Website is in Process of Renewal ახალი Hyundai Tucson საქართველოშია - მისაღები ფასით და საუკეთესო გარანტიით! - Hyundai Auto Georgia

ახალი Hyundai Tucson საქართველოშია - მისაღები ფასით და საუკეთესო გარანტიით!

22 დეკემბერი, 2015

ახალი Hyundai Tucson საქართველოშია - მისაღები ფასით და საუკეთესო გარანტიით!
 

«ჰიუნდაი ავტო საქართველომ» ახალი Tucson წარმოადგინა!

«ჰიუნდაი ავტო საქართველომ» ახალი, 2015 წლის «ტუსანის» პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება აღმაშენებლის ხეივანში, «ჰიუნდაის» ცენტრში გაიმართა. პრეზენტაციას «ჰიუნდაის» ერთგული მომხმარებლები დაესწრნენ და მათ კომპანიისგან მადლობის ნიშნად საჩუქრებიც მიიღეს. ახალი ავტომობილის პრეზენტაცია ილუზიონისტ გია ფარადაშვილის და ამერიკული ბენდის შოუს ფონზე წარიმართა.

«ჰიუნდაი ავტო საქართველოში» ავტომობილის მახასიათებლებზე საუბრისას აცხადებენ, რომ ავტომობილმა უკვე მოიპოვა არაერთი აღიარება, კერძოდ: «ჯიდი პაუერმა» ტუსანი აღაიარა 2015 წლის ყველაზე ხარისხიან კომპაქტურ ქროსოვერად; ავსტრალიაში დასახელდა წლის საუკეთესო საოჯახო ავტომობილად, Cars.com-მა დაასახელა წლის ყველაზე უსაფრთხო ავტომობილად; ხოლო გერმანულმა «AUTO BILD-მა» გატესტა ”ტუსანი”, შეადარა თავის კლასში სხვა ბრენდის ევროპულ და იაპონურ მოდელებს და შედეგად გერმანელებმა სწორედ «ტუსანს» პირველი ადგილი მიაკუთუვნეს.

«ჰიუნდაი» ქართველ მომხმარებლებს საინტერესო ინოვაციას სთავაზობს. ახალ ავტომობილში ნავიგაციის სახით წარმოდგენილია საქართველოს რუკა. ეს კომფორტულია როგორც ქართველი მომხმარებლისთვის, ასევე იმ უცხოელი მომხმარებლისთვის, რომელიც საქართველოშია ჩამოსული და ახალი «ტუსანით» გადაადგილდება. 

ახალი ავტომობილის შეძენა შესაძლებელია როგორც თბილისში, ასევე რუსთავის ფილიალში და მისი ღირებულება 23 950$-დან იწყება. კიდევ ერთი უპრეცედენტო შეთავაზება, რომელსაც «ჰიუნდაი ავტო საქართველო» მომხმარებელს სთავაზობს, განვადების პირობებია.

«ავტომობილის შეძენა შეგიძლით ბანკის უპრეცედენტო განვადების პირობებით - გადახდას იწყებთ მე-4 თვიდან. ასევე შესაძლებელია ჩაააბაროთ თქვენი ძველი ავტომობილი (ნებისმიერი ფირმის) და შეიძინოთ ახალი. ”ჰიუნდაი ტუსანის” ფასების იწყება 23 950$-დან. ავტომობილზე ვრცელდება 5-წლიანი გარანტია ულიმიტო გარბენით», - განმარტავს «ჰიუნდაი ავტო საქართველოს» რუსთავის ფილიალის გაყიდვების დირექტორი ირაკლი გვასალია. მისივე თქმით, ძველ მოდელებთან შედარებით ახალ ავტომობილს დაემატა უმნიშვნელოვანესი ფუნქცია - ე.წ. ბნელი კუთხის ხედვა.

«ეს ფუნქცია მძღოლს აძლევს საშუალებას, რომ ზოლიდან ზოლში გადასვლისას ავტომობილის ვერ დანახვის შემთხვევაში, იყოს დაზღვეული, რადგან თავად ავტომობილი აფრთხილებს. ასევე, დამატებულია ქსენონის ფარები. გაუმჯობესებულია უსაფრთხოების და ძარის დამზადების პრინციპი, რომელიც გატესტა ევროპულმა, ავსტრალიურმა, ამერიკულმა «ქრაშ ტესტებმა» და ყველამ აბსოლუტურად მიაკუთვნა ხუთი ვარსკვლავი», - აცხადებს ირაკლი გვასალია. «ჰიუნდაი ავტო საქართველო» უკვე ელოდება მომხმარებელს «ტუსონის შესაძენად» და მომავალშიც არაერთ სიურპრიზს ჰპირდება.