) მოხდება, რომელსაც სპეციალურად შემუშავებული ფორმა ექნება. მაღალი წნევის წყალობით, საწვავი ნარევის ტემპერატურა კრიტიკულ ზღვარზე იქნება და შეკუმშვის ტაქტის ბოლოს, ის აალდება.

„ჰიუნდაი“ აცხადებს, რომ ახალი ძრავი, მისი მოცულობის ძრავებთან შედარებით, 25 პროცენტით ნაკლებ საწვავს მოიხმარს და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გაცილებით დაბალი ხარისხისა და იაფ, 87 ოქტანობის საწვავზე იმუშავებს. დაბალი იქნება ასევე გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობაც. ამასთან, ძრავს კარგი ტექნიკური მახასიათებლებიც ექნება. კეროდ, დიზელის ძრავების მსგავსად, მისი მუხლა ლილვი მაქსიმუმ 5 000 ბრ/წთ დიაპაზონში იმუშავებს და მისივე მსგავსი სიმძლავრეს და მაბრუნ მომენტს გასცემს. შესაბამისად, ტრანსმისიაში ისეთივე გადაცემები დასჭირდბა, როგორც დიზელის ძრავებს. და უხმაუროც იქნება - წავიდა ის დრო, როცა დიზელის აგრეგატები ტრაქტორებთან ასოცირდებოდა.

„ჰიუნდაი“ ახალი ტიპის ძრავების საგზაო ტესტირებას მერმისს დაიწყებს, ოღონდ ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყებს სერიულ ავტომობილებზე მის გამოყენებას.